რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი თბილისში 14-15 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის მიერ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში სტუმრად ჩამოსვლამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და სიტყვა “სინდისის” არსებობას ახსენებს მათ.
” ვფიქრობ, თუ ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის იმ ინციდენტის გამო, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებით მოხდა, ასეთი რამ შესაძლებელია” – განაცხადა ტოლსტოიმ