რა არის ქეშბექი და როგორ შეიძლება მისი მეშვეობით თანხის დაზოგვა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ ქეშბექის გვერდზე, შესაბამისად თუ ჩვენს საიტზე პირველად მოხვდით და პირდაპირ ამ გვერდზე აღმოჩნდით, სასურველია გადახედოთ ქეშბექის გვერდს რომ უფრო მარტივად გაერკვეთ რა ხდება აქ.
ამ გვერდზე შემოგთავაზებთ იმ საიტებს, რომლებიც გვთავაზობენ ქეშბექსერვისებს, მათ მისამართებს, აღწერას, რეიტინგებს. შეძლებისდაგვარად გვერდი იქნება დინამიურად განახლებადი.
1. ePN Cashback - საიტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო aliexpress-იდან ქეშბექ-სერვისზე, მაგრამ ახლა თანამშრომლობს რამდენიმე ასეულ ონლაინ მაღაზიასთან. ePN Cashback-ის ძირითად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ალიექსპრესზე საკმაოდ მაღალი ქეშბექის პროცენტი 4%-დან 90%-მდე (ტელეფონებზე 2%), რომელიც შეიძლება გაიზარდოს პრომოკოდების საშუალებით. აღნიშნული საიტის უპირატესობად ასევე შეიძლება ჩაითვალოს პლაგინების არსებობა ფაქტიურად ყველა პოპულარული ბრაუზერისთვის. თუმცა აქვე შეიძლება ითქვას რომ, პლაგინის დაყენება არც არის აუცილებელი, შესაძლებელია ქეშბექ-სერვისის საიტიდან პირდაპირ გადასხვა სასურველ ონლაინ მაღაზიაში დიდ წითელ ღილაკზე დაჭერით. მაგრამ მაინც - პლაგინით უფრო მოსახერხებელია. ქეშბექი ჩარიცხვის შემთხვევაში გროვდება მომხმარებლის ბალანსზე, შემდეგ კი მისი გამოტანის რამდენიმე გზა არსებობს: paypal, QIWI, Yandex Money, Visa/Mastercard და სხვა. ჩარიცხვა ხდება მოთხოვნის დღეს, დასვენების დღეების გარდა. თანის გამოტანა შესაძლებელია 0.2$-დან (Visa/Mastercard - 9$-დან).
რეგისტრაციის ლინკი - ePN Cashback
2. LetyShops - ერთ-ერთი აქტიური და მუშა სერვისი, თანხის ეკონომიის და ქეშბექის საშუალებას იძლევა ათასამდე ონლაინ მაღაზიაში. გულმავიწყი შოპინგის მოყვარულებისთვის საიტმა შექმნა პლაგინები ყველა აქტუალური ბრაუზერისთვის, რომელიც მაღაზიის საიტზე შევლისას ავტომატურად ახსენებს მომხმარებელს რომ, ამ საიტიდან შესაძლებელია ქეშბექის მიღება. უნდა ითქვას რომ, საიტზე რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში ბონუსის სახით ქეშბექს +30% ემატება. ქეშბექის ასახვა კაბინეტში ხდება შეძენიდან მაქსიმუმ 48 საათში, ხოლო დარიცხვა შენაძენის მიღების დადასტურებიდან ფაქტიურად მომენტალურად, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. გამოსატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 20 ლარს (500 რუბლს). გამოტანა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათებზე, ასევე შემდეგ სერვისებზე.Web Money, Yandex Money, QIWI, PayPal
LetyShops-ს აქვს აფილეიტის პროგრამა, რომლის მოქმედების პრინციპია: მოიწვიე, დარეგისტრირდა, შეიძინა, მიიღო ქეშბექი და შესაბამისად აქედან შენც მიიღე 15% პროცენტი, რა თქმა უნდა ყველა შენაძენიდან და არა ერთჯერადად.
გიბრუნებს პირდაპირ თანხას Paypal ანგარიშზე ან გიგროვებს Ebates ანგარიშზე და აგზავნის ჩეკს თქვენს მისამართზე რომელიც ნებისმიერ ბანკში ქეშდება.