4/20/2020

ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერის ძირითადი ტერმინები

ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერის ძირითადი ტერმინები ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი და პრაქტიკაში დამკვიდრებული „ბაზვორდებია“. თუმცა, თავიდან როდესაც ამ ყველაფერში გარკვევას ვცდილობთ, CPC, CTR, DPA და მსგავსი ტერმინები შეიძლება გაუგებრად და დამაბნევლად მოგვეჩვენოს.
ამ ტერმინებისთვის ზუსტი ქართული  შესატყვისების მოძებნა რთულია. მთავარია, შინაარსობრივად გვესმოდეს მათი მნიშვნელობა.

ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერის სტრუქტურა


სარეკლამო მენეჯერის სტრუქტურა

Campaign – ეს არის პირველი ზედა რგოლი, საიდანაც იწყება რეკლამის შექმნაზე მუშაობა. კამპანიის ეტაპზე ხდება სარეკლამო მიზნის განსაზღვრა. ვირჩევთ იმ მიზანს, რისი მიღწევაც გვსურს რეკლამით: ცნობადობა, გვერდის მოწონება, საიტზე ვიზიტორების რიცხვის გაზრდა, კონვერსია, ა.შ.
As set – კამპანიის შერჩევის შემდეგ გადავდივართ ad set – ის საფეხურზე. ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი სარეკლამო პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა ბიუჯეტი, ხანგრძლივობა, სამიზნე აუდიტორია, განთავსების არხები და სხვ.
Ad – ყველაზე ბოლო მესამე ეტაპია უშუალოდ რეკლამის ვიზუალის და ფორმატის შერჩევა. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, ფოტო, კარუსელი, instant experience, ა.შ.
CBO – Campaign Budget Optimization თუ კამპანიის შექმნისას დასაწყისში მოვნიშნავთ ამ პუნქტს, კამპანიის ერთიანი ბიუჯეტი ოპტიმალურად გადანაწილდება მის შემადგენელ ad set – ებზე. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება კამპანიის და არა Ad Set – ების დროს.


ძირითადი ტერმინები

  • Impressions – რეკლამის ჩვენების რაოდენობა.
  • CPM – Cost Per 1000 Impressions გულისხმობს ერთი და იგივე რეკლამის ათასჯერ ჩვენების ღირებულებას.
  • Reach – ეს არის უნიკალური მომხმარებლების რიცხვი, რომელმაც მინიმუმ ერთხელ მაინც ნახეს კონკრეტული რეკლამა. Reach ყოველთვის ნაკლებია ვიდრე Impressions.
  • Frequency – რეკლამის ნახვის სიხშირე. ერთმა მომხმარებელმა შეიძლება რამდენჯერმე ნახოს ერთი და იგივე რეკლამა. სიხშირის კონტროლი მნიშვნელოვანია. Frequency Cap სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს.
  • Engagement – გვერდზე, პოსტსა თუ რეკლამაზე მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება (კომენტარი, კლიკი, მოწონება…)
  • Landing Page – ეს არის გვერდი, სადაც მომხმარებელი რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ გადადის. ლენდინგ ფეიჯი აუცილებლად უნდა იყოს სარეკლამო პოსტზე მოცემული ინფორმაციის შესაფერისი.
  • Facebook Pixel – ეს არის კოდი, რომლის საიტზე ინტეგრაციის შემდეგაც შეგვიძლია მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებების ტრეკინგი. ამის შემდეგ კი რემარკეტინგი.
  • Placement – მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ფეისბუქზე რეკლამა ნიუსფიდთან ასოცირდება. ფეისბუქის მარკეტინგულ პლატფორმაში ასევე შედის მესენჯერი, ინსტაგრამი, პარტნიორი საიტების ქსელი (Audience Network)… რეკლამის გაშვებისას ფეისბუქი ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით ავტომატურ განთავსებას გვირჩევს. , თუმც, ასაჭიროებიდან გამომდინარე შეგვიძლია ამის ხელით დარეგულირება. მაგ.: გავუშვათ რეკლამა მხოლოდ დესკტოპზე და არა მობილურზე. ავირჩიოთ ყველა ფლეისმენთი, გარდა ინსტაგრამისა და სხვ.
  • Boost – ფეისბუქის პოსტის გასწვრივ boost – ის ღილაკით მარტივად შეგვიძლია ერთი დაკლიკებით რეკლამის გაშვება.
  • Clicks (all) – კლიკების რაოდენობა რეკლამაზე. ეს გულისხმობს ნებისმიერი სახის კლიკს: პოსტში მოცემულ ბმულზე, გვერდზე, ფოტოზე დაკლიკებას, კომენტარს, მოწონებას თუ გაზიარებას.
  • CPC (all) – Cost Per Click. 1 კლიკის ღირებულება. კლიკში აქაც იგულისხმება ნებისმიერი ინტერაქცია რეკლამასთან.

აუდიტორიები

Audience – აუდიტორია არის ტარგეტირების დროს ჩვენს მიერ არჩეული მომხმარებელთა ჯგუფი, რომელმაც გვინდა, რომ ნახოს რეკლამა. შეგვიძლია როგორც ახალი აუდიტორიის შექმნა, ასევე უკვე შექმნილი ე.წ. Saved Audience – ის გამოყენება.
Custom Audience – ეს არის აუდიტორია, რომლის შექმნაც შეგვიძლია ჩვენთვის საჭირო პარამეტრებიდან გამომდინარე. მაგალითად, გავაკეთოთ საიტის ვიზიტორების აუდიტორია, რომლებმაც დაათვალიერეს ერთი კონკრეტული გვერდი. გავაკეთოთ იმ მომხმარებლების აუდიტორია, რომლებმაც უყურეს ჩვენს გვერდზე დადებულ კონკრეტულ ვიდეოს, ა.შ.
Lookalike Audience – მსგავსი აუდიტორია. ფეისბუქი საშუალებას გვაძლევს 1-10% – იანი სიზუსტით მოვძებნოთ უკვე არსებული მომხმარებლების მსგავსი აუდიტორია.
CTR – Click Through Rate. რეკლამის ჩვენების პროცენტული შეფარდება კლიკებთან.


Conversions – კონვერსია გულისხმობს მომხმარებლის მიერ ჩვენთვის სასურველი მოქმედების განხორციელებას. ეს შეიძლება იყოს ნივთის ყიდვა, კალათაში დამატება, ვიზიტის დაჯავშნა და სხვ.
CVR – Conversion Rate. კონვერსიების შეფარდება კლიკებთან.
Website Conversion Value – რეკლამის შედეგად მომხმარებლის მიერ საიტზე განხორციელებული შესყიდვების მოცულობა თანხობრივად.
DPA – Dynamic Product Ads. ფეისბუქის დინამიური რეკლამა, რომელიც ანახებს მომხმარებელს იმ პროდუქტებს, რომლებიც დაათვალიერა ან ჩააგდო კალათაში. ამისთვის საჭიროა პიქსელის ინტეგრაცია და პროდუქციის კატალოგის ატვირთვა.
ROAS – Return On Ad Spend. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომლითაც სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა განისაზღვრება.
რეკლამის შედეგად მიღებული შემოსავლის სარეკლამო დანახარჯზე გაყოფით ვიღებთ ROAS.
თუ პროდუქციის რეკლამაში პირობითად დავხარჯეთ 100 ლარი და ამას მოჰყვა 800 ლარის გაყიდვები საიტზე, ROAS = 8 – ს ( 800/100).
ეს მხოლოდ მინიმალური ჩამონათვალია ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერის ძირითიდი ტერმინების. სრულად სარეკლამო მენეჯერის ტერმინები შეგვიძლია ვნახოთ Glossary Of Ad Terms – ის გვერდზე.