1/29/2020

გორში ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა

გორში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგიკული შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

მოზარდის გადასარჩენად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.