დღეს, როცა ვიჯექი და ბლოგისთვის რაღაც ფოტოებს ვარჩევდი, თვალები ამიჭრელდა და ვეღარ გამერკვია, მაინც რაზე ვწერდი პოსტს, უცებ მივხვდი, რომ მწვანე არის სიცოცხლის ფერი! და მივხვდი, რა თემაზე იქნებოდა პოსტი.
მწვანე პირველ რიგში, გაზაფხულის ფერია. გაზაფხულზე, თავის მხრივ, ყველა მცენარე თავიდან იწყებს სიცოცხლეს. და რაში გამოიხატება ეს?
დიახ, გამწვანებაში!
ჰოდა ახლა, როცა ზოგი საქმისგან არის გადაღლილი, ზოგი უსაქმურობისგან და ორივე ერთად – ურბანული წვრილმანებისგან, ურიგო არ იქნებოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც სიმწვანე და სიმშვიდეა.
1 комментарий:
საინტერესოა :))
Отправить комментарий