დაბადება - ბავშვის დაბადება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ასევე, მოასწავებს მოსალოდნელ შთამომავლობასაც. თუ გოგონას ასეთი სიზმარი გათხოვებამდე ესიზმრება, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. ზოგჯერ ასეთი სიზმარი დიდ მემკვიდრეობასაც მოასწავებს
დაბადების დღე (აღნიშვნა) - საკუთარი დაბადების დღის ნახვა ნიშნავს ხანგრძლივ, მშვიდ სიცოცხლეს. სხვის დაბადების დღეზე ყოფნა არასასიამოვნო ამბის გაგება, ავადმყოფობა.
დაბნელება - მზის დაბნელება გპირდებათ საქმეების მხოლოდ დროებით გართულებას, უთანხმოებას თქვენს ახლობლებს შორის, თუმცა გაუგებრობის პერიოდი ხანმოკლე იქნება. მთვარის დაბნელება გიქადით ინფექციურ დაავადებებს ან სიკვდილს
დაგირავება - თუ სიზმარში აგირავებთ თქვენს საკუთრებას–ფინანსური პრობლემები ჩაგაგდებენ რთულ მდგომარეობაში. თუ თქვენ იღებთ გირაოში სხვის ქონებას, ცხადში გექნებათ საკმარისი საშუალება თქვენი ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის საბუთების თვალიერება გიწინასწარმეტყველებთ ახალ პერსპექტივას თქვენს პირად ცხოვრებაში ან სიყვარულში. თუ სიზმარში დაკარგეთ გირავნობის ქვითარი და მისი პოვნის არანაირი შანსი არ გაქვთ, ეს მოასწავებს დანაკარგსა და მწუხარებას
დავალება - თუ სადმე რაიმე დავალებით მიდიხართ, ცხადში თქვენს თანამოაზრეებთან შეხვედრა მოგიწევთ. თუ ქალს ესიზმრა, რომ ვინმეს აძლევს დავალებას, ის დაკარგავს შეყვარებულს, რომელიც ვერ ურიგდება მის გულგრილობას
დათვი - დათვი სიზმარში დამღუპველი მეტოქეობაა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. დათვის მოკვლა რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა დათვი, მას გამოუჩნდება საშიში მეტოქე; ასეთი სიზმარი, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს უბრალო ხელმოცარულობასაც.
დაირა - სიზმარში დაირის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ სულ მალე გახდებით უჩვეულო მოვლენის მონაწილე, რომელიც დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ
დაკრძალვა - თუ სიზმარში ნათესავის დაკრძალვის საქმეებით ხართ დაკავებული და, ამავე დროს, კონკრეტულად გესიზმრებათ სამგლოვიარო პროცესია და მზიანი დღე, ცხადში თქვენს ახლობელს დიდი ხნის სიცოცხლე უწერია. ზოგიერთი შეიძლება კიდეც დაქორწინდეს; მაგრამ თუ მოდის წვიმა და ცივა–ავადმყოფობა, ცუდი ამბავი და გაღარიბება გარდაუვალია.
თუ დაკრძალვაზე ნამდვილი სამგლოვიარო სიტუაციაა მოწყენილი და მოტირალი სახეებით ე.ი. ცხადში თქვენი გარემოცვა მტრულად განეწყობა თქვენ მიმართ. თუ თქვენს თავს სიზმარში ცოცხლად დამარხულს ხედავთ–დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას, რომელსაც თქვენი მტრები მაშინვე გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ; მაგრამ თუ მოახერხებთ საფლავიდან ამოსვლას, დიდი ძალისხმევის შედეგად შეცდომებს და უსიამოვნებებს ასცდებით.
დაკრძალვის ყუთი - დაკრძალვის ყუთი ცხადში წარმატებებისა და წარუმატებლობების პერიოდის მონაცვლეობას მოასწავებს, რაც ძალას შეგმატებთ და უდარდელობის საშუალებას არ მოგცემთ. გატეხილი ყუთი უსიამოვნებას ნიშნავს.
დალაგება - სახლის დალაგება სიზმარში ქალს ჰპირდება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და დამჯერ შვილებს. თუ სიზმარში თქვენი ბინა დალაგებას საჭიროებს, თქვენ კი რაღაც მიზეზით ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ცხადში თქვენი უსიამოვნებების მიზეზი თქვენივე პასიურობა გახდება
დამალვა - თუ გესიზმრებათ, რომ რაიმე უნდა დამალოთ, ცხადში გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დამალულის მოძებნა–მოულოდნელი სიხარულია. თუ ქალი რაიმეს მალავს, ჭორებს ნიშნავს, მაგრამ მისი რეპუტაცია არ შეილახება
დამალობანა - თუ გესიზმრებათ ეს მხიარული ბავშვური თამაში, ე.ი. ტყუილუბრალოდ იღებთ თქვენს თავზე ახალ ვალდებულებას, რადგანაც ის დაგაკავშირებთ საეჭვო პარტნიორებთან, რომლებიც დაგამცირებენ და რომლისგანაც ფულადი დანაკარგი გექნებათ
დამბლა (პარალიჩი) - თუ სიზმარში დამბლა დაგემართათ, ეს მიუთითებს ფინანსურ და ლიტერატურულ საქმიანობაში წარუმატებლობაზე. შეყვარებულებს ეს სიზმარი დაშორებას უქადის.
თუ ხედავთ პარალიზებულ მეგობარს, მაშინ თქვენს ურთიერთობებში ყოვლად აუხსნელი სირთულეები წარმოიქმნება, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. თუ პარალიზებული თქვენი საყვარელი ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო დუეტში ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არსებობს, რომელიც თქვენს ბედნიერებას დაარღვევს
დამდუღვრა - თუ სიზმარში დაიმდუღრეთ–სამწუხარო ვითარება გააცამტვერებს თქვენს ლამაზ იმედებს
დამნაშავე - თუ თქვენ სიზმარში იმყოფებით დამნაშავე ადამიანთან–თქვენი მეგობრები შეეცდებიან თქვენი ურთიერთობის გამოყენებას თავიანთი მიზნებისათვის. თუ დამნაშავე მართლმსაჯულებას ემალება–თქვენ ბედის ნებით გახდებით სხვისი საიდუმლოს მფლობელი, რის გამოც საფრთხე შეგექმნებათ.
დამოუკიდებლობა - თუ სიზმარში დამოუკიდებლობის განცდა გაქვთ ე.ი. გყავთ მეტოქე, რომელიც უსამართლოდ გექცევათ. თუ სიზმარში სიმდიდრესა და დამოუკიდებლობას მიაღწევთ, ცხადშიც ასე იქნება, ოღონდ უფრო გვიან, ვიდრე თქვენ გეგმავთ
დამშვიდება - სიზმარში, რომელშიც ცდილობთ, ვინმე დაამშვიდოთ, ნიშნავს, რომ გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს სულიერ თვისებებს. ქალიშვილს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთგულ ქმარს და სანდო მეგობარს. თუ სიზმარში თქვენ ამშვიდებთ გაბოროტებულ ადამიანს, მაშინ ცხადში გელით ფუსფუსი გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ ვიღაც აპირებს ეჭვების გაფანტვას, ცხადში ის მიხვდება თავისი რჩეულის შეცდომებს
დამშვიდობება - მხიარული დამშვიდობება–სასიამოვნო ვიზიტებისა და გართობის ნიშანია; სევდიანი–დანაკარგს ნიშნავს. ხალხთან ან ქვეყანასთან დამშვიდობება–მიანიშნებს უშედეგო მგზავრობაზე. ხანდახან ეს სიზმარი არასასიამოვნო ამბის მაუწყებელია. თუ გოგონა თავის მეგობარს ემშვიდობება, ცხადში მოსალოდნელია მათი ურთიერთობების გაციება; მაგრამ თუ იგი ამ დროს მხიარულია, შესაძლებელია ძველი შეყვარებულის ადგილი ახალმა დაიკავოს
დამცინავი, გამკილავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე დაგცინით, ახლო მეგობრისაგან მიპატიჟებას მიიღებთ, თქვენ საქმეებს კი წარმატება ელის. თუ გოგონას ესიზმრა დაჭრილი ან მკვდარი დამცინავი, ქილიკი პიროვნება, იგი თავის მეგობარს წაეჩხუბება.
დამცირება - თუ სიზმარში გაქვთ დამცირების განცდა, ცხადში გაიგებთ გულსატკენ ამბავს, დაემორჩილებით ეჭვებს და შეწყვეტთ დაწყებულ საქმეს. თუ სხვა ხალხის დამცირების მოწმე გახდით სიზმარში–მიგანიშნებთ თქვენი მეგობრების ვერაგობაზე: იყავით ფრთხილად მოსალოდნელია ჩხუბი
დამწვრობა - დამწვრობა სიზმარში კარგ ამბავს ნიშნავს. თუ დაიწვით სუფთა და ნათელი ალით–თქვენი აზრები იქნება უბოროტო და მეგობრები ამას გაგებით მოეკიდებიან.
თუ სიზმარში ფეხები დაიწვით შიშველი ფეხით ფერფლზე ან ნაკვერჩხალზე გავლისას–გარშემომყოფთა უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერი საქმის დასაწყისი წარმატებული იქნება. ამას გარდა, ასეთი სიზმარი მყარი ჯანმრთელობის ნიშანია; თუ ცეცხლი მთლიანად მოგედებათ და იწვით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გიღალატებენ ისინი, ვინც მეგობრად მიგაჩნდათ
დანა - დანა გაყრის, დაცილების ნიშანია; ასევე მოასწავებს ჩხუბსა და ფულის ხარჯს. ჟანგიანი დანა ნიშნავს ოჯახური ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას და შესაძლო დაცილებას საყვარელ ადამიანთან.
მჭრელი, ბასრი, ლივლივა დანები მომავალ განცდებს გიქადიან. გატეხილი დანა დამსხვრეული ოცნებების ნიშანია. დანით მიყენებული ჭრილობა ოჯახში აშლილობის ნიშანია, ხოლო უცოლოებისათვის–ღირსების შელახვის. თუ სიზმარში თქვენ დაარტყით დანა ვიღაცას, ცხოვრებაში შეიძლება ჩაიდინოთ უღირსი საქციელი; განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა
დანაკარგი - სიზმარში ნათესავების ან მეგობრების დაკარგვა მოასწავებს კარგად მოფიქრებულ გეგმებში იმედგაცრუებას და უმნიშვნელო სამომავლო პერსპექტივებს.
ბავშვების დაკარგვა იმაზე მეტყველებს, რომ იქ, სადაც თქვენ წარმატების იმედი გქონდათ, გელით სრული ჩავარდნა
დარბაზობა, სტუმრების მიღება - თუ სიზმარში დარბაზობაზე ხართ, ცხადში სასიამოვნო შეხვედრა გელით. თუ ამ შეხვედრაზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით
დასვენება - თუ გესიზმრათ, რომ ისვენებთ, ელოდეთ უცხო, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს. თუ გოგონა უკმაყოფილოა დასვენებით–იგი ისე უხეშად მოექცევა მეტოქეს ყოფილი თაყვანისმცემელის წასართმევად, რომ თვითონაც გაუკვირდება საკუთარი სიმამაცის.
დასჯა - თუ თქვენ სიზმარში ისჯებით, ე.ი. გამძიმებთ თქვენი მოვალეობანი და, ამიტომაც, მას არაკეთილსინდისიერად ექცევით. თუ მშობლებს ესიზმრებათ, რომ ისინი ზრდიან შვილებს, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, აღზრდის მართებული მეთოდი აირჩიეს თუ არა და ხომ არ აჯობებდა ბავშვებისადმი მეტი პატივისცემის გამოჩენა
დაუთოება - სიზმარში დაუთოება გპირდებათ ოჯახურ სიმშვიდესა და თქვენი ცხოვრების წყნარ დინებას. თუ სიზმარში ქალი დაიწვა უთოთი, უნდა უფრთხილდეს ავადმყოფობას ან ეჭვიანობას, რომელმაც შეიძლება შეარყიოს მისი სულიერი წონასწორობა. თუ უთოობისას მან დაწვა რაიმე–ელოდეს მეტოქეს, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მოუტანს. თუ ის ხელში იღებს ცივ უთოს– დაკარგავს ახლობლის სიყვარულს ოჯახში.
დაფა, ფიცარი - მღვრიე ნაკადზე ჭუჭყიანი ფიცრით გადასვლა გოგონასათვის ნიშნავს, რომ ის ნერვიულობს საყვარელი ადამიანის გულგრილობის გამო და შეიპყრობს ნაღველი. ამას გარდა, შეიძლება მისი პატიოსნება საფრთხის ქვეშ დადგეს. მაგარი, კარგი ფიცარნაგი–კეთილი ნიშანია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა მსგავსი სიზმარი განსაკუთრებით წინდახედულად უნდა მოიქცეს
დაფიცება - სიზმარში დაფიცება–უსიამოვნებაა ცოლ–ქმარს ან შეყვარებულებს შორის. თუ სიზმარში იგებთ ვიღაცის დაფიცებას–ფრთხილად იყავით მეგობრებთან, ისინი გულწრფელნი არ არიან
დაფნა - სიზმარში დაფნის ნახვა დიდებასა და წარმატებას მოგიტანთ. საქმე წარმატებული იქნება და თქვენ საკუთრება გაგიჩნდებათ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს თავზე ადგამს დაფნის გვირგვინს, ეს ნიშნავს, რომ მას ერთგული თაყვანისმცემელი ეყოლება.
დაქირავებული მუშაკი - თუ თქვენი მუშაკებიდან რომელიმე აგრესიულად იქცევა–უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრათ, რომ მუშაკი ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარეა–გარემოებანი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება
დაღლილობა - დაღლილობის გრძნობა სიზმარში მოასწავებს ავადმყოფობას და პრობლემებს სამსახურში. ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება დაღლილი ხალხი, უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას
დაღუპვა, მარცხი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ დაღუპვას–ეს იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გაწუხებთ გაჭირვების ან საქმის მოულოდნელი ჩავარდნის შიში
დაშნა - თუ სიზმარში დაშნას იღებთ ხელში–ცხადში მაღალ თანამდებობას დაიკავებთ. თუ თქვენ დაშნას გართმევენ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე სერიოზული გამარჯვება გელოდებათ. თუ დაშნებით შეიარაღებული ხალხის გარემოცვაში ხართ–თავი უნდა აარიდოთ ჩხუბს. გატეხილი დაშნა სასოწარკვეთილების ნიშანია
დაშორება, მანძილი - თუ სიზმარში სახლიდან შორს იმყოფებით, ეს ხანგრძლივ მოგზაურობას და ბევრ ახალ ნაცნობებს ნიშნავს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში.
სიზმარში იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც თქვენგან შორს არიან–მსუბუქ წყენას ნიშნავს; რაც შეეხებათ ქალებს, განსაკუთრებით, თუ მათ შებინდებისას ხედავთ, უსიამოვნო შეხვედრის მაუწყებელია
დახლი - სუფთა დახლი სიზმარში კარგი ნიშანია: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ–სიზარმაცე და არასასიამოვნო ამბები თქვენგან შორს იქნება. ცარიელი და ჭუჭყიანი დახლები უნაყოფო ჩანაფიქრებს ნიშნავს
დახმარება - თქვენ მიერ გაწეული დახმარება სიზმარში დიდ თანამდებობას ნიშნავს, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიაღწევთ. თუ თქვენ გეხმარებიან, ე.ი. შეგიძლიათ მთლიანად ენდოთ მეგობრებს
დახრჩობა - თუ სიზმარში იხრჩობით, ცხადში უბედური შემთხვევა გელით; მაგრამ თუ თავს შველით, მაშინ უბედურებები გვერდით ჩაგივლიან და თქვენი მიღწევებით გარშემომყოფთაგან მყარ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ სიზმარში თქვენ წყალწაღებულს გადაარჩენთ, მაშინ ცხადში მეგობარს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარებით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული იხრჩობა, ცხადში მას უბედურება ელის
დედა - თუ სიზმარში ხედავთ, რომ დედათქვენი შემოდის სახლში, შეგიძლიათ ივარაუდოთ ყველა საქმის კარგ დასაწყისზე. თუ თქვენ მას ელაპარაკებით–უახლოეს მომავალში შეიტყობთ კარგ ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.
ქალისათვის დედის ნახვა სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო საზრუნავს და ცოლ–ქმრულ იდილიას. სიზმარში თუ ვიღაცის დედა მოკვდა ან ავადაა, მოასწავებს ვიღაცის სიკვდილთან ან შერცხვენასთან დაკავშირებულ მწუხარებას. თუ სიზმარში დედა გეძახით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უღალატეთ თქვენს ჩვევებს და აირჩიეთ არასწორი გზა. თუ ის სიზმარში ტირის ტკივილის გამო–ეს მოასწავებს მის ავადმყოფობას ან იმ უბედურებას, რომელიც თქვენ გემუქრებათ
დედამთილი - ეს სიზმარი ოჯახურ წრეში სერიოზულ უთანხმოებებზე მიუთითებს, მაგრამ ასეთი სიზმრის შემდგომ შერიგებაც გელით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი დედამთილს შეურიგდა–ცხადში მას უგულო ადამიანები ძალზე მოაბეზრებენ თავს
დედოფალი - დედოფლის დასიზმრება გპირდებათ წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ თუ სიზმარში ის გამოიყურება მოხუცებულად ან შეწუხებულად–გელით იმედგაცრუება
დეზები - თუ თქვენ დეზებიანი ჩექმები გაცვიათ, ცხადში რაღაც კონფლიქტში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება.
თუ დეზები სხვას აქვს, ცხადში გარშემომყოფნი თქვენ მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილნი.
დეიდა - თუ ქალიშვილს ესიზმრება თავისი დეიდა, ცხადში ის რაღაც ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც საყოველთაო დაგმობას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ დეიდა სიზმარში მხიარულია და კარგ განწყობაზეა, ე.ი ოჯახში არსებული უთანხმოებები შეწყდება
დელფინი - დელფინის ნახვა–შეიძლება მოხვდეთ ახალი მთავრობის ან ხელმძღვანელბის გავლენის ქვეშ. ეს არასასურველი სიზმარია
დეპეშა - თუ სიზმარში დეპეშას ღებულობთ, არასასიამოვნო ამბები გელით; ასევე, გაიგებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც დამახინჯებულად მოგაწვდიან. ზოგჯერ ასეთი სიზმარი თქვენი მხრიდან რაღაც სახიფათო საქმის წამოწყებას ნიშნავს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ. სიზმარი, რომელშიც თვითონ აგზავნით დეპეშას, სამსახურში უამრავ მითქმა–მოთქმას და უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ტელეგრაფის შენობას ხედავთ ან მასში შედიხართ, მაშინ საქმე, რომელიც თქვენ დაიწყეთ, წარუმატებლად დასრულდება.
დიდება, საყოველთაო აღიარება - თუ თქვენი თავი ცნობილ ადამიანად გესიზმრებათ, თქვენი სანუკვარი ოცნებები აგისრულდებათ.
საკუთარი თავის ხილვა ცნობილ ადამიანთა გარემოცვაში–საქმეებში წარმატების ნიშანია
დილა - თუ გესიზმრებათ ნათელი და წყნარი დილა–მალე იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებითა და საკუთარი თავით
დინამიტი - თუ გესიზმრებათ რაიმე დინამიტთან დაკავშირებით–ცხადში მზად იყავით ცვლილებებისა და თქვენი საქმეების გაფართოებისათვის. თუ სიზმარში შეგაკრთოთ დინამიტმა, ე.ი. ცხადში თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს იდუმალი მტერი და თუ ფრთხილად იმოქმედებთ, მაშინ ის თავისთავს თვითონ გამოავლენს
დინგი, დრუნჩი - თუ თქვენ გარშემორტყმული ხართ დინგებით, ე.ი. საშიშროება მოგელით
დო - სიზმარში დოს დალევა სევდის ნიშანია, შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება, დოს გადაქცევა ან მისი ღორებისთვის საჭმელად დასხმა–ცუდი სიზმარია
დოლი - დოლის გამაყრუებელი ხმის გაგონება გაფრთხილებთ, რომ თქვენი მეგობარი განსაცდელშია და დახმარება სჭირდება. დოლი გიწინასწარმეტყველებთ ვიღაცის მეგობრობას, თანასწორ, მშვიდ ურთიერთობას. მეზღვაურებისა და მეთევზეებისათვის ეს არის ნიშანი წარმატებისა და კეთილდღეობისა, ასევეა გლეხებისა და ვაჭრებისათვის
დომინო - სიზმარში დომინოში წაგება ნიშნავს, რომ მეგობარი შეურაცხგყოფთ. ამას გარდა, სიზმარი გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ თქვენს ახლობლებს მოსვენებას დაუკარგავთ ქალებთან თქვენი გაუაზრებელი ურთიერთობებით და საქმეებით, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას. სიზმარი გაფრთხილებთ აგრეთვე, რომ სერიოზული საფუძველი გაქვთ თქვენს ცხოვრებაზე სანერვიულოდ. თუ გესიზმრებათ, რომ მოიგეთ პარტია, ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ საკმაოდ საეჭვო გატაცებაზე, რომელიც თქვენ ეგოისტურ კმაყოფილებას მოგიტანთ, თქვენ მეგობრებს კი მწუხარებას
დოქი - თუ დაგესიზმრათ დოქი სავსე წყლით ეს არის კარგის ნიშანი, სიმდიდრე. ცარიელი დოქის ნახვა - იმედგაცრუებას მოგიტანს, გატეხილი ან გაბზარული დოქი - ავადმყოფობას და არასასიამოვნო ამბის გაგებას ნიშნავს
დრაკონი - დრაკონი დაუშვებელი სიმკვეთრით გამოხატული ვნებიანობის ნიშანია სხვებთან მიმართებით, განსაკუთრებით თავისი არაკეთილისმსურველებისადმი. დრაკონი განსაკუთრებული, თავისებური გაფრთხილებაა კონფლიქტებისა და უსიამოვნებებისაგან
დრამა - თუ სიზმარში თქვენ სცენაზე უყურებთ დრამას, შესაძლოა, მეგობრები, რომლებიც დღეს ასე შორს არიან, დაბრუნდნენ, მაგრამ თუ დრამა მოსაწყენია, ელოდეთ უსიამოვნო სტუმრებს, რომლებიც უნდა მიიღოთ და გაართოთ; თუ სიზმარში თქვენ წერთ დრამას, მიგანიშნებთ რაღაც ბედნიერ შემთხვევაზე, რომელიც გიხსნით ფულთან დაკავშირებული სიძნელეებისაგან.
დროშა - თუ თქვენი ქვეყნის დროშა დაგესიზმრათ, მალე საყოველთაო კეთილდღეობის დრო დადგება. თუ ამ დროს ომია–გამარჯვებით დასრულდება. ქალისათვის სიზმარში დროშა იმის ნიშანია, რომ მას სამხედრო პირი შეუყვარდება. სხვა ქვეყნების დროშები კონფლიქტებს მოასწავებენ. სასიგნალო დროშები იმაზე გაფრთხილებთ, რომ დროა თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციაზე იზრუნოთ–ორივე საფრთხის წინაშეა
დუეტი - სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების დუეტის მოსმენა–კარგის მომასწავებელი ნიშანია. შეყვარებულებისათვის მოასწავებს ჰარმონიას, რომელსაც ხელს ვერაფერი შეუშლის. საქმიანი ადამიანებისათვის–ჩვეულებრივი საქმიანი წინააღმდეგობაა. მუსიკოსებს სიზმარი აფრთხილებს მუსიკალური კონკურსების მოახლოებაზე და მოუწოდებს შრომისმოყვარეობისაკენ. დუეტის ხმები თქვენს სიზმარში მოასწავებს იქ არმყოფ ადამიანზე უსიამოვნო ახალ ამბებს, რომელიც მალევე შეიცვლება სასიამოვნო განცდებით
დურბინდი - სიზმარში დურბინდში ყურება არასასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს. გაფუჭებული დურბინდი ვიღაც პიროვნებასთან მტრულ დამოკიდებულებაზე მიგანიშნებთ; შეიძლება მეგობარიც დაკარგოთ
დურგალი - დურგალის დასიზმრება ნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად ყოველგვარი დასვენება დაგავიწყდებათ და ცხადშიც ბევრს მიაღწევთ. თუ სიზმარში დურგალი სამუშაო სიტუაციაში დაგესიზმრათ, თქვენ ისეთ საქმეებში აღმოჩნდებით, რომელიც თავიდან საჭიროდ მოგეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ იმედები გაგიცრუვდებათ.
დღე - თუ თქვენ გესიზმრებათ ნათელი დღე, ცხადში ბევრი კარგი რამ არ გელით. მოღუშული, უმზეო დღე მოასწავებს დანაკარგს, ახალი საქმე კი წარუმატებელი იქნება
დღესასწაული, ბანკეტი - დღესასწაული სასიამოვნო მოულოდნელობებს ნიშნავს; მაგრამ თუ სიზმარში დაგაგვიანდათ დღესასწაულზე–მოუსვენარი დღეები გელით. ხმაურიანი დღესასწაული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობთ, ცხადში გაუმართლებელ რისკს მოასწავებს. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. თუ დღესასწაულს არეულობაც ახლავს–ელოდეთ ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო გამოწვეულ უბედურებას
ევა - სიზმარში ბიბლიური პერსონაჟის ნახვა–მერყეობის, ეჭვიანობის ნიშანია, შეიძლება მალე წააწყდეთ თქვენი ჩანაფიქრის წინააღმდეგობას ბიზნესსა და საზოგადოებაში და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილ თავდაუჯერებლობას.
თუ გოგონა თავის თავს ხედავს ევას სახეთ, სიზმარი აფრთხილებს: იყავი ფრთხილად, ის შეიძლება იყოს თავის ბიბლიურ წინამორბედზე ფრთხილი, მაგრამ ეშმაკს ჯერ კიდევ ჰყავს ყოვლისშემძლე დამხმარეები მიმზიდველი მამაკაცების სახით: უყურე შენს უმწიკვლო ევას, ახალგაზრდავ, იმ ვაშლის ხეს ჯერ კიდევ შეუძლია ნაყოფის მოსხმა და შენ შეგიძლია, შენი სურვილის წინააღმდეგ, იგემო მისი სიტკბო
ევროპა - თუ სიზმარში მოგზაურობთ ევროპაში, ცხადში შეგიძლიათ გაემგზავროთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომლის დროსაც გაიმდიდრებთ თქვენს ცოდნას ცხოვრების წესისა და ამ ქვეყნის ხალხთა ადათ–ჩვეულებების შესახებ. ამას გარდა, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა პერსონა აღფრთოვანებულია ევროპის ღირსშესანიშნაობებით–ე.ი. ცხადში მას შეუძლია გამოიყენოს თავისი შანსი საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ მან გააოცოს თავისი მეგობრები და შეყვარებული
ეკიპაჟი (გადაადგილების საშუალება) - გასამგზავრებლად გამზადებული ეკიპაჟი იმის ნიშანია, რომ თქვენ ბევრი ვიზიტი მოგიწევთ, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ, პირიქით, სიამოვნებასაც კი მიიღებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ეკიპაჟით მგზავრობთ, ცხადში ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები შეგექმნებათ, რის გამოც თქვენი საქმეები შეფერხდება, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება. თუ სიზმარში თავისუფალ ეკიპაჟს ეძებთ, ახლო მომავალში მოგიწევთ მძიმე, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი საქმის შესრულება
ეკიპაჟი (თანამოაზრეთა გუნდი) - თუ სიზმარში სამოგზაუროდ მომზადებულ ეკიპაჟს ხედავთ, ცხადში რაღაც გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხელს შეგიშლიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. თუ ეკიპაჟი თავისი კაპიტნის მეთაურობით გმირულად ებრძვის შტორმს, თქვენს ცხოვრებაში სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი
ეკლები - ეკლები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა. თუ ეკლებს შორის მწვანე ფოთლები გამოჩნდა, ე.ი. თქვენი პირადი კეთილდღეობა საქმეშია.
ეკლესია - ეკლესია სიზმარში იმ მომვლენების გამო იმედგაცრუებას ნიშნავს, რომელთაც თქვენ ასე ძლიერ ელოდით. თუ სიზმარში ბნელ ეკლესიაში შედიხართ, ცხადში დაკრძალვაზე მოგიწევთ დასწრება. ეს სიზმარი ასევე იმის მაუწყებელია, რომ თქვენი პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანია და თქვენ კიდევ დიდხანს მოგიწევთ უკეთესი მომავლის ლოდინი.
ელამი, სიელმე - თუ გესიზმრებათ ელამი ხალხი გადააწყდებით უსიამოვნო საზოგადოებას. თუ კაცს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ცერად უყურებს მას, ე.ი. ის ძალიან გაიტაცეს ქალებმა და ამას შედეგად დაკარგვა მოჰყვება. თუ ქალი ხედავს ასეთივე სიზმარს, მაშინ ის რისკავს თავის რეპუტაციას
ენა - თუ სარკეში თქვენს ენას ხედავთ, კარგ მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ სიზმარში ენა გამოგიყვეს–გრანდიოზული სკანდალი მოგიწევთ. თუ სიზმარში ენა გტკივათ, ბევრი ლაპარაკით სიკეთეს ვერ მიაღწევთ–ეს გამაფრთხილებელი სიზმარია
ენაბლუობა, ლიყიანობა - თუ სიზმარში ენა გებმით–გელით ავადმყოფობა და მოუსვენრობა. თუ ვიღაცას ებმის ენა, ე.ი. თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხი ისიამოვნებს თქვენი მოთმინებიდან გამოყვანითა და უაზრო ხლაფორთში ჩაგდებით.
ეპიდემია - თუ სიზმარში საშიში ეპიდემიის შესახებ შეიტყვეთ, ე.ი. გადაიღალეთ და დასვენება გესაჭიროებათ, ვინაიდან, სამომავლოდ კიდევ ბევრი საქმეები გელით. ხანდახან ასეთი სიზმარი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობასაც მოასწავებს
ეპისკოპოსი - მასწავლებლების, მწერლებისა და მახლობელი პროფესიის ადამიანებისათვის ეპისკოპოსის დასიზმრება მოასწავებს რთული საქმეებით გამოწვეულ სულიერ განცდებს. ვაჭარს სიზმარი მიანიშნებს ცუდ შენაძენსა და წამგებიან გარიგებაზე.
ბევრისათვის ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ბევრი უნდა იშრომონ, რათა თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. თუ ეპისკოპოსი კეთილგანწყობილია თქვენდამი და გაქებთ–გელით წარმატებები ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში, განსაკუთრებით კი სიყვარულში
ეპოლეტები - თუ ჯარისკაცს ესიზმრება, რომ ოფიცრის ეპოლეტები უკეთია, იგი ხელმძღვანელობასთან ცუდ ურთიერთბაში აღმოჩნდება, მაგრამ შემდგომ ჯილდოს მიიღებს. თუ ქალს ესიზმრება რომ მას ბრჭყვიალა ეპოლეტებიანი პიროვნება გააცნეს, ცხადში მასთან რომანი სკანდალური ხასიათის იქნება
ეტლი - თუ სიზმარში სადმე მიემგზავრებით ეტლით, ეს გპირდებათ კარგ შესაძლებლობას, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ჩამოვარდნა ან იმის დანახვა, თუ სხვები როგორ ვარდებიან ეტლიდან, გიწინასწარმეტყველებთ მაღალი პოსტის შეთავსებას
ექიმბაში - ექიმბაშის ნახვა ნიშნავს, რომ ცხადში თქვენი ამბიციები უცნაურად შეიცვლება და გამოსცდით იმედგაცრუების გრძნობას
ექიმი - ექიმის დასიზმრება ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობისა და გალაღების მომასწავებელია. თუ ექიმს ხვდებით საზოგადოებაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აუცილებელი არ გახდეს მომსახურების საფასურის გადახდა. თუ ამ სიზმარს ნახავს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებას ექიმზე აპირებს–გაფრთხილებაა: შეიძლება მოგატყუონ. თუ თქვენ ექიმთან მიღებაზე ხართ–ეს ნიშნავს მოსალოდნელ ავადმყოფობას ან უთანხმოებას ოჯახში
ექო - ექო სიზმარში–სევდის ნიშანია. სერიოზული ავადმყოფობა სამსახურის თავის დანებებას გაიძულებთ, მეგობრები კი ზურგს შეგაქცევენ
ექსტაზი - თუ სიზმარში ექსტაზის გრძნობა განიცადეთ, ცხადში დიდი ხნის ნანატრ მეგობართან მოგიწევთ შეხვედრა; მაგრამ თუ ამ დროს ცუდი გრძნობები დაგეუფლათ–უბედურებას უნდა ელოდოთ
ეშმაკი - თუ ეშმაკი სიზმარში გამოეცხადება გლეხს, ის მზად უნდა იყოს ცუდისათვის: მოუსავლიანობა, საქონლის გაწყვეტა და ავადმყოფობა სახლში. სპორტსმენებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მიემგზავრებიან სახლიდან შორს, სიზმარი მოუხმობს სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ. მქადაგებლისათვის ეს სიზმარი იმის უდავო მაჩვენებელია, რომ ის ზედმეტად განმკითხავია და უფრო მომთმენი უნდა იყოს, როცა მეზობელს აკრიტიკებს.
ელეგანტური ჯენტლმენის ნიღბით და ძვირფასი სამკაულებით მორთული ეშმაკი–გამაფრთხილებელი ნიშანია. თქვენ არ უნდა წამოეგოთ პირფერი ადამიანების მიერ შემოთავაზებულ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გაებათ მახეში. ასეთი სიზმრის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა უნდა იყოს წინდახედული და უფრო მეტად დაეყრდნოს მეგობრებს. ცუდი რეპუტაციის ქალები შეიძლება გაქურდონ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, იცნობდნენ. გაუფრთხილდით ეშმაკთან ურთიერთობას სიზმარშიც კი. მას ყოველთვის უბედურება მოაქვს. თუ სიზმარში ხედავთ, რომ გითვალთვალებთ ეშმაკი, ე.ი გაებმებით იმ მტრების მიერ დაგებულ მახეში, რომლებიც თავს მეგობრებად გაჩვენებდნენ. შეყვარებულისათვის სიზმარი ლაპარაკობს, რომ ვიღაც უზნეოს გამო შეიძლება გახდე მოღალატე.
ეშმაკები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი გართობისადმი ლტოლვა შესაძლოა უსიამოვნებებით შემოგიბრუნდეთ. თუ თქვენი თავი გესიზმრებათ ეშმაკის სახით, საკუთარი დაუფიქრებლობისა და ცუდი ზრახვების გამო სიღატაკეში აღმოჩნდებით
ეშმაკობა - თუ სიზმარში ვინმე მოატყუეთ, თქვენს გარემოცვაში კეთილგანწყობილი და წარმატებული ადამიანები გამოჩნდებიან. თუ სიზმარში ეშმაკი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, თქვენი საქციელი, შესაძლოა, თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ, ხოლო მომავალში, თუ იმავე მეთოდებით გააგრძელებთ მოქმედებას, ეს მხოლოდ თქვენი მოწინააღმდეგეების წისქვილზე დაასხავს წყალს
ეჭვიანობა - თუ ქმარს ესიზმრება, რომ ცოლზე ეჭვიანობს, ცხადში მასზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან არცთუ ჭკვიანი ადამიანები. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ქმარზე ეჭვიანობს, ე.ი მათ შორის ისეთი ჩხუბი მოხდება, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის.
ვაგონი - ვაგონი თუ დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ, რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ.
სიზმარში საძილე ვაგონის ნახვა ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად თქვენი მოქმედება გააქტიურდება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ თქვენი ეგოისტური პრინციპები.
სიზმარში ტრამვაის ნახვა გაფრთხილებაა: ვიღაცა დაინტერესებულია, უსიამოვნება მოგაყენოთ. ტრამვაით მგზავრობა–ეჭვიანობა დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
მოძრავი ტრამვაის ბაქანზე დგომა ნიშნავს, რომ გინდათ განაგრძოთ ძალზე სახიფათო საქმე, მაგრამ თუ მგზავრობა კარგად დასრულდება, ე.ი. წარმატება გელით. თუ ტრამვაის პლატფორმა ძალიან მაღალია–საშიშროება უფრო დამაჯერებელია, მაგრამ თუ ძალიან მაღალი არაა, ადვილად მიაღწევთ მიზანს
ვაზნა - თუ ვაზნა დაგესიზმრათ, ცხადში ჩხუბს უნდა ელოდეთ. ცარიელი ვაზნები–უმნიშვნელო მიზეზის გამო უაზრო გაბრაზებისა და უთანხმოების მომასწავებელია
ვალდებულებანი - თუ თქვენს თავზე იღებთ ვალდებულებას, ვიღაცის უსაფუძვლო საჩივრები და უსამართლო მოთხოვნები წონასწორობას დაგაკარგვინებთ და შეგნებულად წახვალთ დათმობაზე. თუ გესიზმრათ, რომ ვალდებულებას თქვენთან დაკავშირებით ვიღაც სხვა იღებს საკუთარ თავზე–გარშემომყოფთა დაფასებას დაიმსახურებთ
ვალი, ფულის სესხება - ვალის აღება სიზმარში საკმაოდ ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება.
თუ ბანკირს ესიზმრება, რომ ვალს იღებს სხვა ბანკირისაგან, ცხადში მის ბანკს კრახი ემუქრება, თუ არ გაითვალისწინებს სიზმრის გაფრთხილებას. თუ სიზმარში თქვენგან იღებენ სესხს–დახმარებას მიიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ; ჭეშმარიტი მეგობრები არ მიგატოვებენ
ვალსი - წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა.
თუ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავს–მას ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაგან არცერთი ხელს არ სთხოვს. თუ მისი შეყვარებული სიზმარში მის მეტოქეს აცეკვებს, ცხადში მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და თავშეკავება მსგავს სიტუაციაში.
თუ ქალი სიზმარში ქალთან ცეკვავს–მას შეიყვარებენ მიზანდასახულობისა და იმისათვის, რომ შეუძლია გამარჯვება. თუ ის ხედავს, რომ ნასვამი ხალხი ცეკვავს, მაშინ ის მხოლოდ სასწაულმა შეიძლება იხსნას შეყვარებულისა და ახლო მეგობრების მაცდური წინადადებისაგან
ვარდები - თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ, ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და ისიც დასთანხმდება.
დამჭკნარი ვარდები იმაზე მიუთითებენ, რომ თქვენ სიყვარული გაკლიათ. თეთრი ვარდები, რომლის ფოთლებზე ნამის არცერთი წვეთიც კი არ არის გაფრთხილებთ მოსალოდნელ ავადმყოფობაზე. ვარდის სურნელი სიზმარში სუფთა და უღრუბლო ცხოვრებასა და სიხარულს ნიშნავს, ვარდის კვირტები კი მყარი მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია.
გამხმარი ვარდის ბუჩქი–ახლობლის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. წითელი ვარდები–ოცნების ასრულებაა; მაგრამ თუ შეყვარებულ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თმებში იწნის წითელ ვარდებს–მას შეყვარებული მოატყუებს. თუ სიზმარში გაჩუქებენ წითელ ვარდების თაიგულს და ეს გაზაფხულზე მოხდება–წარმატება გელით, ზამთარში–ხანგრძლივი და ტყუილი მოლოდინია
ვარსკვლავები - თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და დამწუხრდებით.
თუ გესიზმრათ იდუმალად აალებული და მიმქრალი ვარსკვლავი, ახლო მომავალში მოგელით უცნაური მოვლენები და ცვლილებები. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავი პირდაპირ თქვენ დაგეცათ–თქვენს ოჯახს მოელის მძიმე დანაკარგი. თუ ხედავთ, რომ ვარსკვლავი დედამიწის გარშემო ბრუნავს, ნიშანია გლობალური კატასტროფებისა და განკითხვისა.
ვატიკანი - თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვატიკანში, ბედი გიმზადებთ მოულოდნელ კეთილგანწყობასა და ახლობლების ყურადღებას. თუ სიზმარში ხედავთ პაპის შეხვედრას სამეფო ოჯახის წევრებთან ან სხვა ცნობილ პირებთან, ცხადში გელით ნაცნობობა ცნობილ ადამიანებთან და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები
ვაშლები - მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია
ვაჭრობა - სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი
ვედრო - რძით სავსე ვედრო ნიშანია კეთილდღეობისა, შემოსავლისა და კეთილმეზობლობისა. ცარიელი ვედრო მოასწავებს შიმშილსა და ცუდ მოსავალს. ახალგაზრდა ქალი ვედროთი ხელში–ოჯახური ზრუნვის ნიშანია
ველი - თუ სიზმარში ველზე მოხვდით, ცხადში ლამაზ ადგილებში მოგზაურობა მოგიწევთ. ზაფხულში ნანახი ველი სიხარულს ნიშნავს. შიშველი, ცარიელი ველი დანაკარგსა და მარტოობას მოასწავებს. თუ სიზმარში ველზე დაიკარგეთ, ცხადში დიდი უბედურება დაგატყდებათ თავზე
ველოსიპედი - ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს
ვენახი - ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს.
ვენები - სიზმარში თუ თქვენს სხეულზე ხედავთ ჯანმრთელ ვენებს, გაიმარჯვებთ ღვარძლიან ადამიანზე. ვინაიდან სისხლის დენა მოასწავებს დიდ ნაღველს, რომელიც გარდაუვალი იქნება. დაბერილი ვენები–საზოგადოებრივ კიბეზე აღმასვლის მცდელობაა
ვერაგობა - თუ სიზმარში ნახეთ სიტუაცია, რომ მეგობრებმა გაგყიდეს–იმას ნიშნავს, რომ ცხადში გარემოცული იქნებით მათი ყურადღებითა და პატივისცემით. შეყვარებულთათვის ეს ნიშანია ბედნიერი რომანის გაბმისა
ვერცხლი - ვერცხლი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ ბედნიერებისათვის მარტო ფული არ არის საკმარისი. სიზმარში ვერცხლის ფულის პოვნა–მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს. სუფრის ვერცხლეული (დანა–ჩანგალი, კოვზები) დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოასწავებს
ვერცხლისწყალი - თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ვერცხლისწყალმა მოწამლა, მას ცუდი გარდაქმნები ელის–შეიძლება მეუღლემ მიატოვოს, ხოლო თუ გაუთხოვარია, სხვა უსიამოვნო ამბავი მას ოჯახთან დააშორებს
ვეფხვი - თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით.
გაქცეული ვეფხვი მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. გალიაში მჯდომარე ვეფხვი გეუბნებათ, რომ შეძლებთ თქვენი კონკურენტების თქვენს ნებაზე თამაშს
ვეშაპი - სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი
ვეშაპის ულვაში - სიზმარში ვეშაპის ულვაშის ნახვა ან მისგან რაიმეს გაკეთება ნიშნავს, რომ თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც სოლიდურ მოგებას მოგიტანთ
ვიზიტი - თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი.
ვიოლინო - ვიოლინოს ხმა სიზმარში მთელი თქვენი ოჯახისათვის სიმშვიდესა და ჰარმონიას მოასწავებს.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ვიოლინოზე უკრავს, ეს გაურკვევლობის ნიშანია. თუ მას ვიოლინოზე დაკვრა არ გამოსდის, ცხადში იგი ვიღაცის კეთილგანწყობას დაკარგავს. ზოგჯერ ეს სიზმარი მიუწვდომელ ოცნებასაც ნიშნავს. გატეხილი ვიოლინო–დანაკარგისა და განშორების ნიშანია
ვირთხა - ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია
ვირთხის საჭერი - თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვირთხის საჭერში, შეიძლება გაგქურდონ ან მოგპარონ რაღაც ფასეული. ცარიელი ვირთხის საჭერის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენ გემუქრებათ არც ცილისწამება, არც მეტოქეობა.
გატეხილი ვირთხის საჭერი გიქადით თქვენთვის არასასიამოვნო კავშირისაგან თავის დაღწევას. სიზმარში ვირთხის საჭერის დაგება კარგია– თქვენთვის ცნობილი გახდება მტრების ჩანაფიქრი; თქვენი წინდახედულება კი მოგცემთ საშუალებას, რომ გააცუროთ ისინი.
ვირი - ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს, მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით.
თუ ვირის ყროყინი შორიდან გესმით, ვალებს გაისტუმრებთ და გამდიდრდებით. ვირზე ჯდომა საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ, რის შედეგადაც თვალსაწიერს გაიფართოვებთ. თუ სხვები სხედან–ვირზე–თქვენს ახლობელს მძიმე ცხოვრება ელის. თუ ვირს აგდებთ–სახელი გაგიტყდებათ.
თუ ვირი ზემოდან დაგაწვათ, ე.ი. უბედურებაში, რომელიც გეწვევათ, დამნაშავე თავად იქნებით. თუ ვირი თავდაჯერებულად მიგყავთ–წარმატებით გადალახავთ რთულ სიტუაციას. ვირზე ამხედრებული ბავშვის დასიზმრება სიკეთეს მოასწავებს. მკვდარი ვირი გაფრთხილებთ შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე.ვირიდან ჩამოვარდნა უბედურების მაუწყებელია.
სიზმარში ვირის რძის სმა ნიშნავს მოვალეობების უგულებელყოფით საკუთარი კაპრიზების ასრულებას. თუ სხვისი ვირი მოვიდა თქვენს სახლთან, წარმატება და იღბლიანი ქორწინება გექნებათ. თეთრი ვირი–სიყვარულით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებაა.
ვისკი - თუ სიზმარში ხედავთ ვისკით სავსე ბოთლებს, ე.ი. აქტიურად იმოქმედებთ თქვენი ინტერესებისათვის. თუ სიზმარში მარტო სვამთ ვისკის, დაკარგავთ მეგობრებს, რისი მიზეზიც იქნება თქვენი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. თუ სიზმარში გაგიტყდათ ვისკის ბოთლი, დაკარგავთ მეგობრებს და ამის მიზეზი, ისევ და ისევ, თქვენი არაკეთილშობილური საქციელი იქნება.
ვისკის დასიზმრება ყოველთვის ცუდია. თუ ასეთი სიზმრის მერე რაღაცას მიაღწევთ, მაინც იმედგაცრუება გელით. ნახვა ან დალევა ვისკისა, მიუხედავად ხშირი იმედგაცრუებისა, ყოველთვის ნიშნავს სასურველის მიღწევის მცდელობას; მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ხედავთ სასმელს, ვერასოდეს მიაღწევთ იმ შედეგს, რისი იმედიც გქონდათ.
ვუალი (პირბადე) - თუ თქვენს თავზე ხედავთ ვუალს, ე.ი. არაგულწრფელი ხართ შეყვარებულის მიმართ და მოგიწევთ ხრიკების გამოყენება მის შესანარჩუნებლად. ძველი, დახეული ვუალი გაფრთხილებთ: თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავენ. ახალგაზრდა ქალისათვის ვუალის დაკარგვა ნიშნავს, რომ შეყვარებული მიუხვდება მას სიცრუეს და სიცრუითვე უპასუხებს. საქორწინო ვუალის ნახვა კარგია–მომასწავებელი უახლოეს მომავალში კარგი ცვლილებებისა.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავზე ხედავს საქორწინო ვუალს, ე.ი. ჩაებმება რაღაც წარმოებაში, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუტანს შემოსავალსა და სიხარულს; მაგრამ თუ ვუალი მოულოდნელად გძვრება თავიდან, გელით ავადმყოფობა და მწუხარება. ვუალის გადაგდება ნიშნავს ურთიერთობების ჩაშლასა და უპატიოსნებას. სამგლოვიარო ვუალი უსიამოვნებაა, განსაკუთრებით ბიზნესში.
ვულკანი - ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში
ზაზუნა - თუ ზაზუნა დაგესიზმრათ, ე.ი. უბედურება შენიღბულად გიახლოვდებათ. ქალს ეს სიზმრი აფრთხილებს, რომ ცდუნებას არ აჰყვეს: შესაძლოა, ამან მისი კეთილი სახელი შებღალოს
ზამთარი - სიზმარში ზამთრის ნახვა–ავადმყოფობის, ახლო მომავალში შეუძლოდ ყოფნის, ცუდი განწყობილებისა და ბურუსით მოცული პერსპექტივის მაუწყებელია. ასეთი სიზმრის მერე ტყუილადღა გექნებათ იმედი სიყვარულის სფეროში კარგი პერსპექტივისა
ზარალი - თუ სიზმარში ვინმეს ზარალს აყენებთ, ცხადში გელით ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაო.
თუ ზარალი თქვენ მოგაყენეს, ცხადში წააგებთ კონკურენტებთან ბრძოლაში.
ზარბაზანი - ეს სიზმარი იმის მომასწავებელია, რომ თქვენს სახლსა და ქვეყანას საფრთხე ემუქრება. თუ ახალგაზრდა ომში მიდის, შეიძლება სახლში არც კი დაბრუნდეს.
თუ გოგონა სიზმარში ზარბაზანს ნახავს, იგი სამხედროს მეუღლე გახდება. მაგრამ სასურველია, ეს სიზმარი არსებული მდგომარეობის მიხედვით ავხსნათ. მაგ: თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სამხედრო საქმესთან, ან თქვენ იარაღის კოლექციონერი ხართ და სიზმრი მშვიდობიან დროს დაგესიზმრათ, ეს საქმეებსა და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციას ნიშნავს
ზარების რეკვა - ზარების რეკვა სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სერიოზული მიზეზი გაგიჩნდებათ მღელვარებისათვის. სიზმარში ზარის რეკვის ხმის გაგონება მაუწყებელია შორეული მეგობრის სიკვდილისა ან ცრუ ინფორმაციისა, რომელიც აგაღელვებთ. სადღესასწაულო ზარის რეკვა გპირდებათ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების სიხარულს
ზარი (კარისა) - თუ თქვენ სიზმარში რეკავთ ვიღაცის კარზე ან გესმით ზარი თქვენს კარზე–მალე მიიღებთ რაღაც მოულოდნელ ინფორმაციას და სასწრაფო გამოძახებას სასამართლოში ან ცნობას თქვენი ახლო ნათესავის შეუძლოდ ყოფნის შესახებ
ზაფრანა - ზაფრანა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მტრების ძალისხმევით შესაძლოა თქვენი იმედი ვერ განხორციელდეს. თუ ზაფრანის ჩაის მიირთმევთ, ოჯახში განხეთქილება მოხდება
ზებრა - ზებრას დასიზმრება მოწმობს თქვენს გატაცებას სხვადასხვა საქმიანობით, რომელიც მალე გაგივლით. ველური ზებრას ნახვა თავის სტიქიაში იმის მაუწყებელია, რომ დაუწყებთ დევნას წარმოსახვით ქიმერებს, მაგრამ თქვენი გაუმაძღარი წყურვილი ბედნიერებისა ამით დაკმაყოფილდება
ზევით, რაღაცაზე ყოფნა - თუ სიზმარში რაღაც საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და სადაცაა ჩამოვარდება, მოასწავებს საშიშროებას. თუ საგანი მაინც ვარდება, მაგრამ თქვენ არ გეხებათ, თავს აარიდებთ დიდ მატერიალურ დანაკლისსა და სხვა უსიამოვნებებს. თუ საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და მაგრად არის დამაგრებული, მშვიდად იყავით: თქვენი ცხოვრება გამოსწორდება ყველა თვალსაზრისით.
ზეთი, საცხი - თუ გესიზმრებათ, რომ რაღაცას უსვამთ ზეთს, მოასწავებს მოვლენას, რომელშიც თქვენ წამყვანი ძალა იქნებით. დიდი რაოდენობით ზეთი–თქვენთვის საჭირო საქმით ზედმეტად გატაცებაა. მამაკაცისათვის ზეთით ვაჭრობა მოასწავებს მარცხს სიყვარულში, მაშინ, როდესაც ის იოლ გამარჯვებას ელოდა. ქალისათვის რაღაცისათვის ზეთის წასმა იმის ნიშანია, რომ მის წინაშე გაიხსნება ახალი ფართო შესაძლებლობანი.
ზეთისხილი - თუ დაგესიზმრათ , რომ ზეთისხილს აგროვებთ მხიარულ მეგობრებთან ერთად, ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ ბრწყინვალე სიურპრიზებს და წარმატება თქვენი თანამდევი გახდება. თუ ხსნით ზეთისხილიან ქილას, სიხარული და მხიარულება გელით, მაგრამ თუ გაგიტყდათ, სიამოვნება იმედგაცრუებით შეგეცვლებათ. ზეთისხილის ჭამა–კმაყოფილი იქნებით საკუთარი ცხოვრებით და გარემოცვით
ზეითუნის ზეთი - ზეითუნის ზეთი მიგანიშნებთ, რომ ახლობლები მძიმე განსაცდელის დროს გულგრილობას გამოიჩენენ
ზვიგენი - ზვიგენის ნახვა სიზმარში ნიშნავს მრისხანე, საშიშ მტერს. თუ ზვიგენები მოგდევენ და თავს გესხმიან, გელით იმედგაცრუება, რომელიც დაგამწუხრებთ. თუ ხედავთ მოთამაშე ზვიგენს კამკამა წყალში, ნიშნავს, რომ ვიდრე თქვენ ხარობთ და ერთობით ქალთა საზოგადოებით, თქვენი მოშურნე ცდილობს დაგაკარგვინოთ მოსვენება და ბედნიერება. თუ გესიზმრებათ მკვდარი ზვიგენი, მაშინ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სიმშვიდესა და კეთილდღეობას
ზვირთსაქცევი - თუ სიზმარში დგახართ ზვირთსაქცევზე, თქვენ ვაჟკაცურად დაიცავთ თავსა და საკუთარ სახელს, რის გამოც მოიპოვებთ საყოველთაო პატივისცემას, აგრეთვე დაიკავებთ პასუხსაგებ თანამდებობას. თუ სიზმარში უშედეგოდ ცდილობთ ზვირთსაჭრელზე ასვლას, მაშინ ჯილდოს, რომელსაც ასე ელოდით, ვერ მიიღებთ
ზიზილა - ზიზილების თაიგულების ნახვა ნიშნავს გაბრაზებას, მაგრამ ზიზილებით მოფენილი მინდვრის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და გალაღებას
ზიზღი, სიძულვილი - თუ გესიზმრებათ, რომ ეზიზღებით ადამიანებს, რომელთა აზრებსაც პატივს სცემთ, ცხადში მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ; მაგრამ თუ სიზმარში გრძნობთ, რომ დამსახურებულად ეზიზღებით, ცხადში თქვენი მეგობრები და პარტნიორები ზურგს შეგაქცევენ. თუ სიზმარში ჯარიმა უნდა გადაიხადოთ სასამართლოში უღირსი საქციელის გამო. ცხადში ელოდეთ შეცდომებს თქვენს საქმეებში
ზოდიაქოს ნიშნები - ზოდიაქოს ნიშნების დასიზმრება ნიშნავს კეთილდღეობის უმაგალითო ზრდას, ასევე, უღრუბლო ბედნიერებას და ოჯახში მშვიდობას. თუ ნიშანი რაღაც უცნაურია, ნიშნავს, რომ მალე გეწვევათ რაღაც უბედურება და მოგიწევთ უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მის დასაძლევად.
სიზმარში ნიშნების სწავლა–ე.ი. მალე გახდებით ცნობილი და მოეწყობით, ოღონდ ვიღაც უცხოს დახმარებით. თუ თქვენ მიმართავთ ნიშანს ან ის მოგმართავთ თქვენ–ეს სიზმარი გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას საქმეებში, ისე, რომ სხვასაც გაუკვირდება და თქვენც. სიზმარში ზოდიაქოს ნიშნების ხატვა სწრაფი შენაძენის მაუწყებელია
ზოოპარკი - თუ გესიზმრებათ, რომ დაბორიალობთ ზოოპარკში, დაფიქრდით, ბედი ძალიან ცვალებადია: ხანდახან გეჩვენებათ, რომ მტრები უკვე გაგისწორდნენ, თქვენ კი მაინც წარმატების მოპოვების წინა ხაზზე ხართ, ეს სიზმარი ასევე გპირდებათ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში, ახალ ცოდნას და ნათელ შთაბეჭდილებებს
ზუმბა - ზუმბა სიზმარში ცუდი იღბლის ნიშანია. თუ ქალს გატეხილი ზუმბა დაესიზმრა, შეყვარებული ან მეგობრები უღალატებენ
ზურგი - შიშველი ზურგი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გარემოცვაში მყოფი ერთ–ერთი პიროვნება თავის ძველ გავლენას დაკარგავს, მაგრამ მოერიდეთ მისთვის როგორც ფულის, ასევე რჩევის მიცემას. თქვენგან მიმავალი ადამიანის ზურგის ნახვა გაფრთხილებთ:თქვენ ერთდროულად გელოდებათ როგორც შური, ასევე ეჭვიანობა
ზურგჩანთა - სიზმარში ახალი ზურგჩანთა სიამოვნებას ნიშნავს, რომელსაც თქვენი ახალი ნაცნობები მოგანიჭებენ. ძველი ზურგჩანთა–სიღარიბის ნიშანია
ზურმუხტი - ზურმუხტის დასიზმრება–ცხადში თქვენ ქონებას მიიღებთ მემკვიდრეობით, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება მცირე საზრუნავთან. თუ საქმრო სიზმარში თავის საცოლეზე ხედავს ზურმუხტის სამკაულს–ის თითქმის უკვე უარყვეს მდიდარი მეტოქის გამო. ზურმუხტის ყიდვა ნიშანია მომავალი უიღბლო გარიგებისა
ზღუდე - თუ ზღუდე გესიზმრათ, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც ცდილობს ხელი შეგიშალოთ სიყვარულსა და მუშაობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენ მოაჯირზე იმაგრებთ თავს, იმაზე მეტყველებს, რომ სასოწარკვეთილი შეეცდებით საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას.