თუმცა შენ ჩემთან ერთად ხარ და ზედმეტ სახელად "სიჩუმე" გიწოდე. მე მიყვარს შენთნ საუბარი, მიყვარს შენი თმა, და შენი სურნელი. მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტონი ვრჩებით, ვპოულობ საკუთარ თავს. სიჩუმევ, ვწევარ შენთან ერთად და ვოცნებობ, უბრალოდ ვოცნებობ და მიხარია რომ მარტო არ ვარ.
მხოლოდ შენ გესმის ჩემი, თითქოს და კითხულობ ჩემს აზრებს, უთქმელადაც გესმის ჩემი! "სიჩუმევ" – ვინ ხარ შენ, და როგორ მიპოვე? ასე მგონია უკვე დიდხანს ვიცნობთ ერთმანეთს და ისე შემიყვარდი უშენოდ აღარ ვიცი როგორ ვიქნები...
...მე მოლოდინის გრძნობისგან დავიღალე, თორე ლოდინით ისევ როგორც გუშნ ველი და არ დავიღლილვარ, მაგრამ ამ გრძნობამ დამღალა და არა მოლოდინმა... თუმცა მაინც ბედნიერი ვარ რადგან ვხედავ მომავალს, ის კი მშვენიერია.