4/07/2020

ტომ ჰოლანდმა და ჯეიკ ჯილენჰოლმა ახალი ფლეშმობი წამოიწყეს


ბრიტანელმა მსახიობმა, ადამიანი-ობობის როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა თვითიზოლაციაში ყოფნისას ახალი ფლეშმობი წამოიწყო. მსახიობმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კედელთან, ხელებზე დგას და მაისურს იცვამს. ჰოლანდმა ფლეშმობში კოლეგები, ჯეიკ ჯილენჰოლი და რაიან რეინოლდსი გამოიწვია.

ჯეიკ ჯილენჰოლმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა.

რაც შეეხება რეინოლდსს, მან ესტაფეტის მიღებაზე უარი თქვა.