8/21/2017

რა არის ბიტკოინი?

ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ვალუტა. ესტონეთში - ევრო, რუსეთში - რუბლი, აშშ-ს - დოლარი. ჩვენ ვახურდავებთ ფულს ბანკებში ან გადამცვლელ პუნკტებში, ვაგზავნით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ვაკეთებთ ინვესტიციებს. ინოვაციური ტექნოლოგიების დროში ლოგიკურია რომ ყველა გადარიცხვები ხორციელდება ინტერნეტით.


ამოტომაც არაა გასაკვირი რომ ინტერნეტში გამოჩნდა კრიპტოვალუტა როგრიცაა ბიტკოინი. ამ სისტემამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო 2013 წლის ბოლოს როდესაც უეცრად აიწია ბიტკოინის კურსმა, მაგრამ დავიწყოთ თავიდან. 2009 წელს ყველასთვის უცნობმა პროგრამისტმა სატოში ნაკამოტომ შექმნა ელექტრონული ფული ეგრეთწოდებული კრიპტოვალუტა. ამ ვალუტის ფუნქცია იგივეა რაც ჩვეულებრივი ფულის: გაცვლის საშუალება, დანაზოგები და გადახდის ერთეული. აგრეთვე ვალუტას აქვს კურსი, ანუ მასზე არის მოთხოვნა. მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება: ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, იმიტომ რომ ვალუტა ციფრულია და მისი ფუნქციონირება არის დეცენტრალიზებურად გადანაწილებული კომპიუტერულ ქსელში.

როგორ მუშაობს ბიტკოინი?

ჩვეულებრივი გადარიცხვისთვის ჩვენ გვჭირდება შუამავალი, როგორც წესი ეს არის ბანკი, კრიპტოვალუტისთვის გაცილებით მარტივია - ფულის გადარიცხვა ხდება პირდაპირ გამყიდველთან. ეს ნიშნავს რომ ამ თვისების გამო ჩვენ წინაშე იხსნება ახალი შესაძლებლობები.
კრიპტოვალუტა შედგება მონეტებისგან, კონკრეტულად მათემატიკური ჰეშ-კოდებით. ეს კოდი არის უნიკალური, მაგრამ მოუხერხებელია წასაკითხად, იგი შედგება თანმიმდევრულად 27-34 ლათინური ასოებისგან და ციფრებისგან.
მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში რომ ნებისმიერი კრიპტოვალუტის შექმნის პროცესს ეწოდება «მაინიგი» (ინგლისური სირტყვიდან Data mining - მონაცემების მოპოვება, მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი, მონაცემთა ღრმა ანალიზი). ამ პროცესებისთვის საჭიროა მძლავრი პკ რთული მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამები, ბირჟები და პირამიდები მონეტების გენერაციისთვის მაგრამ ეს უკვე ელექტრონული ვალუტის შედეგია.
ფაქტობრივად, სისტემა ურთულესია. «მაინინგი» თანმიმდევრულად ქმნის ახალი ბიტკოინების კოდს რომელიც საბოლოოდ ყალიბდება დაშიფრულ გადახდის ერთეულად რომელიც არაა დაკავშირებული კონკტერულ პიროვნების სახელთან და ინახება დახურულ საფულეში ან მყარ დისკზე. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ შესრულებულ ტრანზაქციებს და რაოდენობას ბიტკოინების. ელექტრონული ფულის გაგზავნა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გადარიცხვები ხორციელდება მხოლოდ თექვსმეტნიშნიან ფორმატში.

კრიპტოვალუტის პლიუსები და მინუსები

«ბიტკოინი» - ეს არის პირველი დეცენტრალიზებული და არაკონტროლირებადი ვალუტა, რაც ნიშნავს ინფლაციის არ ქონას, რადგან მონეტების რაოდენობის ზრდა სისტემაში დამოკიდებულია გარკვეულ სიჩქარეზე, მოთხოვნა მიწოდებაზე და შესაძლო მაქსიმალური ნიშნულია - 21 მილიონი ბიტკოინი. უფრო მეტიც, ბიტკოინი აბსოლიტურად ანონიმურია, რასაც ამტკიცებენ საინფორმაციო პორტალები და გააჩნია ბევრი უმაღლესი თვისებები. მაგალითად, ყველა მონაცემები ინახება ღია კოდში და მომხმარებლის ციფრულ მატარებელზე, გადარიცხვების შემთხვევაში არ გააჩნია საკომისიო.
მაგრამ პორტალ «bitcoin journal» მტკიცებით, ბიტკოინის სისტემა არ არის მთლიანად ანონიმური, მონაცემებში არ ინახება საპასპორტო მონაცემები, აგრეთვე გამგზავნის გამოთვლა ტრანზაქციების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია, ამიტომ ეს უპირატესობა შეიძლება უარყოფით მხარედ ჩაითვალოს.
უარყოფით მხარებად შეიძლება ჩაითვალოს «ოფლაინ საფულე». იგი ინსტალირდება პერსონალურ კომიუტერზე და არის დაშიფრული, მაგრამ მყარი დისკის გაუმართავობის შემთხვევაში სამუდამოდ იკარგება წვდომა თანხებთან. მაგალითად ბრიტანელმა 2009 წელს გამოიმუშავა 7,5 ათასი ბიტკოინი თავის კომპიუტერზე, მაგრამ შემთხვევით, გადასხმული ყავის გამო დაშალა და მოგვიანებით საერთოდ გადაგდო მყარი დისკი. იმავდროულად ახალამბებში გაჟღერდა ინფორმაცია კრიტპოვალუტის კურსის მატებასთან დაკავშირებით, შემდეგ მამაკაცი ეძებდა ნაგავსაყრელზე თავის მყარ დისკს მაგრამ ვერ იპოვა, და ამით დაკარგა მილიონობით დოლარი. მსგავსი ისტორიები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ადრე ბიტკოინების მოპოვება შესაძლებელი იყო ჩვეულებრივ კომპიუტერებზე, მაგრამ ამ ვალუტას ფასი არ ქონდა უფრო სწორად ხალხი ვერ აღიქვავდა როგორც ევროს ან დოლარს.

და მაინც, რა არის ბიტკოინი?

ეს არის ელექტრონული გადასახადის სისტემა. თუკი ადრე შესაძლებელი იყო ბიტკოინის გამომუშავება, ქსელის მხარდაჭერით და მაინინგით, მოცემულ მომენტში ვითარება შეცვლილია უარესობისკენ. საჭიროა მძლავრი კომპიუტერი, რომელიც ძვირი ღირს და მალე ძველდება, ეს ნიშნავს რომ ამგვარ დანახარჯებით თქვენ უკვე კარგავთ ფულს. ინვესტირების შემთხვევაშიც, გაურკვეველია სასარგებლო აღმოჩნდება თუ არა გარიგება, იმტომ რომ თუ დღეს შეისყიდით ბიტკოინს რეალური ფულით, თქვენ არ გეცოდინებათ, რა კურსი იქნება შემდგომ. ერთადერთი გამოსავალი არის, როგორც ოფიციალური საიტები «bitcoin» იუწყებიან - იქონიოთ საკუთარი მაღაზია, ივაჭროთ პროდუქტებით კრიპტოვალუტით, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც იქმნება სირთულეები. რამოდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ წამოაყენა წინადადება მსგავსი მეთოდის აკრძალვის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე. რაც ნიშნავს რომ, ხალხი ბოლომდე ვერ გაერკვა ბიტკოინის კონცეფციაში და ვერ აღიქვავენ როგორც საგადასახადო საშუალებას ან შემოსავლის შესაძლებლობას, უფრო როგორც ჩვეულებრივ პირამიდას.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა კრიპტოვალუტა ერთადერთი საიმედო გადახდის ფორმა თუ ჩაბარდება წარსულს, მაგრამ სანამ არსებობს მოთხოვნა - იარსებებს მიწოდებაც.