პანდემიის დროს “ფეისბუკი” წარმატებით ნერგავს სიახლეებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე მომხმარებლისთვის მისაწვდომი იქნება ახალი მომსახურება ” მესინჯერ რუმი” (Messenger room).
ეს აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჯგუფური ვიდეოზარი განახორციელოს და ამ დროს საუბარში 50-ადამიანამდე შეიკრიბოს.
ეს აპლიკაცია მისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის ნებისმიერი ბრაუზერიდან და აქვს დაბლოკვის ფუნქცია, რათა მასპინძელმა მართოს მოწვეული თანამოსაუბრების რაოდენობა.
აპლიკაცია რამდენიმე დღეში ამოქმედდება.