12/14/2022

ჯგუფი 18-ანგელოზი შემყვარდა

 G-D-Em-C


მოღუშულა მთვარე

დაფიქრებილა ღამე,

და პატარა ვარსკვლავები

ჩამოკიდებულან ცაზე.


მე დღეს მანათებს

ციდან მოსული სხივი,

მე შენ მიყვარხარ,

თურმე ვყოფილვარ გიჟი.


მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა,

ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე,

და ნელ ნელა ოცნებაც ახდა

და დღეს ჩემი ხარ შენ.


მთვარეს შევხედე

დაგინახე შენ,

შენმა ღიმილმა

მე დამანახა მზე.


მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა,

ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე,

და ნელ ნელა ოცნებაც ახდა

და დღეს ჩემი ხარ შენ.