4/07/2020

ვებ-საიტების მონეტიზაცია მაინინგით


ვებ-საიტების საშუალებით მაინინგი თავდაპირველად ექსპერიმენტის სახით იქნა გამოყენებული დიდი ტრაფიკის მქონე ვებ-გვერდების მიერ, თუმცა ეხლა ამ მოვლენამ შეუქცევადი სახე მიიღო და ვირუსივით ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში.
მაშ რა არის ვებ-მაინინგის არსი? - საქმე იმაშია, რომ საიტში ან ბლოგში ჩასმულია სპეციალური სკრიპტი (კოდი) და ჩვეულებრივი მომხმარებლების საიტზე თუ ბლოგზე ვიზიტის დროს, მათი მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერის, ნოუთბუქის, პლანშეტის, სმარტფონის) პროცესორების დატვირთვის ხარჯზე - საიტის მფლობელებს ერიცხებათ გარკვეული კრიპტოვალუტა.
ყველაზე ხშირად ეს კრიპტოვალუტა არის Monero (XMR), თუმცა ვებ მაინინგი უკვე მუშაობს სხვა კრიპტოვალუტაზეც - Feathercoin, Litecoin, JSE და სხვა.
ზოგადად, როგორც საიტის მონეტიზაციის საშუალება ვებ მაინინგი არ არის ცუდი იდეა და ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა საიტები და ბლოგები ამ გზით პატიოსნად მიიღებენ შემოსავლებს, თუმცა ამჟამად ამ ყველაფერს ძალიან ქაოსური სახე აქვს და ძირითადად ხდება დაფარულად, მომხმარებლების ნების გაუთვალისწინებლად, რაც არაეთიკურია და მათი უფლებების შელახვაა.
ხშირია შემთხვევები, როცა არათუ მომხმარებლის ნების გაუთვალისწინებლად, არამედ ვებ-საიტების და ბლოგების მფლობელები არ არიან აზრზე, რომ მათი რესურსის კოდში ჩასმულია ამგვარი სკრიპტი, დარეგულირებულია უშეღავათოდ (პროცესორის 100%-იანი დატვირთვა) და მიმდინარეობს მაინინგი მომხმარებლის და საიტის ხარჯზე, ხოლო მოგება მიდის მასთან ვინც ეს სკრიპტი გარკვეული საშუალებებით იქ მოახვედრა.
ამის თვალსაჩინო მაგალითია თავად ეს საიტი - https://www.allinteres.com სადაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში რესურსის მფლობელები და სამწუხაროდ ტექნიკური პერსონალი საქმის კურსში არ იყვნენ - თუ რა ხდებოდა საიტზე.
ამ მასალის შექმნაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რათა სხვა რესურების მფლობებლები და მომხმარებლები დაცული იყვნენ ამგვარი ფაქტებისგან. ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა სკრიპტის აღმოჩენა, რაც ძალიან მარტივია, რადგან საიტის კოდში რთული არ არის იპოვოთ ამგვარი კოდი:
 майнинг / Best Bitcoin Paying Sites for 2020 / Crypto Blog / Mining / მაინინგი / Майнинг 2020 / Mining 2020 / მაინინგი 2020
რაც შეეხება მომხმარებლის თავდაცვას, ამის შესახებ წაიკითხავთ ოდნავ ქვემოთ.
მაინც რა თანხის გამომუშავება შეიძლება საკუთარი საიტის საშუალებით? ამის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციაა, თუმცა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარი საიტი ან ბლოგი აქვს და აინტერესებს რა შემოსავალი შეიძლება მისცეს ამგვარმა მონეტიზაციამ, შეუძლია ექსპერიმენტის სახით გარკვეული ხნის განმავლობაში (მაგალითად ერთ თვით) განათავსოს ამგვარი სკრიპტი საკუთარ საიტზე ან ბლოგზე.
გაითვალისწინეთ! - ნუ ჩასვამთ სკრიპტს საკუთარ საიტზე ან ბლოგზე მომხმარებლისგან დაფარულად. ამით თქვენ პატივს არ სცემთ მის უფლებებს - ჰქონდეს ინფორმაცია, რომ საკუთარი მოწყობილობის პროცესორი ან ვიდეობარათი არის დამატებითი დატვირთვის ქვეშ.
სერვისის კოდი ითვალისწინებს ამგვარ გაფრთხილებას, რომელიც ამოცურდება საიტზე შესვლის დროს (ან სხვა სახით) და ამცნობს მომხმარებელს, რომ საიტი (ან ბლოგი) იყენებს მისი კომპიუტერის სიმძლავრეს და სთავაზობს მას აირჩიოს - მისცეს სკრიპტს ამის საშუალება თუ გათიშოს მაინინგი.
ერთი სიტყვით, მომხმარებელს ეძლევა არჩევნის უფლება - დართოს ნება სკრიპტს გამოიყენოს მისი მოწყობილობის რესურსი, თუ არ მისცეს ამის საშუალება.
სავარაუდოდ, თუ საიტი კეთილსინდისიერია, გამოირჩევა კარგი კონტენტით და იმსახურებს მომხმარებლის სიმპატიას, იგი დართავს მას ნებას გამოყენებული იქნას საკუთარი მოწყობილობის რესურსის ნაწილი (მაგალითად არა 100%-იანი, არამედ 20-30 ან მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვა).
მაგრამ, თუ საიტს არა აქვს კარგი რეპუტაცია, არ სარგებლობს სიმპატიით, ან უბრალოდ მომხმარებლის მოწყობილობას აქვს ისედაც მწირი რესურსი, რომელიც ვერ გაუძლებს დამატებით დატვირთვას (სუსტი კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი), იგი დააჭერს ღილაკს და გათიშავს მაინინგს, რაც ასევე მისი უფლებაა.
თავდაცვა - საიტზე ჩაშენებულ ყოველგვარ კრიპტოვალუტის მაინერს, რომელიც მომხმარებლისგან ფარულად ახორციელებს მაინინგს, შესანიშნავად უმკლავდება  AdBlock-ის გარკვეული გაფართოებები, თუმცა ყველაზე კარგად ამას აკეთებს Google Chrome და Mozilla Firefox - ის მარტივი გაფართოება No Coin და minerBlock რომელებიც მაშინვე ბლოკავენ ამგვარ სკრიპტებსა და კოდებს.
სერვისები, რომლის საშუალებითაც შესაძებელია ვებ-მაინინგი უამრავია, თუმცა აქ მოყვანილია ამ საქმის პიონერი და ყველაზე ცნობილი რესურსები: