საქართველოში არსებული ბრენდული მაღაზიების (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა თუ ა.შ. ) ფასებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება იმავე ბრენდის საქონლის საკუთარი ძალისხმევით გამოწერის სურვილი.
აღნიშნული სურვილი კი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ფასთან და საეჭვო ხარისხთან.
ეს ერთი წარმოდგენით რთული პროცედურა სულაც არ წარმოადგენს სირთულეს, თუკი ძალიან ზარმაცი არ ხარ – რამოდენიმე საფეხურის გავლა და ინტერნეტში მოძიებული ნივთი სახლში გექნებათ.
იმისათვის, რომ ინტერნეტში მოწონებული ნივთი სახლში დააბინავოთ საჭიროა:
1. პლასტიკური (საკრედიტო/სადებეტო) ბარათის ქონა;
2. გაგვაჩნდეს ტვირთების გადამზიდი კომპანიის ანგარიში;
3. აღნიშნული ნივთის სანდო ონლაინ მაღაზიებში მოძებნა;
4. რეგისტრაციის გავლა უცხოენოვან საიტზე.
ვინც ნაკლებად ან საერთოდ ვერ ერკვევა აღნიშნულ საკითხში, შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან რთულად მოეჩვენოს, მაგრამ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და მიხვდებით, რომ ყველაზე რთული ამ პროცედურებიდან სტატიის ბოლომდე წაკითხვაა.
1. პლასტიკური ბარათი
თქვენ უნდა გაგაჩნდეთ საკრედიტო/სადებეტო ბარათი, როგორც წესი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის იქნება მაგრამ კარგია თუ უბრალო ელექტრონს არ გამოიყენებთ, რადგან შემდგომი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ინტერნეტში სავაჭროდ უმთავრესია ბარათს უკანა მხარეს გააჩნდეს C V V კოდი.
სურათზე ნაჩვენებია CVV კოდის სხვადასხვა ვარიანტები ბარათების მიხედვით.
მე პირადად, ვიზა კლასიკს ვიყენებ და ჯერ არცერთ ონლაინ მაღაზიაში პრობლემა არ შემქნია. ბარათი გვჭირდება იმისათვის, რომ ინტერნეტ მაღაზიაში გადახდის მეთოდად სწორედ პლასტიკური ბარათით გადახდა მივუთითოთ (არსებობს გადახდის სხვა მეთოდებითც, ყველაზე გავრცელებულია Paypal-ი მაგამ აღნიშნული გადახდის სისტემით ქართველები ჯერ-ჯერობით ვერ ვსარგებლობთ, ამიტომ ვიყენებთ პლასტიკურ ბარათს ინტერნეტში სავაჭროდ).
ბარათს როგორ, რისთვის და რანაირად ვიყენებთ ამას შემდეგ ეტაპებზე დაწვრილებით ავხსნით.
2. ტვირთების გადამზიდი კომპანიის ანგარიში.
ტვირთის ჩამოტანისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ისეთი კომპანიები როგორიცაა Fedex-ი და DHL, მაგრამ ფასებიდან გამომდინარე ვიყენებთ გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც ანალოგიურ მომსახურებას გვთავაზობენ გაცილებით იაფად, მაგრამ ცოდა უფრო დიდ დროში.
საქართველოში მომრავლდა კომპანიები, რომლებიც ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებულები. მათ შორის გამორჩეულები არიან:
- https://www.usa2georgia.com
- http://vovovo.ge
- http://barami.us
- http://elva.ge და ა.შ.
შეარჩევთ ერთ-ერთ გადამზიდ კომპანიას და გექნებათ თქვენი საკუთარი მისამართი უცხოეთში. ანუ, გადამზიდი კომპანია გვაძლევს უცხოეთში მისამართს, რომელსაც შემდეგ მივუთითებთ ინტერნეტ მაღაზიის საიტზე რეგისტრაციისას მისამართის ველში.
სურათზე ნაჩვენებია VOVOVO-ს ანგარიში, სადაც მარცხენა ნაწილში მითითებულია მისამართები ამერიკაში, გერმანიასა და ლატვიაში. სურათის შუა ნაწილში დაანგარიშებულია ნივთის მონაცემების მიხედვით მისი ტრანსპორტირების ღირებულება, ხოლო სურათის მარჯვენა ნაწილში ე.წ “პრაის ლისტია” საქონლის ტრანსპორტირების კგ-ების მიხედვით.
ჩათვალეთ რომ ინტერნეტში ვაჭრობისას თქვენ საქართველოში კი არა, უკვე გადამზიდი კომპანიის მიერ მონიჭებულ მისამართზე ცხოვრობთ.
ჩვენ უკვე გვაქვს გადახდის მეთოდი (პლასტიკური ბარათი) და მისამართი უცხოეთში (რომელიც მოგვანიჭა გადამზიდავმა კომპანიამ დარეგისტრირების შემდგომ).
ახლა კი გვინდა სასურველი ნივთის მოძიება ინტერნეტში და მისი შეძენა.
3. ინტერნეტ მაღაზიაში სასურველი ნივთის მოძებნა
ონლაინ მაღაზიაში ნივთის მოძებნა ყველაზე მარტივია, რადგან არსებობენ ისეთი გიგანტები როგორებიც არიან:
- http://www.amazon.com
- http://www.6pm.com
- http://www.zappos.com
- http://www.newegg.com
- http://www.victoriassecret.com
- http://www.walmart.com
რა თქმა უნდა, ეს მსგავსი საიტების არასრული ჩამონათვალია, მაგრამ აღნიშნულ საიტებზე შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი ნივთის მოძებნა.
სასურველი პროდუქციის მოძიების შემდეგ დაგჭირდებათ მისი საყიდლების კალათაში გადატანა (ნივთის საყიდლების კალათაში გადატანამდე ჯობს საიტზე რეგისტრაცია გაიაროთ).
4. რეგისტრაცია ონლაინი მაღაზიის ვებ-გვერდზე
რეგისტრაციისათვის საჭიროა შევიდეთ საიტზე და მოვძებნოთ ღილაკი SIGN UP ან CREATE NEW ACCOUNT ან REGISTRATION. როგორც წესი, რეგისტრაციისათვის სწორედ აღნიშნული სიტყვებია გამოყენებული ან რაიმე მსგავსი, რომელიც საიტზე ძალიან ადვილი შესამჩნევია (თუ რა თქმა უნდა, რეი ჩარლზი არ ხარ).
რეგისტრაციის დროს გასავლელია რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი როგორც ყოველთვის არის პირადი ინფორმაციის შეყვანა როგორიცაა: ელ.ფოსტა, სახელი და გვარი, მისამართი, ZIP/Postal კოდი, შტატი, ტელეფონის ნომერი. ზოგჯერ არის დამატებითი შეკითხვებიც რეგისტრაციის დროს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ სარეგისტრაციო ველებს და სავალდებულო ველები გამოყოფილია (ასტერიკით) ფიფქით (*) და შეგიძლიათ მხოლოდ აღნიშნული ველები შეავსოთ.
პირადი ინფორმაციის შეყვანისას შესაძლოა ბოლო სამმა პუნქტმა დაგაბნიოთ, თუმცა რთული არაფერია: ZIP CODE იგივე POSTAL CODE აღინიშნება ციფრებით, რადგან ხშირია შემთხვევა როდესაც ქალაქში ერთი და იმავე დასახელების ქუჩები არსებობს და რომ არ მოხდეს მათი არევა ისინი განირჩევიან ზიპ კოდით ანუ იგივე საფოსტო ინდექსით, რადგან ფოსტალიონმა ადვილად გიპოვოთ. საქართველოში საფოსტო ინდექსი 4 ნიშნანაა (მაგ:. 0102 მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიას აღნიშავს, ხოლო ამერიკაში როგორც წესი 5 ციფრიანია). შტატი – შტატის შემთხვევაში ნუ დაიბნევით არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ უცხოელი (ამერიკელი) ხართ ინტერნეტში ვაჭრობისას და შესაბამისად უნდა მიუთითოთ შტატიც, ხოლო ტელეფონის ნომრის შემთხვევაში უნდა ჩაწეროთ ის ნომერი, რომელსაც გადამზიდი კომპანია მოგანიჭებთ.
რეგისტრაციის დროს ასევე საჭიროა კონკრეტული საიტის წესების გაცნობა და მათზე დათანხმება, როგორც წესი ქართველები ავტომატურად ვეთანხმებით ამ წესებს, არც კი ვკითხულობთ და ისე გადავდივართ შემდეგ პროცედურებზე (არამგონია ამ უდიდესი ტრადიციის დამრღვევი თქვენ ბრძანდებოდეთ და ყოველთვის კითხულობდეთ ინსტრუქციებს და წესებს, ამიტომ ჯობს თქვენც ავტომატურად მონიშნოთ წესებზე დათანხმების გრაფა).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე ირჩევთ გადახდის ფორმას. გადახდის ფორმაში, რა თქმა უნდა, ვირჩევთ პლასტიკურ ბარათს (CREDIT CARD) და შეგვყავს ბარათის მონაცემები: ბარათის მფლობელი, ბარათის ნომერი (12 ნიშნა ციფრი რომელიც ბარათის ცინა მხარესაა ამოტვიფრული), ბარათის ვადა, C V V კოდი.
ამით სრულდება რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ელ.ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის წერილი, რომლითაც გააქტიურებთ თქვენს ანგარიშს ინტერნეტ მაღაზიაში. შემდეგ შეხვალთ თქვენი ექაუნთით – აირჩევთ სასურველ ნივთს, დაამატებთ საყიდლების კალათაში (ADD TO CART) და შემდეგ გადაიხდით ნივთის ღირებულებას.
შენიშვნა: ზოგიერთი ინტერნეტ მაღაზია ბარათის მონაცემებს რეგისტრაციისას არ ითხოვს და ითხოვს მას მხოლოდ ანგარიშწორების დროს, იმედია ეს მცირედი დეტალი არ დაგაბნევთ.
არჩეული ნივთი (ნივთები) დაახლოებით ერთ კვირაში მივა თქვენს უცხოურ მისამართზე და ასევე დაახლოებით ერთ კვირაში ნივთი ჩამოვა საქართველოში.
გაითვალისწინეთ 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთი (ნივთები) ექვემდებარება განბაჟებას.
გისურვებთ წარმატებულ ინტერნეტ-შოფინგს ! ! !