1/28/2020

ტოპ-6 ფრაზა, რომლებიც კლავენ გაყიდვებს


1. მე გაწუხებთ.... 
თავად სიტყვა «გაწუხებთ» ნიშნავს - «უხერხულობას გიქმნით». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: «მე თქვენ გირეკავთ იმისათვის, რომ უხერხულობა შეგიქმნათ». ამ გზით თავიდანვე წამგებიან პოზიციაში აყენებთ საკუთარ თავს. ეს სიტყვა უნდა შეიცვალოს სხვა, პოზიტიური სიტყვით. 

2. ამან შეიძლება დაგაინტერესოთ…
შეიძლება არც დააინტერესოს. შეიძლება საერთოდ არ სჭირდება ეს ყველაფერი ადამიანს. ერთხელ და სამუდამომდ უნდა გავთავისუფლდეთ ამ სიტყვისგან. 

3. მე ვიფიქრე... 
ამ სიტყვებს ხშირად მოსდევს პუნქტი №2. ეს ყველაფერი დამნაშავე ბავშვის საუბარს ჰგავს. ამოაგდეთ ეს სიტყვაც.  

4. გთავაზობთ თანამშრომლობას... 
მზად იყავით მთელი რიგი შეკითხვებისთვის, რომლებსაც მოკლე და მოქნილი პასუხები სჭირდება. თუ ვერ მოახერხებთ სწრაფად და ზუსტად პასუხების ფორმულირებას შეკითხვებზე: «თანამშრომლობას რის ფარგლებში?» ან «რა სარგებლობა გვექნება ამით?», მაშინ ეს ფრაზაც დაივიწყეთ, რადგან ჩავარდნილი მოლაპარაკების გარდა, თქვენ დროსა და ნერვებსაც დახარჯავთ პასუხის ძებნაში. 

5. მე წარმოვადგენ კომპანიას რომელიც ასრულებს... 
ისწავლეთ უფრო მარტივად საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ მოთმინების არმქონე ბავშვს ესაუბრებით. ორი ან მეტი წუთი მოგისმენთ ის ვინ ხართ და რა გინდათ? 

6. მე მინდოდა რომ... 
ბიზნესის სფეროში ფასდება დამაჯერებლობა და ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა გინდათ. შეცვალეთ სიტყვა «მინდოდა» სიტყვით «გთავაზობთ» და დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენდამი დამოკიდებულება უკეთესი კუთხით. 

გაყიდვების ეფექტურობის გასაზრდელად მოემზადეთ ზარებისთვის, შეისწავლეთ ინფორმაცია კომპანიებისა და მათი თანამშრომლების შესახებ. წაიკითხეთ სპეციალიზირებული ლიტერატურა და აიმაღლეთ პროფესიონალიზმის დონე. ნაკლები «მე» გამოიყენეთ, მეტად კონცენტრირებული იყავით კლიენტზე და ყველაფერი გამოგივათ!