ყოველდღიურად იზრდება სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ევროპაში. გაყინული მდინარეები და თოვლით დაფარული სოფლები. რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იაპონიაში 4 მეტრი სიმაღლის თოვლია. 82 ადამიანი ემსხვერპლა
ორ მეტრს მიაღწია უკრაინაში სადაც გარდაიცვალა 135 ადამიანი დაშავებულთა რიცხვი კი 3000 აღწევს.
სერბეთში ამინდის გაუარესებას ელოდებიან სადაც დიდთოვლობამ 13 ადამიანი იმსხვერპალა 20 გრადუსიანმა ყინვამ გარესამყაროს ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტი ოწყვიტა. გაიყინა მდინარეები
რუმინეთსა და ბულგარეთში სიცივეს ძლიერი ქარიც დაერთო რამდენიმე სოფელი მთლიანად თოვლით დაიფარა
დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობაა იტალიის ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში.
პარიზში ბოლო წლების განმავლობაში პირველად აამუშავეს ყინულ მჭრელი გემები სადაც ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსია
ჰოლანდიაში კი სიცივის გამო მდინარე გაიყინა რომელზეც ახალგაზრდები ველოსიპეტებით სრიალებენ.
ბოლო 2 კვირაა გაუსაძლისი ყინვებია ხორვატიაშიც სიცივის გამო ქვეყნის ეროვნულ პარკში ტბები და უდიდესი ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეა 78 მეტრა გაიყინა
უამინდობა გრძელდება თურქეთში სადაც ჩაკეტეს ბოსფორის სრუტე.