1/29/2020

ცოტნე გამსახურდია: "გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. ამაში ბრალი ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს მიუძღვის"

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში დედასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს:
ზვიადუფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობსგანსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედასმანანა არჩვაძეს ეკუთვნისმამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობითუგნურებითპატივმოყვარეობითა და სიჯიუტით ჩვენი ოჯახის გასანადგურებლადპირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამომათ შორისმან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა... 2008 წელსაგვისტოს ომის შემდეგროდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვიმას დახმარება ვთხოვესაპასუხოდ - რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილებისწყევლა-კრულვა მივიღე... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუისბოროტებისსისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან... სწორედ მისი დამსახურებაა ისიცრომ ჩემი უმცროსი ძმაგიორგი მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭირომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო...
დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას. გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი "კოლხურ კოშკში"... მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! ჩემი მიზანი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს...", - წერს ცოტნე გამსახურდია.