ჯანჯაფილი (კოჭა) - უბრალოდ აღმოსავლური სანელებელია, რომელსაც ძალუძს განსაკუთრებული გემო მისცეს ნებისმიერ საკვებს, მაგრამ ამავდროულად იგი გამოიყენება სამკურნალოდაც. ითვლება, რომ ჯანჯაფილს გააჩნია ბევრი უნიკალური თვისება, რომელთა რიცხვშიც შედის ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის თვისებაც.
საფეხურები
- 1წონაში დაკლება ჯანჯაფილის საშუალებით მიმდინარეობს სტაბილურად. ასეთი დიეტა განსხვავდება შიმშილობისან, რომლის შედეგადაც ხდება 2-3 კილოგრამის დაკლება. ჯანჯაფილის დიეტის ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვინაიდან ჯანჯაფილი არა მარტო წვავს კილოგრამებს, არამედ გადაჰყავს ორგანიზმი ენერგიის სრულიად სხვა გადამუშავების მოდელზე.
- 2გახდომისას ჯანჯაფილის გამოყენება შეიძლება სასარგებლო, გამამხნევებელი სასმელებისა და ჩაის სახით, ასევე სხვადასხვა კერძებში მისი დამატების სახით. ჯანჯაფილის ჩაის დალევა საჭმლის მიღების ნაცვლად ახშორს შიმშილის გრძნობას.
- 3გასახდომი ჩაის მოსამზადებლად გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ჯანჯაფილის ფესვი. დაუმატეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ფესვი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში და მიეცით დრო დაყენებისათვის. სასმელს დაუმატეთ ლიმონის პატარა ნაჭერი და თაფლი (1 ჩ/კ).
- 4ჯანჯაფილის ჩაის მომზადება შეიძლება სხვა რეცეპტითაც: გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი, დაჭერით იგი თხელ, ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი (2 ლიტრი). ამ სასმელის მიღება საჭიროა დღის განმავლობაში, თითო ჭიქაში 1 ჩ/კ თაფლის დამატებით. ასეთი ცაის შეამცირებს შიმშილის გრძნობას.
- 5ჯანჯაფილის ჩაი განსაკუთრებით ეფექტურია ნიორთან ერთად. ამ სასმელის მოსამზადებლად გაასუფთავეთ ჯანჯაფილი ქლიავის ზომის ფესვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორის, შემდეგ ეს ყველაფერი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მას შემდეგ რაც სასმელი დაყენდება, ამოიღეთ თერმოსიდან ჯანჯაფილი და ნიორი, გაწურეთ ჩაი და დალიეთ დღის განმავლობაში.
- 6ჯანჯაფილის სალათი ძალიან კარგი არის დიეთის მსუბუქ დღეებში. ამ კერძის შემადგენლობაა: შემწვარი ჭარხალი (20%), ნედლი სტაფილო (30%), ლიმონი (20%), ფორთოხლის ცედრა (10%), ნიახურის ფხვნილი (10%), ჯანჯაფილი (10%) და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი.