ეს გახლავთ ინტერნეტში ფულის გამომუშავების ერთ-ერთი რეალური მეთოდი. ამ მეთოდით ბევრმა შეძლო მნიშვნელოვანი თანხების გამომუშავება. ამ ტიპის ბიზნესის დასაწყებად საჭიროა მასში გარკვეული თანხების ჩადება. უნდა შეიძინოთ დომენი (საიტის სახელი), ხოსტინგი (ინტერნეტ სივრცე, სადაც იქნება განთავსებული თქვენი საიტი). თუ საიტი განთავსებული იქნება უფასო ჰოსტინგზე, ასეთი საიტის ლეგალურად გაყიდვა შეუძლებელი იქნება. საიტები რომლებიც განთავსებულნი არიან უფასო ჰოსტინგზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ, ამიტომ მათი გაყიდვა ან ვერ ხერხდება, ან იყიდება ძალიან იაფად. ასეთი საიტები სერიოზული ინტერნეტ ბიზნესის საკეთებლად პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
გაყიდვისათვის შექმნილი საიტი აუცილებლად უნდა ინდექსირდებოდეს google-სა და იანდექსის საძიებო სისტემებში. ასეთი საიტებისათვის არ არის მნიშვნელოვანი მნახველთა რაოდენობა და პოპულარულობა. ბუნებრივია გაჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ვის სჭირდება ასეთი საიტი? საქმე იმაშია რომ, თუ თქვენ ხართ საიტის მფლობელი და გჭირდებათ მასზე ლინკების რაოდენობის გაზრდა, ანუ გაკეთდეს ისე,რომ თქვენს რესურსზე მისამართდებოდნენ სხვა რესურსები ინტერნეტიდან, არსებობს ორი მეთოდი. ან უნდა შეიძინოთ ლინკები სპეციალიზირებულ ონლაინ ბირჟებზე, ან შეიძინოთ საიტი და ხელოვნურად განათავსოთ მასზე სასურველი ლინკები (ლინკებით ვაჭრობა). სწორედ ამის გამო არის მოთხოვნა უკვე მზა და საძიებო სისტემებში ინდექსირებულ საიტებზე.
მზა საიტების შესყიდვით ასევე დაინტერესებულები არიან ისინი, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე არიან დაკავებული ინტერნეტში ფულის გამომუშავებით, რომლებმაც იციან როგორ გახადონ ერთი შეხედვით წამგებიანი საიტი, მოგების მომტანად. საიტებს ძირითადად ვებ მასტერები ყიდიან, რომლებსაც გააჩნიათ რამდენიმე ონლაინ პროექტი, თუ რომელიმეს ამ რესურსებიდან შემოაქვს ნაკლები შემოსავალი, მაგრამ მასზე იხარჯება დიდი დრო და ენერგია. ასეთი საიტის გაყიდვის შემთხვევაში, თანხა ხმარდება იმ პროექტის უფრო მეტად განვითარებას, რომელიც ყველაზე მეტად წარმატებულია.
საიტი თუ უკვე პოპულარულია, მასზე განთავსებულია რეკლამა და უკვე იძლევა გარკვეულ შემოსავალს ყოველთვიურად, რა თქმა უნდა ასეთი საიტი გაცილებით მაღალ ფასში გაიყიდება.
სანამ საიტს გაყიდდეთ იგი უნდა შეავსოთ უნიკალური სტატიებით პოპულარულ თემებზე. ამის გარეშე საძიებო სისტემები არ მისცემენ ინდექსაციას თქვენს ინტერნეტ რესურსს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, ან უბრალოდ დრო არ გაქვთ შექმნათ ასეთი ტიპის "კონტენტი", აქაც არსებობს გამოსავალი. შეგიძლიათ სტატიების შეძენა, სპეციალურ, მზა სტატიების ონლაინ ბირჟებზე. აგრეთვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სტატია "ფრილანსერებს". ეს არის ის მეთოდები რაშიც მოგიწევთ თანხის გადახდა, რაც გაზრდის დანახარჯებს. საუკეთესო მეთოდი კი გახლავთ, მოძებნოთ ინტერნეტში სასურველ თემაზე შექმნილი სტატია და დაწეროთ იგივე თქვენი სიტყვებით.
ისეთი საიტების მფლობელებმა, რომელთა რესურსიც მუშაობდა წლების განმავლობაში და გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდნენ ინტერნეტ მომხმარებელში, სანამ საიტს გაყიდიან უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პარამეტრები: გაანალიზონ მისი მუშაობის სტატისტიკა და იყვნენ მზად მოუთხრონ მყიდველს ამ სტატისტიკის შესახებ, რამდენი კაცი ათვალიერებს საშუალოდ საიტს ყოველდღიურად, რომელი სიტყვებით იძებნება საიტი საძიებო სისტემებში და ა.შ. თუ ასეთი სტატისტიკა თავიდანვე არ იყო მოცემული საიტზე და დაიდო იგი მხოლოდ გაყიდვის წინ, ეს მიზეზი საკმარისი იქნება იმისათვის , რომ გავლენა მოახდინოს გასაყიდ ფასზე.
ასევე უნდა გქონდეთ მზად დოკუმენტაცია საიტის მფლობელობის და მასში განთავსებული კონტენტის (საიტის შინაარსი) ორიგინალურობისა და უნიკალურობის შესახებ. ანუ უნდა იყოს დაცული ყველა საავტორო უფლება.
თუ საიტის მფლობელს სურს გაყიდოს მთლიანად საიტი, საიტის დასახელებითა და მისი შინაარსის ჩათვლით, და არა მხოლოდ საიტის დომენზე (საიტის სახელი) უფლებების გადაცემა, ასეთ შემთხვევაში ყველა ზემოთაღნიშნული პარამეტრი იურიდიულად უნდა იყოს დასაბუთებული. ასევე აუცილებლად უნდა მომზადდეს საიტის პასპორტი, რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი რას წარმოადგენს გასაყიდი საიტი, როდის იყო იგი დარეგისტრირებული, რა მახასიათებლები გააჩნია, ანუ ყველაფერი ის რაც დააინტერესებს პოტენციურ მყიდველს. საიტის პასპორტი პრაქტიკულად წარმოადგენს ,თქვენს კომერციულ განაცხადს. გაყიდვის შემთხვევაში მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ, გარკვეული პერიოდი, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება გაყიდული საიტის მუშაობაში, რათა კლიენტი ბოლომდე დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მუშაობს გამართულად.
ასევე ერთობლივი მუშაობის პერიოდში თქვენ უნდა აიღოთ ე. წ. კონსულტანტის ფუნქცია და გაარკვიოთ კლიენტი საიტის მუშაობის, ყველაზე მცირე დეტალშიც კი. ასევე უნდა გქონდეთ მოზადებული ინფორმაცია, ყველა იმ კოდის შესახებ, რომლებიც უშუალოდ ეხება აღნიშნულ რესურსს. ამ ყველაფრის მომზადებას სჭირდება რამდენიმე დღე ან კვირა. ხოლო საიტის გაყიდვის პროცესი, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.
საუკეთესო შემხვევად ჩაითვლება, თუ თავად კლიენტმა შემოგთავაზათ საიტის გაყიდვა. შემოგთავაზათ თანხა და ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაიბარა რესურსი, მაგრამ ასეთი რამ თითქმის არ ხდება და უმეტეს შემთხვევებში, გაყიდვის პროცესი დროში იჭიმება. ამიტომ საიტის გაყიდვა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ მის ფასი იწყება 1000$-დან. საიტის მფლობელი შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემების წინაშე, თუ რამე აღმოჩნდება იურიდიულად გაუმართავი. თავის დაზღვევის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად საიტის დომენის გადაფორმება აუცილებლად უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ახალმა მფლობელმა შეიძლება რესურსზე დადოს ნებისმიერი ინფორმაცია, და თუ დომენი თქვენს სახელზე დარჩება რეგისტრირებული, მაშინ იურიდიულად ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი იქნებით თქვენ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას , რომ ვინც გადაწყვეტს დაკავდეს საიტების ყიდვა გაყიდვით, ის აუცილებლად უნდა ერკვეოდეს არა მარტო ტექნიკურ, არამედ იურიდიულ საკითხებსა და ნიუანსებში.
როცა საიტი იქნება მზად,შევსებული გრაფიკული, ტექსტური და სასურველია ვიდეო კონტენტით, რესურსი უნდა იქნეს დაფიქსირებული google-ში და იანდექსში. google ამას ავტომატურად გააკეთებს სამ-ოთხ დღეში. იანდექსის შემთხვევაში კი, უნდა გააგზავნოთ მოთხოვნა რესურსის დაფიქსირების შესახებ და დაელოდოთ მას სამი-ოთხი კვირა.
თუ საიტი სარგებლობს პოპულარობით და გაჩნია ყოველდღიურ ვიზიტორთა გარკვეული რაოდენობა, ასეთი რესურსის ფასი შედარებით მაღალია. საიტის პოპულარიზაცია რომ არ დაგიჯდეთ ძვირი, გამოიყენეთ ყველა უფასო ინტერნეტ რესურსი მაქსიმალურად, უპირველეს ყოვლისა სოციალური ქსელები, რომლებითაც ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა სარგებლობს.ამის შემდეგ შეგიძლიათ საიტი გაყიდოთ.
როგორ და სად მოვძებნოთ პოტენციური მყიდველები. აქაც შეგვიძლია ონლაინ ბირჟების გამოყენება რომლებიც სპეციალიზირებულები არიან საიტებს გაყიდვაზე. ეს არის ის ადგილი სადაც ვებ-მასტერები ახდენენ მზა საიტების ყიდვა-გაყიდვას. ერთ-ერთი ასეთი ბირჟაა telderi.ru. აქ საიტების გაყიდვა ხდება აუქციონის წესით და ბირჟა თავად გამოდის გარანტორად იმისა, რათა არ მოხვდეთ აფერისტებისა და თაღლითების ხელში. კლიენტის მოძებნის შემთხვევაში, კლიენტი გადარიცხავს თანხას telderi-ის ანგარიშზე, თანხა იყინება მანამდე სანამ თქვენ არ გადაუფორმებთ კლიენტს საიტს, დომენს, ფაილებს. ამის შემდეგ telderi გადმორიცხავს აღნიშნულ თანხას თქვენს ანგარიშზე და ეს ყველაფერი ხდება სრულიად უფასოდ. კარგად შეისწავლეთ საიტზე მუშაობის წესები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ გასაყიდად თქვენი ონლაინ რესურსი.
მზა საიტს გაყიდით ფორუმების მეშვეობითაც. ქმნით თემას სეო ფორუმებზე, სადაც იკრიბებიან ვებ მასტერები და ის პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საიტების პოპულარიზაციით. თქვენს მიერ შექმნილ თემაში წერთ თქვენი საიტის შესახებ. აღწეთ, თუ რა თემაზეა შექმნილი, რამდენი წელი არსებობს, რა შემოსავლები მოაქვს და ა.შ. ამ თემის გარშემო იმართება აუქციონი, ანუ ხალხი დებს ფსონებს. თქვენ საქმეს იჭერთ იმ პიროვნებასთან, რომელიც ყველაზე მეტ თანხას შემოგთავაზებთ. მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ყველაფერი ხდება გარანტიის გარეშე. თუ თქვენ კლიენტს გადაუფორმებთ საიტს, დომენს, ფაილებს, ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას რომ, თანხას გადმორიცხავს თქვენს ანგარიშზე. რომ არ გაებათ თაღლითების მახეში, საჭიროა დაიზღვიოთ თავი და შექმნათ გარანტია რაიმე ფორმით, სანამ საიტს ვინმეს გადასცემთ.