6/30/2011

ცხელი მოდა...



გარეთ ძალიან ცხელა, იმდენად ცხელა, რომ არ მსიამოვნებს.  შუა დღეს ქუჩაში ყოფნას, სახლში ყოფნა მირჩევნია. ვარ სიგრილეში, გემრიელ ნაყინს მივირთმევ და ინტერნეტში ათას საინტერესო რამეს ვათვალიერებ. მათ შორის ქუჩის მოდისკენაც გამირბის თვალი … არ დამვიწყებია, რომ საზღვარგარეთ ამ მხრივ უფრო “ჭრელები” არიან. ჩვენი აქსესუარები შედარებით “ღარიბია”, ფერები კი მოსაწყენი. სტოკჰოლმის ქუჩის მოდაზე დაკვირვებისას, ერთი რამ შევნიშნე. ამ ქალაქის მცხოვრებლები ფერებს თითქმის არ აქცევენ ყრუადღებას. ფერთა შეხამება მათთვის არაა მნიშვნელოვანი, ან წითელისა და მწვანის კონრასტი იგივეა, რაც ჩვენთან თეთრი და შავი, ანუ უხდება ! თუ ჩვენ, ყავისფერ კაბასთან, მხოლოდ იგივე ტონალობის ქსესუარებს გავიკეთებთ, სტოკჰოლმში ქალები და არამარტო, თამამად ხმარობენ მწვანე, ლურჯი და ყველა ფერის აქსესუარებს.

მოკლედ, ჩვენ შორის განსხვავებებზე რომ არ ვილაპარაკო ბევრი, დაათვალიერეთ როგორია ქუჩის მოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და თქვენით გამოიტანეთ დასკვნები











Комментариев нет: