რა არის ქეშბექი და როგორ მუშაობს?
თანხის დაბრუნების სერვისი, იგივე ქეშბექი შეიძლება ჩაითვალოს საქონლის შეძენისას მიღებულ ბონუსად, გადავადებულ ფასდაკლებად, რომელიც მაღაზიაში რაიმეს შეძენის შემდეგ უკან გვიბრუნდება, ფაქტიურად ხდება თანხის დაზოგვა. ქეშბექს არ აკეთებს პირდაპირ მაღაზია, ამისთვის არსებობს შუამავალი საიტ(ებ)ი, რომელიც ახდენს გადამისამართებას ჩვენთვის სასურველ ონლაინ მაღაზიაზე, ასეთი საიტებია მაგალითად - ePN Cashback, letyshops.com. ამ დროს ის ამატებს საკუთარ ჩანართს იმის შესახებ რომ, მომხმარებელი მისი გავლით მოხვდა ამ მაღაზიაში. სხვა რაიმე დამატებითი ფუნქცია მას არ აკისრია.ამის შემდეგ, როდესაც მომხმარებელი აღნიშნულ მაღაზიაში შეიძენს რაიმე პროდუქტს, გამყიდველი შუამავალ სერვისს ურიცხავს საკომისიოს, რომლიდანაც გარკვეულ პროცენტს ის უნაწილებს მომხმარებელს. შესაბამისად ყველა კმაყოფილია - განყიდველმა გაყიდა პროდუქტი, შუამავალმა მიიღო საკუთარი გასამრჯელო, ხოლო მყიდველმა შენაძენთან ერთად მიიღო განსაზღვრული ბონუსი (ქეშბექი). ქეშბექის ოდენობა დამოკიდებულია პროდუქტის ფასზე და შუამავალ საიტზე არსებული საკომისიოს პროცენტზე. შესაბამისად, რაც უფრო მაღალფასიანია შენაძენიც, ბონუსიც მსუყეა.
რა ოდენობის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი ქეშბექით?
ქეშბექის ოდენობა უმეტეს შემთხვევაში შეადგენს პროდუქტის ღირებულების 3-7 პროცენტს, რაც დამოკიდებულია როგორც ონალინ-მაღაზიაზე, ასევე ქეშბექ-სერვისის მიმწოდებელ საიტზე.ზოგჯერ ქეშბექ-სერვისები აკეთებენ აქციებს გაორმაგებულ ან უფრო მეტად მომატებულ ქეშბექზე, რომელიც როგორც წესი, დროში შეზღუდულია. ასევე ზოგიეთ საიტზე შეიძლება შეხვდეთ ლოიალობის აქციებს აქტიური და ერთგული მომხმარებლებისთვის. მაგალითად, კონკრეტული თანხის ბონუსების დაგროვების შემდეგ მომატებული ან გაორმაგებული პროცენტები. ასე რომ, ბონუსების რაოდენობა მუდამ ცვალებადია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე (სერვისის მიმწოდებელი, მაღაზია, სეზონი, ა.შ.)
რა თქმა უნდა 10-15$ ღირებულების შენაძენის გაკეთებისას დაბრუნებული ქეშბექი დიდ თანხას არ წარმოადგენს მაგრამ, როდესაც იძენ თვითმფრინავის ბილეთს ან სახლის კინოთეატრს, ჯავშნი სასტუმროს ნომერს მოგზაურობისას ან სულაც ტურისტულ საგზურს ყიდულობ, უკან დაბრუნებული თანხა არც თუ ისე უმნიშვნელოა.
როგორ მივიღოთ ქეშბექი ონლაინ მაღაზიებში ვაჭრობისას?
იმისთვის რომ მიიღოთ ქეშბექი ონლაინ მაღაზიებში შოპინგისას, ყველა სერვისისთვის ფაქტიურად ერთნაირი ნაბიჯებია გასავლელი.
საჭირო წესები, რომლის ცოდნაც და დაცვაც აუცილებელია.

- რეგისტრაცია. თუ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, საკუთარი მომხმარებლით შესვლა.
- საიტზე სასურველი მაღაზიის მოძიება, რომელზეც გსურთ რაიმეს შეძენა და ქეშბექის მიღება.
- საიტიდან მაღაზიის ლინკზე გადასვლა.
- სასურველი პროდუქციის მოძიება (კალათში დამატება), შენაძენის დადასტურება, თანხის გადახდა.
- მაღაზიის მიერ ქეშბექის დადასტურება (საშუალოდ ორი კვირიდან ერთი თვე. ძირითადად პროდუქტის მიღების დადასტურების შემდეგ).
- ქეშბექ საიტიდან მიღებული ბონუსის გამოტანის მოთხოვნა.
- მიღებული ქეშბექის საიტის ბალანსიდან საკუთარ ანგარიშზე გადმოტანა.
- რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დასტურის დანახვისას, ღიმილი სახეზე :)
საჭირო წესები, რომლის ცოდნაც და დაცვაც აუცილებელია.
- შეუძლებელია ერთ შენაძენზე ერთდროულად რამდენიმე სერვისიდან ქეშბექის მიღება.
- შენაძენის გაკეთებამდე მაღაზიის ვებ გვერდზე თუ შეხვედით პირდაპირ, სერვისის მომწოდებელი საიტის გავლის გარეშე, ქეშბექს ვერ მიიღებთ.
- თუ შეკვეთის ღირებულება არ არის გადახდილი, ქეშბექი არ ირიცხება.
- თუ შეკვეთა გაუქმებულია და მაღაზიამ თენხა სრულად დაუბრუნა მყიდველს, ქეშბექი უქმდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარიცხულია ბალანსზე, მაგრამ არ არის გამოტანილი.
- შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც მომხმარებელმა ყველაფერი სწორად გააკეთა, გავიდა დრო მაგრამ ქეშბექი არ დაირიცხა, ამ დროს საჭიროა მიმართოთ ქეშბექ-სერვისის მომწოდებელ ვებ გვერდის დახმარების სამსახურს, ძირითადად ასეთი შემთხვევები მომხმარებლისთვის დადებითად წყდება.
- არც ისე იშვიათად ქეშბექის მომწოდებელ საიტებზე აღნიშნული დარიცხული ბონუსის გამოტანისთვის საჭიროა მინიმალურ ოდენობამდე მიღწევა, რაც სერვისის ყველა მომწოდებლისთვის ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია თანხის გამოტანის გზები.