10/02/2017

რა არის ბლოქჩეინ ტექნოლოგია?


„Blockchain” ძალიან წააგავს „Wikipedia”-ს. „Blockchain”-ის შემთხვევაში, ხალხს შეჰყავს ახალი ინფორმაცია და ანახლებენ ძველსაც. გარკვეული მომხმარებელთა ჯგუფი აკონტროლებს ამ ინფორმაციას. მსგავსად, “Wikipedia”-საც არ ჰყავს მხოლოდ ერთი მწერალი და მთელი ინფორმაცია მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეჰყავს. მიუხედავად ამ მსგავსებისა, თუკი უფრო ღრმად ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ „Blockchain”-ის ტექნოლოგია განსაკუთრებულია. მართალია, ორივე სისტემა ინტერნეტზეა დამოკიდებული, მაგრამ „Wikipedia” დაფუძნებულია „World Wide Web” (WWW)-ზე და იყენებს კლიენტის/სერვერის ქსელს. უფლებამოსილ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს „Wikipedia”-ს ცენტრალიზებულ სერვერზე არსებული მონაცემები. რა თქმა უნდა, ყველაფერს მაინც აკონტროლებს ადმინისტრაცია - მთლიანი დატაბაზის ზედამხედველობა და სხვადასხვა პიროვნებებისთვის მონაცემების შეცვლის უფლების მიცემა სწორედ მათი მოვალეობაა. „Wikipedia”-ს სერვერი წააგავს სახელმწიფოების, ბანკებისა და სადაზღვეო კომპანიების მაღალ დონეზე დაცულ და ცენტრალიზებულ დატაბაზებს. ისინი აკონტროლებენ ბაზაში შემომავალ მონაცემებს და იცავენ მათ კიბერ შემოტევებისგან.„Blockchain“-ის ხერხემალი კი საგრძნობლად განსხვავებულია. მაშინ როცა „Wikipedia”-ს „დედანი“ იცვლება სერვერზე და ყველა მომხმარებელი ხედავს ახალ ვერსიას, „Blockchain“-ის შემთხვევაში ყველა დამოუკიდებლად ანახლებს მონაცემებს და ყველაზე პოპულარული ვერსია ხდება ოფიციალური ახალი „დედანი“.


ტრანზაქციები ჰგავს ტრანსლაციას და სისტემის თითოეული კვანძი ქმნის მოვლენების თავისებურ ვერსიას.
ეს არის ის, რაც „Blockchain”-ების ტექნოლოგიას განსაკუთრებულს და მოსახერხებელს ხდის - ინოვაცია ინფორმაციის რეგისტრაციასა და გავრცელებაში, რომელიც გამორიცხავს მესამე პირის ჩარევის საჭიროებას ვირტუალურ ურთიერთობებში. სხვათა შორის, „Blockchain”-ის ტექნოლოგია არ არის მთლად ახალი. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი არის უკვე არსებული ტექნოლოგიების (ინტერნეტის, კრიპტოგრაფიისა და პროტოკოლების) კომბინაციით მიღებული ახალი პროდუქტი. მათი შერწყმის იდეა თავში ბიტქოინების შემქმნელს, სატოში ნაკამოტოს მოუვიდა თავში. ამ იდეის შედეგია ის, რომ ვირტუალურ ურთიერთობებში შუამავლის ჩარევა აღარ არის საჭირო. ამ ურთიერთობების დაცვა ხდება ელეგანტური, უბრალო, მაგრამ ძლიერი სისტემით, რომელსაც ეწოდება „Blockchain”-ის ტექნოლოგია.
ვირტუალური ნდობის განმარტება
ურთიერთობაში ნდობა არის, თუ როგორ აფასებს ორი მხარე ერთმანეთს, რამდენად რისკიანად მიიჩნევს ერთი მეორეს. ვირტუალურ სამყაროში, ნდობა ძირითადად ეფუძნება იდენტიფიკაციასა და უფლებამოსილებების დამადასტურებულ საბუთებს. უფრო მარტივად, „შენ ნამდვილად ის ხარ, ვისაც ამბობ?“ და „რის გაკეთებასაც ცდილობ, მაგის უფლება გაქვს?“. „Blockchain”-ის ტექნოლოგიის შემთხვევაში, პირადი „გასაღების“ კრიპტოგრაფია ძლიერი მექანიზმია იდენტიფიკაციისთვის. იგი ანდობს მეორე პირს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ტრანზაქციისთვისაა საჭირო, ხოლო სხვა დანარჩენს ისევ საიდუმლოდ იტოვებს (ჰაკერებისგან თავის ასარდებლად). მაგრამ მხოლოდ იდენტიფიკაცია არ კმარა - საჭიროა აგრეთვე მტკიცებულება, რომ ჩვენ გვაქვს უფლება გავაკეთოთ ის, რასაც ვაპირებთ. ავტორიზაცია - საკმარისი თანხის ფლობა, სწორი ტრანზაქციის გატარება და ა.შ. - მოითხოვს გამართულ და მოწესრიგებულ სისტემას. ასეთი სისტემა ამცირებს კორუფციისა და წარუმატებელი ტრანზაქციის რისკს. იგი ზრუნავს, რომ ყველა ტრანზაქცია იყოს შენახული და დაცული. ტრანზაქციების ავტორიზაცია ეფუძნება იმ წესებს, რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა თვითონ ეს სისტემა (ამ წესებს „Blockchain”-ის პროტოკოლი ეწოდება).ასეთი გზით მოწოდებული იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია ხელს უწყობს კომუნიკაციას ნდობაზე (ძვირ ნდობაზე) დაყრდნობის გარეშე. დღესდღეობით, ასეთმა განვითარებამ ახალ ბიზნესებს საშუალება მისცა ახალი, წარმოუდგენელი და ძლიერი ვირტუალური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. „Blockchain”-ის ტექნოლოგიას ხშირად უწოდებენ ინტერნეტ-ტრანზაქციების ხერხემალსაც. მართლაც, კრიპტოგრაფიის განვითარებამ ხალხში აღძრა სურვილი, რომ დაიცვან და უფრო ფორმალური გახადონ ვირტუალური ურთიერთობები. დაწყებული მთავრობიდან და დამთავრებული IT ფირმებით, ყველა ცდილობს ამ „ინტერნეტ-ტრანზაქციების ხერხემლის“ აშენებას.იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვირტუალური ტრანზაქციებისთვის, ხორციელდება „Blockchain”-ის ტექნოლოგიის კონფიგურაციის საშუალებით.

დააგროვე ბიტქოინები აქ: http://battlebit.co.in/?ref=135995


სხვა მსგავსი სტატიები: