3/05/2012

Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კორპორაცია გახდა

 ბაზრის მთელის ისტორიის განმავლობაში აღნიშნული ნიშნული მხოლოდ ექვსმა ამერიკულმა  კომპანიამ  შეძლო გადაელახა.  2007 წელს ნავთობის გიგანტი Exxon-ის აქციების ღირებულება 500 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. 2000 წელს, Microsoft -მა მხოლოდ მცირე ხნით შეძლო ყველაზე ძვირადღირებული კორპორაციის (600 მილიარდი დოლარი) სტატუსი  შეენარჩუნებინა. იქამდე, ძვირადღირებული კორპორაციების რიგებში Cisco Systems, Intel და General Electric მოხვდნენ.
ახლა Apple– 90 მილიარდი დოლარით ძვირი ღირს, ვიდრე ExxonMobil–. ბოლო 10 წლის განმავლობაში Apple–ის ღირებულება 46–ჯერ გაიზარდა. ამასთან, კომპანიამ რეზერვების უზარმაზარი მოცულობები დააგროვა, რომლებიც დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ კვირაში Appleის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომღრმად დაფიქრდა" იმაზე, თუ რაში დახარჯოს ეს ფული.