6/22/2020

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 ივნისი


22-იდან 28 ივნისის  ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ – დაძლიეთ სიზარმაცე! მუშაობა ნუ დაგეზარებათ და თქვენთვის მიუწვდომელი მწვერვალები არ დაჩება. ძნელია საკუთარი თავის ხელში აყვანა? იფიქრეთ იმ ბონუსებზე, რომლებსაც მიიღებთ, თუ თავს არ დაზოგავთ.

ვერძი
მოემზადეთ იმისთვის, რომ ბევრი კონტაქტი გელით. იმდენ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, რომ სახლში ახლობლებთან საუბრის სურვილიც კი აღარ გექნებათ. სამსახურში შეიძლება სადავო სიტუაციები წარმოიშვას. თქვენდა სასიკეთოდ, განზე გადექით. თუ რჩევებს მოგცემენ, ყურადღებით მოუსმინეთ!
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 24.

კურო
ამ პერიოდის განმავლობაში დამატებით ხარჯებს თავიდან ვერ აიცილებთ. განწყობას კი აიმაღლებთ, მაგრამ ბიუჯეტი შეგიმცირდებათ. მოგიწევთ, „ქამარი შემოიჭიროთ“. პირად ცხოვრებაში მხოლოდ სასიხარულო ამბები გელით. საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით იქნება, სრულ მზადყოფნაში, შეასრულოს თქვენი ყველა სურვილი. არ დაგავიწყდეთ, სათანადოდ გადაუხადოთ მადლობა.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 22

ტყუპი
ფინანსური საკითხები ისე მარტივად არ წყდება, როგორც თქვენ გსურთ. თუ ფული საკმარისი არ გაქვთ, დაივიწყეთ სიამაყე და ისესხეთ. კვირის ბოლოს ხანგრძლივი მოგზაურობა გელოდებათ. წაიყვანეთ თქვენი ოჯახის წევრები. მოიფიქრეთ, როგორ გაატაროთ დრო რაც შეიძლება სასარგებლოდ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 22.

კირჩხიბი
მოწყენილობის დრო არ არის! რა თქმა უნდა, საზრუნავი ბევრი გაქვთ: სამუშაო, ოჯახი, ყოველდღიური ცხოვრება, მაგრამ თავს ხელში თუ არ აიყვანთ, სირთულეების გადალახვა ბევრად უფრო ძნელი იქნება. გრძელი დღის შემდეგ შეეცადეთ დაისვენოთ და დროზე დაიძინოთ, მაშინ საკმარისზე მეტი ძალა გექნებათ, რომ ყველაფერს სათანადოდ გაუმკლავდეთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 25.

ლომი
ამ კვირაში დაგჭირდებათ, რომ სტრესის მიმართ მედეგი იყოთ. არაერთხელ აღმოჩნდებით სიტუაციაში, როცა ნერვები უკიდურესად დაძაბული გექნებათ. იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში მაინც გქონდეთ სიმშვიდე, კომფორტი და საყვარელი ადამიანები გელოდებოდნენ.  ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში ტრავმების საფრთხე გაიზრდება მათთვის, ვინც დაუდევრად იმოქმედებს.
სასიკეთო დღეები: 26, 27.
არასასიკეთო დღე: 24.

ქალწული
სამსახურში რთულ დავალებებს მოგცემენ. მათ გადასაწყვეტად ცივი გონებითა და ფანატიზმის გარეშე იმოქმედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევთ. ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება უცნაური რამეები მოხდეს. ამოიცანით მათში მინიშნებები  და მიჰყევით მათ. ბედი სწორ გზას გიჩვენებთ.
სასიკეთო დღეები: 22, 28.
არასასიკეთო დღე: 27.

სასწორი
თუ კარიერული წინსვლა გსურთ, ამ საკითხზე ახლა იზრუნეთ. ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია. გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევთ უარი თქვათ საოჯახო საქმეებზე. იმედია, ახლობლები ამას გაგებით მოეპყრობიან. კარგად აუხსენით მათ საქმის ვითარება.
სასიკეთო დღეები: 26, 27.
არასასიკეთო დღე: 22.

მორიელი
მთელი თქვენი დრო და ყურადღება პირად ცხოვრებას დაეთმობა. მშფოთვარე და მგზნებარე ვნებები – აი, ეს არის ის, რაც გელით. სხვა ყველაფრის დავიწყება მოგიწევთ. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მთავარია ყველა გრძნობა დაივიწყოთ.  თუ არ იცით, როგორ  მოიქცეთ, უმჯობესია რჩევისთვის ახლობლებს მიმართოთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 25.

მშვილდოსანი
სანამ თავს სათანადო სიმაღლეზე გრძნობთ, შეეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოთ – ეს იქნება თქვენი „ინვესტიცია“ მომავალ კეთილდღეობაში. შემდგომში კი ცხოვრებისეული სიტუაცია სწრაფად ცვალებადი იქნება: ხან პრობლემებს შეგიქმნით, ხან მათ წარმატებით გადაჭრში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 22, 26.
არასასიკეთო დღე:  23.

თხის რქა
თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს ამ კვირაში ძველი ჩანაფიქრების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ. უბრალოდ, არ იჩქაროთ და გარეშე პირებს დახმარება არ სთხოვოთ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად: შეიძლება მოგატყუონ. უმჯობესია ნათესავებსა და მეგობრებს მიმართოთ. ისინი უარს არ გეტყვიან.
სასიკეთო დღეები: 23, 27.
არასასიკეთო დღე: 25.

მერწყული
სასიამოვნო ამბავი იმ მერწყულებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ცვლილებებს ელოდნენ – აი, მათი დროც დადგა! ზოდიაქოს ამ ნიშნის უმეტესი წარმომადგენლისთვის ეს ცვლილებები ხელსაყრელი და სასურველი იქნება. დროა გეგმები შეადგინოთ და იმაზე იფიქროთ, თუ როგორ მოახდენთ მათ რეალიზებას. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 23.

თევზები
შეგიძლიათ საყვარელი საქმის ძებნა დაიწყოთ. ეჭვგარეშეა, რომ აღმოაჩენთ! შეწყვიტეთ ადამიანების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნების წაყენება, წინაააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ახლოს არავინ დარჩება. უფრო მარტივად შეხედეთ ყველაფერს და შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გადადგათ პირველი ნაბიჯი. ამ პერიოდის განმავლობაში გაეცით და სამაგიეროს ნუ დაელოდებით.
სასიკეთო დღეები: 23, 28.
არასასიკეთო დღე: 25.