საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით იტალიური "ნაპოლი" ინტერესდება.
ამის შესახებ ინფორმაციას todofichajes ავრცელებს და წერენ, რომ "ნაპოლი" უკვე იწყებს ხოსე კალეხონის შემცვლელის ძიებას, რომელმაც უარი განაცხადა ნეაპოლიტანურ კლუბთან ახალ ხელშეკრულების გაფორმებაზე.
"იტალიური ნაპოლი ხოსე კალეხონის პირველ შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავს. იგი ბელგიური გენტის და საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი ლიდერია. ჩაკვეტაძე მხოლოდ 20 წლისაა", – წერს todofichajes.
გამოცემა გვაუწყებს, რომ "ნაპოლიმ" უკვე დაიწყო მოლაპარაკება "გენტთან" ჩაკვეტაძის ტრანსფერის თაობაზე. ბელგიური კლუბი ქართველს 25 მილიონად აფასებს.
გიორგი ჩაკვეტაძეს 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი მუხლის ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გაუცდა. ქართველმა ბოლოს 21 აპრილს ითამაშა და შემდეგ მუხლის ოპერაცია გაიკეთა – "გენტის" მწვრთნელის, იეს თორუპის განცხადებით, გიორგი მოედანს 2020 წლის იანვარში დაუბრუნდება.