1/29/2020

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება


დედაქალაქის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საკრებულო აპირებს იმსჯელოს იმ კონკრეტულ ადგილებზე, რომლებსაც მეორადი საბურავების აკრძალვა შეეხებათ.
კითხვაზე: შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობის ტერიტორიას, ხმალაძემ განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი, ან ორი კვირის განმავლობაში გააცნობენ საზოგადოებას მერიის პოზიციას.
"კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის", – განაცხადა ხმალაძემ.