4/20/2020

Covid -19

რა ზომებს იღებენ ონლაინ პლატფორმები მომხმარებლების სასიკეთოდ

covid -19 ვირუსის გავრცელებამ მოთხოვნა აქტიურად წარმოქმნა ისეთ პროდუქტზე, რომლებზეც საჭიროება აქამდე არ იყო.

ძირითადად ეს არის პირბადეები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები. ოფლაინ მაღაზიებში მარაგები სწრაფად ამოიწურა. ონლაინ პლატფორმებზე კი მომრავლდა არაკეთილსინდისიერი გამყიდველები, რომლებმაც პროდუქტების გაასმაგებული ფასნამატით გაყიდვა დაიწყეს. გაჩნდა ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც მომხმარებელს ვირუსისაგან დაცვასა და განკურნებას ჰპირდებოდა. ამ ყველაფერმა იმდენად მასიური ხასიათი მიიღო, რომ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს სპეციალური ღონისძიებების გატარება უწევთ ყოველ დღე.

ფეისბუქი

ფეისბუქმა თავდაპირველად აკრძალა ისეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც მომხმარებელს ვირუსისგან განკურნებას ჰპირდება. შემდეგ უკვე კონკრეტულად პირბადეების რეკლამის დაბლოკვაც დაიწყო. ეს არის სოციალური პლატფორმის მცდელობა, რომ უსამართლო ფასებისგან დაიცვას მომხმარებელი.

“პირბადეების მარაგები მცირეა, მოთხოვნა დიდი. ასეთ დროს ჩვენ ამ ფაქტის კომერციულად გამოყენების წინააღმდეგი ვართ”. – განაცხადა ფეისბუქის წარმომადგენელმა Adam Mosseri – მ.

პირბადეების რეკლამის აკრძალვით ფეისბუქი ასევე ცდილობს, ხელი შეუწყობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას. პირბადეები აუცილებელია მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის. ის არ იცავს ჯანმრთელ ადამიანს ვირუსის გადადებისგან.

ამაზონი

ამაზონმა საიტიდან წაშალა 530 000 პროდუქტი, რომელთა ფასიც იყო ხელოვნურად მომატებული. ასევე ეჭქვეშ დააყენა 2 500 გამყიდველის ანგარიში. ამაზონის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მუდმივად აკვირდება ფასებს კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პროდუქციაზე. ფასების შედარება ხდება არა მხოლოდ ამაზონის პლატფორმის ძველ ფასებთან, არამედ ზოგადად ბაზარზე. ამაზონი ხელოვნურად მომატებული ფასების აღმოჩენის შემთხვევაში ბლოკავს როგორც პროდუქტს, ასევე გამყიდველს. პროგრამულად კონტროლის გარდა, ამაზე მუშაობს გუნდი, რომელიც 24 სთ-იან რეჟიმში ახორციელებს ფასების მონიტორინგს.

ამაზონმა საიტიდან წაშალა 1 მლნ-ზე მეტი პროდუქტი, რომელიც მომხარებელს შეგნებულად აწვდიდა ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, ზოგი არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ქივორდებით “N95 პირბადე” და “კორონა ვირუსის პირბადე” მარკეტინგულად ფუთავდა ისეთ პირბადეებს, რომლებსაც რეალურად არ ჰქონდა ეს ფუნქცია. (N 95 პირბადე – სპეციალური რესპირატორირომელიც არ ატარებს მცირე ნაწილაკებს).

იბეი

ამაზონის გარდა, იბეიმაც აკძალა N95 და N100 პირბადეების, ხელის სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვა.

გუგლი, იუთუბი და ტვიტერი

როცა მომხმარებელი ცდილობს კორონა ვირუსთან დაკვშირებით მოძებნოს ინფორმაცია, ეს პლატფორმები უპირატესობას სანდო წყაროების მიერ მოწოდებულ კონტენტს ანიჭებს.

მაგალითად, თუ გუგლში ავკრეფთ COVID-19 – ს, გამოჩნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისმიერ მოწოდებული სპეციალური ინფორმაცია.

იუთუბზე ვიდეოს ძიების დროსას კი უპირატესობა მიენიჭება იმ ვიდეოებს, რომლებიც ავტორიტეტული წყაროებიდანაა.