1/29/2020

28 წლის ქართველი მორაგბე საფრანგეთში, ავტოავარიაში დაიღუპა


28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა, რა დროსაც ფრანგული მედიის ცნობით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.