1/29/2020

ბერი გაბრიელი ბოლო ჟამის შესახებ: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."

გაბ­რი­ელ ბერი ამ­ბობ­და ხოლ­მე: "ახლა უკვე ბოლო ჟა­მია! რო­გორც გამ­ზა­დე­ბულ სა­დილს სჭირ­დე­ბა წა­მო­სა­დუ­ღებ­ლად მცი­რე დრო, ისეა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი..." მამა გაბ­რი­ელს თა­ვი­სი მრევ­ლის­თვის ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ბაც უჩ­ვე­ნე­ბია - და­ბა­დე­ბუ­ლი­საც და გაზ­რდი­ლი­საც, რო­მელ­საც უკვე თაყ­ვან­საც სცემ­დნენ. ამ­ბობ­და: "რა არ ვე­ცა­დე, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ამოვხსე­ნი მისი სა­ხე­ლი. ღვთის წყა­ლო­ბით, უფ­ლის ან­გე­ლო­სი ვი­ხი­ლე, გა­მო­მე­ცხა­და და მი­თხრა: ვერა კაცი ვერ ამოხ­სნის ამ სა­ი­დუმ­ლოს. მოდი, გაბ­რი­ელ, მე და­გი­წერ მის სა­ხელს. და მა­უ­წყა უფ­ლის ან­გე­ლოს­მა მისი სა­ხე­ლი... ეს კი თქვენ არ გე­ხე­ბათ - კაც­თათ­ვის ჯერ და­ფა­რუ­ლია! ...იმის­თვის მო­დის, ვინც ელო­დე­ბა. ნიშ­ნის მი­ღე­ბი­სას ძა­ლა­საც არ გა­მო­ი­ყე­ნებს ადა­მი­ან­თა მი­მართ - ყო­ვე­ლი­ვე ნე­ბით იქ­ნე­ბა და აღ­სა­რე­ბა აღარ უშ­ვე­ლის! გაფრ­თხილ­დით, ისე­თი დრო მო­დის, მი­წას შე­ჭამთ! წმი­და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ენუ­ქი­სა და ელი­ას ბრძო­ლას ან­ტიქ­რის­ტეს­თან ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დას­ცე­მენ. ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი ათო­ნის მთის და­ტო­ვე­ბას რომ და­ა­პი­რებს, ზა­რე­ბის რეკ­ვა ატყდე­ბა. ტაძ­რე­ბი ხი­ლუ­ლად მო­იხ­რე­ბი­ან ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის გა­სა­ცი­ლებ­ლად და ყვე­ლა­ფერს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დას­ცე­მენ. ეს იქ­ნე­ბა ღვთის დიდი წყა­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ მსოფ­ლი­ომ ნა­ხოს და გა­და­სარ­ჩე­ნი სუ­ლე­ბი აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში... ან­ტიქ­რის­ტეს დროს ბო­როტს 666 მახე ექ­ნე­ბა და­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მახე ის იქ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ხსნას კოს­მო­სი­დან და­ე­ლო­დე­ბა, ეგო­ნე­ბათ, იქი­დან მო­ევ­ლი­ნე­ბი­ან მხსნე­ლე­ბი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იქ­ნე­ბა სა­ხეც­ვლი­ლი ბო­რო­ტე­ბის კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ან­ტიქ­რის­ტეს დროს გა­ჭირ­ვე­ბა იქ­ნე­ბა, საჭ­მელს თუ მო­ი­პა­რავ, ათი მცნე­ბა ირ­ღვე­ვა და ვინც ამის მოქ­მე­დია, მის ბე­ჭედს მი­ი­ღებს. მორ­წმუ­ნე ღმერ­თის იმე­დად იქ­ნე­ბა და ბოლო ჟამს უფა­ლი ისეთ სას­წა­უ­ლებს მო­უვ­ლენს თა­ვის ხალ­ხს, რომ ერთი ფოთ­ლის შეჭ­მაც კი ერთ თვეს ეყო­ფათ. მი­წაც ხომ არ და­ლე­უ­ლა? გა­და­სა­ხავ ჯვარს და პუ­რად შე­გერ­გე­ბა..."
დედა პა­რას­კე­ვას უკი­თხავს: მამა გაბ­რი­ელ, ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ბაო? - ყვე­ლა ვერა, შვი­ლო, მხო­ლოდ ის, ვინც თა­ვად ისურ­ვებს ამას.