6/13/2020

იაპონიაში გამოაცხადეს ოლიმპიადის ჩატერების პირობები



იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ დაასახელა პირობა, რომლის თანახმად 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში ჩატარდება შემდეგ ზაფხულს.

მისი თქმით, შეჯიბრი ჩატარდება მხოლოდ კოროვირუსულ პანდემიაზე გამარჯვების შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებლები და სპორტსმენები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ.

აბემ დაამატა, რომ წამლებისა და კორონავირუსის ვაქცინის გამოგონება ხელს შეუწყობს თამაშების ორგანიზებას. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარდეს, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადადეს . ოლიმპიადის დაწყების გადადების იდეა იაპონიის მთავრობას ეკუთვნის.

26 მარტს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ორგამიზატორებს ოლიმპიადის გადატანა 2,7 მილიარდი დოლარი უჯდებათ.