6/30/2011

გამოკითხული რესპოდენტების 49 % სასტუმროდან შამპუნსა და საპონს იპარავს


ავიაბილეთების საძიებო სისტემა " Skyscanner"-მა გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი ნივთები მიაქვთ ტურისტებს სასტუმროდან. ანონიმური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ტურისტებს სასტუმროდან ყველაზე მეტად გააქვთ შამპუნი, პირსახოცები და ჩუსტები.გამოკითხული რესპოდენტების 49 % აცხადებს, რომ სასტუმროდან იპარავს შამპუნსა და საპონს, 13 %-ი პირსახოცს ხოლო გამოკითხული ტურისტების 10 %-ს სასტუმროდან ჩუსტები მიაქვს. გამოკითხულთა 6 %-ს კი თან საფერფლე, 5 %-ს თეთრი ხალათი, ხოლო 2 %-ს კი თეთრეული მიაქვს.აღსანიშნავია, რომ ტურისტებმა სასტუმროს "სუვენირებად" დაასახელეს ტელევიზორი და


ბალიში (2%), ხოლო პულტის ბატარეები და კედელზე ჩამოკიდებული სურათი კი 1 %-მა. გამოკითხული ტურისტების 1 %-მა განაცხადა, რომ სასტუმროდან მათთვის მისაღებია სკამისა და საწოლის წაღება, ხოლო ერთ-ერთმა რესპოდენტმა ისიც აღიარა, რომ სასტუმროდან წყლის გამათბობელი წაიღო.

Комментариев нет: