8/29/2017

რა არის ბიტქოინ?


ბითკოინი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ კრიპტოვალუტას - ფულის სახეობას, რომლის შექმნა და მართვა ეფუძნება კრიპტოგრაფიას და არ არის დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. პირველად ნახსენები იყო 2008 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ და 2009 წლის იანვარში შეიქმნა ბითკოინის პირველი კლიენტური პროგრამა და გამოუშვეს პირველი ბითკოინები. ამავე პერიოდში განხორციელდა პირველი ტრანსაქცია ბითკოინების გამოყენებით - 10000 ბითკოინად შეიძინეს პიცა. 






2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო ბითკოინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ და მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC. ბითკოინის ეს ღირებულება ეფუძნებოდა ელექტრობის ხარჯებს, რომელსაც მოიხმარდა ბითკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი. 2011 წელს ბითკოინისადმი დაინტერესება გაიზარდა და მისი ღირებულება $0.30– $32–მდე მერყეობდა. 2012–2013 წლების კვიპროსის ფინანსური კრიზისის დროს ბითკოინის ფასმა რეკორდულს $266–ს მიაღწია 2013  წლის 10 აპრილს, ხოლო შემდეგ $50–მდე დაიწია. 2013 წლის 27 ნოემბერს მისმა ღირებულებამ პირველად გადააჭარბა $1000-ს, ხოლო დღეისათვის ის $550-$750 ფარგლებში მერყეობს.


ბითკოინის დადებითი მხარეები

ბითკოინი არის ციფრული ფული, რომელსაც არ აკონტროლებს არცერთი კომპანია თუ ფინანსური ინსტიტუტი. ბითკოინი კონტროლდება მხოლოდ მისი მომხმარებლების მიერ მსოფლიო მასშტაბით. მომხმარებელს კომპიუტერში ან ტელეფონში აქვს აპლიკაცია, ე.წ. ბითკოინის „საფულე“, რომელიც მას ბითკოინების გადარიცხვის/მიღების საშუალებას აძლევს.
ბითკოინის უპირატესობებია: გადახდის თავისუფლება – ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ფულის სასურველი რაოდენობა; ბითკოინი აძლევს მომხმარებელს სრულ თავისუფლებას, რაიმე შეზღუდვების, ბანკების დასვენების დღეების გარეშე. ძალიან დაბალი გადასახადი – ბითკოინზე ან საერთოდ არ არის გადასახადი და თუ არის ძალიან დაბალი, ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ფეიფალით ან საკრედიტო ბარათით გადახდისას. ნაკლები რისკი ვაჭრებისთვის, რადგანაც ბითკოინით ვაჭრობა არის დაცული და ანონიმური. გარდა ამისა, ბითკოინის მფლობელები სრუალდ აკონტროლებენ საკუთარ ტრანსაქციებს; გამყიდველის მხრიდან შეუძლებელია მომხმარებლისთვის არასასურველი ან უხილავი გადასახადების დამატება, როგორც ეს შესაძლებელია გადახდის სხვა მეთოდების შემთხვევაში.
 
ბითკოინით ტრანსაქციების განხორციელება შესაძლებელია პირადი ინფორმაციის გამომზეურების გარეშე.

ბითკოინის ფასს წყვეტს მოთხოვნა - მიწოდება. როცა მოთხოვნა ბითკოინზე იზრდება ფასიც იზრდება. მიმოქცევაში ბითკოინების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა არის, ხოლო ახალი ბითკოინები იქმნება პროგნოზირებადი და კლებადი ტემპით.

ბითკოინის მინუსები  ბითკოინის ფასი ძალიან მერყევია - ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, მარკ უილიამსის გამოთვლებით, ბითკოინი 7-ჯერ უფრო მერყევია, ვიდრე ოქრო და 8-ჯერ უფრო მერყევი, ვიდრე S&P 500. ამის გამო, ბითკოინის, როგორც ღირებულების შენახვის ფუნქცია, მეტად შეზღუდულია და ამ ეტაპზე ის გამოიყენება მხოლოდ როგორც გაცვლის საშუალება. ბითკოინის ფონდი აცხადებს, რომ ეს მერყეობა ლიკვიდურობის ნაკლებობით არის გამოწვეული და ბითკოინის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი მერყეობაც შემცირდება. ბითკოინის გამოყენება ხშირად არალეგალურ აქტივობებს და კიბერდანაშაულებს უკავშირდება. ევროპის საბანკო რეგულატორის (European Banking Authority) და გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ბითკოინი შეიძლება იყოს გამოყენებული ფულის გათეთრებისთვის.
 ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ბითკოინი რეალურად პონცის სქემას (ე.წ. „პირამიდას“) წარმოადგენს.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ პირველი კიბერვალუტა საკმაოდ წარმატებული პროექტია. ჯერ ადრეა ლაპარაკი იმაზე, გახდება თუ არა ის საკმარისად პოპულარული, რომ ჩვეულებრივი ვალუტა შეცვალოს, თუმცა 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის ფონზე მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და არგენტინაში, მაგალითად, უკვე გამოიყენება ზოგიერთი მომხმარებლის მიერ როგორც ეროვნული ვალუტის ალტერნატივა. გამოიყენებს თუ არა სხვა ქვეყნის მომხმარებელი არგენტინელთა გამოცდილებას - ამას დრო გვანახებს. 

Bitcoin-ს გამოიმუშავებს თავისით თქვენ არაფრის გაკეთბა გიწევთ

მოიგე 0.000003-0.03 BTC (Bitcoin) ყოველ საათში

ssss

moonbit

როდესაც გადახვალთ რეგისტრაციის გევერძე შეიყვანეთ თქვენი Bitcoin საფულის ნომერი


თანხა გროვდება თავისით. 
თუ გნებავთ გამომუშავებული თანხის გადატანა მთავარ ანგარიშზე დააკლიკეთ "claim now"-ს დაშეიყვანეთ capcha.
გადმორიცხვა ხდება კვირა დღეს (მინიმუმ 5500 satoshi).