"განვასხვავოთ ის, თუ რა არის კარგი და რა ცუდი"
ადამიანებს ღმერთი გვჩუქნის(მცდარია მოსაზრება რომ ადამიანები ვჩუქნით ერთმანეთს თავს) ამიტომ არ ღირს მათზე უარის თქმა ან უარყოფა.
ყოველი ჩვენი ქმედებით ჩვენ საკუთარ თავს ვამჟღავნებთ! ფიქრი,მე ისეთი კარგი ვარ,მაგრამ სხვები ვერ ხედავენ ამას,არ ესმით ჩემი და ამ მიზეზით სრული უმოქმედობა,ვერასდროს მოგცემს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას და სხვებიც ვერასდროს დაინახავენ შენს შინაგან „მე“ს და გაღიარებენ,რადგან ადამიანი საქმით ფასდება.რამაც უნდა მოგცეს სტიმული ყოველთვის აკეთო ის რისიც გწამს და გჯერა და მას აუცილობლად მიაღწევ გზად მრავალჯერ წაქცევის ფასად.
საბოლოო ჯამში ადამიანი ფასდება მისი ქმედებებით და არა მისი ფილოსოფიური ხედვებით,ანუ სიტყვები ქმედების გარეშე მხოლოდ ჰაერში გაფანტული,ფუჭი,იოგების დაჭიმვის შედეგად მიღებული პრდუქტია. და თუ შენი სიტყვები არ შეესაბამება შენს ქმედებებს მაშინ ორივე არაფრის მომტანია.
„..ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე,რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. (მათე 5:16“)
მე გისურვებ ჩემო ერთგულო მკითხველო,განასხვავო ღვთისგან მოვლენილი „ეშმაკის საცდურისაგან“.
ღმერთო გაგვინათე გონება,განგვიწმინდე სული,რომ გავარჩიოთ კარგი ცუდისაგან,რადგან საცდური ხშირად კარგად გვესახება.
ჩემი აზრების ნათლად გამოსაკვეთად დავკონკრეტდები,ჩვენ ხშირად ვამბობთ, „მე მეგონა ის ისეთი ჭკვიანი,კეთილი იყო,მეგონა ვუყვარდი,მაგრამ პირიქით აღმოჩნდა,ანუ ამ ყოველივე კარგს მიღმა ცუდი იმალებოდა რამაც იმედგაცრუება და შემდგომ უნდობლობა მოგვიტანა.უნდობლობა ზოგადად კაცობრიობისადმი და ხშირად ღვთისადმი,ამ ყოველივეს კი განაპირობებს ჩვენი შეუცნობლობა კარგისა და ცუდისა.
მათე 7:16,17,18,19,20
თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ;განა ეკალზე კრეფენ ყურძენს,ან ნარზე ლეღვს?
ასე,ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი.
არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამორება და უვარგის ხეს ვარგისიანი ნაყოფის.
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს,მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
ასე რომ,თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
სიბრძნის სული გადმოვიდეს ყოველ ჩვენთაგანზე ისეო ქრისტეს სახელით,რათა მუდამ ღმერთის ნებით ვაკეტოთ არჩევანი და არა ჩვენი მოტივებით. ამინ.