ეს არის ფულიც გამომუშავების ყველაზე პოპულარული მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საკუთარი საიტი. არსებობს ლინკებზე გამომუშავების ორი ძირითადი მეთოდი: როდესაც თქვენ ანთავსებთ ლინკს საკუთარ საიტზე, გარკვეული ვადით, არენდის პირობით ან ლინკის განთავსება ხდება განუსაზღვრელი ვადით, ანუ მუდმივად. ლინკების მუდმივი განთავსების მეთოდი უფრო აქტუალურია, ვიდრე არენდით.
ლინკების მოძიება ხდება ე.წ "ბირჟებიდან" და აქედან ყველაზე პოპულარულია: http://www.sape.ru ამ რესურსზე საჭიროა დარეგისტრირება, რის შემდეგაც შეიქმნება თქვენი პირადი აქაუნთი, რაც საშუალებას მოგცემთ დაწვრილებით გაეცნოთ აღნიშნული ვებ გვერდის მოხმარების წესებს. აქ თქვენ მოძებნით კლიენტს რომელსაც აქვს საკუთარი საიტი, სურს ამ საიტის პოპულარიზაცია, დაინტერესებულია რომ საკუთარი ვებ გვერდის მისამართი იქნეს განთავსებული თქვენს ვებ რესურსზე და ამაში გადაიხადოს გარკვეული თანხა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენს საიტზე ყიდულობს გარკვეული რაოდენობის ფართს. თუ ეს მოხდება არენდის პირობით, კლიენტი გადაიხდის ყოველდღიური განთავსების საფასურს. მუდმივად განთავსების შემთხვევაში კი, თანხის გადახდა მოხდება ერთხელ და კლიენტის ლინკი მუდმივად იქნება განთავსებული თქვენს საიტზე. ლინკის განთავსების ფასებს, დიდად განსაზღვრავს, საიტის ხანდაზმულობა და მისი რეიტინგი.
დამწყებთათვის უმჯობესია ლინკების განთავსება მუდმივი ვადით. არსებობს ასეთი რესურსი:http://gogetlinks.net/?inv=4bqc3q აქაც დარეგისტრირების შემდეგ მოიძიებთ დაწვრილებით ინფორმაციას, ბირჟის მუშაობის შესახებ. თქვენი საიტი უნდა არსებობდეს მინიმუმ ნახევარი წელი მაინც, იმისათვის რომ, აღნიშნულ ბირჟაზე მოიპოვოთ მისი განთავსების უფლება. ასევე აუცილებელია საიტს ჰქონდეს Яндекс-ისა და Google-ის კარგი მაჩვენევლები. Яндекс-ში TIC მაჩვენებლები Google-ში კი PR მაჩვენებლები. აგრეთვე საიტი უნდა იყოს შექმნილი არა საძიებო სისტემებისთვის არამედ ადამიანებისათვის რომლებიც სიამოვნებით მოიხმარენ თქვენს მიერ შექმნილ ონლაინ რესურს, ეს კრიტერიუმები მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში: ლინკის განთავსება ხდება არენდით თუ მუდმივად. ამ ბირჟაზე მოდერაციის გავლის შემთხვევაში შეძლებთ არც თუ ურიგო თანხების გამომუშავებას.
აგრეთვე არსებობს მსგავსი ტიპის ბირჟა http://www.rotapost.ru/ სადაც შემოსავლების დონე არც თუ ისე მაღალია, როგორც წინა ორ ბირჟაზე.
ალბათ დაგაინტერესათ თუ რას წარმოადგენს TC და PR და როგორ უნდა მოხერხდეს მათი მაჩვენებლების გაზრდა. მათი ზრდა ხდება ხელოვნურად, არიან ადამიანები რომლებიც ამაში კარგად ერკვევიან და ეწევიან აღნიშნული სახის მომსახურებას, თუმცა დაინტერესებული მომხმარებელი თვითონაც მშვენივრად გაერკვევა ფორუმებისა და ამ თემაზე შექმნილი სტატიების დახმარებით.