4/01/2019

ePN Cashback რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია


ePN Cashback-ზე რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია.
პირველ რიგში, საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე - ePN Cashback და დააჭიროთ ღილაკს JOIN, რის შემდეგაც გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი. აღნიშნულ გვერდზე თქვენ დაგხვდებათ ორი კაბინეტის არჩევანი - "Cashback Cabinet" და "Webmaster's Cabinet", აღნიშნულ კაბინეტებს შორის განსხვავება შეგიძლიათ ნახოთ "Compare Cabinets" ღილაკზე დაჭერით. მარტივად აქვე გეტყვით რომ, "Cashback Cabinet" შეგიძლიათ აირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უბრალოდ გსურთ ონლაინ მაღაზიებში შოპინგი და თანხის დაზოგვა ქეშბექის სახით, "Webmaster's Cabinet"-ის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენს ვებგვერდზე გააზიეროთ თქვენი ლინკები და ქეშბექთან ერთად, ასევე მიიღოთ დამატებით შემოსავალი. კაბინეტის არჩევის შემდეგ რეგისტრაციის პროცესი ხდება სტანდარტულად და მარტივად, შეიყვანეთ ელ. ფოსტა და პაროლი, ასევე დაგხვდებათ ორი მოსანიშნი, პირველი საიტის წესები, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, თანხმობის შემტხვევაში მონიშნეთ, თუ არ ეთანხმებით არ მონიშნოთ და შესაბამისად, რეგისტრაციას ვერ გაივლით. ასევე არის მონიშვნა სიახლეების მიღებასთან დაკავშირებით, რაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ მონიშნოთ ან დატოვოთ მონიშვნის გარეშე. თუ ეთანხმებით საიტის წესებს და მონიშნავთ, დააჭირეთ "Register" ღილაკს, გადახვალთ შემდეგ გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ინფორმაცია მეილის აქტივაციასთან დაკავშირებით. გადადით იმ ელ.ფოსტაზე, რომელიც შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს,გახსენით ePN Cashback-ისგან მოსული მეილი, გადადით აქტივაციის ლინკზე და დაასრულეთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გადადით ამ ლინკზე - ePN Cashback და შედით თქვენს გვერდზე, აირჩიეთ კაბინეტი, რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია და Sign in ღილაკზე დაჭერით გადახვალთ ავტორიზაციის გვერდზე. ავტორიზაციის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით საწყის გვერდზე, სადაც არის ჩამოთვლილი ონლაინ მაღაზიები რომელშიც შეგიძლიათ ქეშბექის მიღება, რეკომენდაციები, პატარა რჩევები და ხელსაწყოები. თანხის დაზოგვისთვის და ქეშბექის მისაღებად კონკრეტული მაღაზიიდან, საჭიროა პირველ რიგში მოიძიოთ საჭირო ონლაინ მაღააზია, თუ იგი არ აღმოჩნდება საწყის ჩამონათვალში, შეგიძლიათ მონიშნოთ all shops და გამოჩნდება სრული სია ან ძებნის ველში ჩაწეროთ მაღაზიის სახელი, პარტნიორობის შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება, არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია აღნიშნულ მაღაზიასთან არსებული ბენეფიტები, რეკომენდირებული პროდუქტები და სხვა. აქვე დაგხვდებათ წითელი ღილაკი წარწერით Buy with a cashback, მასზე დაკლიკებით თქვენ გადამისამართდებით სასურველ ონლაინ მაღაზიაში და ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი პროდუქტი, მოახდინოთ შეძენა, რის შემდეგაც თქვენ გაგიაქტიურდებათ ქეშბექი ბალანსზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უკვე დაგერიცხათ თქვენი დანაზოგი და შეგიძლიათ მისი გამოყენება, ოპერაციის დასრულებისთვის საჭიროა მოხდეს შენაძენის მიღების დადასტურება, რის შემდეგაც მოხდება ქეშბექის ბალანსზე გააქტიურება.
კიდევ ერთხელ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი - იმისათვის რომ მოხდეს მაღაზიიდან ქეშბექის მიღება, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ePN-იდან ან მისი ბრაუზერის დამატებიდან (Extension), სხვა შემთხვევაში დარიცხვა არ მოხდება.
გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებულ ონლაინ შოპინგს.