8/29/2017

ინტერნეტი-მუშაობა ინტერნეტში

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ მუშაობას დაიწყებთ ინტერნეტში
          
    ფულის შოვნა ინტერნეტში შესაძლებელია,თუ აირჩევთ სწორ სტრატეგიას  და არ დააკლებთ ძალისხმევას.მათ ვინც პირველად იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას პოულობს ინტერნეტში ამ თემის შესახებ ზღვა ინფორმაციას  და რთულია მათთვის გაარკვიოს რომელია მათში მითი და რომელი რეალობა. სიტუაციას ამძიმებენ ის პიროვნებებიც რომლებიც ჰპირდებიან არარეალურ შემოსავლებს და ყველაფერ ამას არანაირი ძალისხმევის ფასად. ახალბედა ადვილად იჯერებს, რომ სწრაფად იშოვის ფულს და ამისთვის არაფერს არ აკეთებს. რასაკვირველია მისი შედეგი ნულის ტოლი იქნება , რაც მასში იწვევს იმედგაცრუებას და უერთდება  იმ    უიღბლოთა რიცხვს რომლებიც გახდნენ არაპატიოსან ადამიანთა მცდარი ინფორმაციის მსხვერპლნი.
 
       არავისთვის   არ   იქნება   სიახლე    თუ  ვიტყვით, რომ , ნებისმიერს უყვარს  " იოლი ფული", თავისი ასაკის,  სქესის, აღმსარებლობის  თუ  სოციალური  სტატუსის  მიუხედავად.  ადამიანთა   90% -ისათვის ინტერნეტი ასოცირდება მუქთა შემოსავალთან. ეს მცდარი  აზრია და   თანხების  გამომუშავებისათვის ინტერნეტში  საჭიროა  შრომა  და  თქვენ  წარმოიდგინეთ  არა  ნაკლები   შრომა, ვიდრე   სხვა  სფეროში. გარჯის და ძალისხმევის გარეშე, არავინ არაფერს არ მოგცემთ.როგორც იტყვიან, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.   ამასთანავე   როგორც   ჩვეულებრივ   ბიზნესში,   ინტერნეტ    ბიზნესშიც   უნდა    ჩაიდოს გარკვეული თანხები  რათა  მოხდეს  თქვენი პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაცია. თუ თქვენ ფიქრობთ  რომ,  თქვენი ბიზნესი ინტერნეტში მოგიტანთ შემოსავალს ინვესტიციის გარეშე, მაშინ უნდა გითხრათ რომ ეს ბიზნესი 100-დან 99 შემთხვევაში არ იმუშავებს. 
      ფულის გამომუშავება რომ  დაწყოთ  საჭიროა   თანხების  ჩადება ინტერნეტ პროექტებში, რეკლამაში, ვებ საიტებში და ა.შ. 

      აქვე უნდა ითქვას რომ ინტერნეტში ფულს, ბევრს და უცებ ვერ გამოიმუშავებთ. არ ენდოთ მათ ვინც ამას   გპირდებათ.  ამ ტიპის ბიზნესში   ბევრი  ინტერნეტ მახე არსებობს და არაერთი გამოუცდელი ახალბედა გაბმულა მასში.
ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეშოვა ფული  ინტერნეტის საშუალებით. ამასთან ერთად, არა პატარა თანხები არამედ ათასები და ათობით ათასებიც კი.პრიციპში რომ ითქვას,ინტერნეტის მასშტაბებისთვის ეს   არც    ისე  დიდი თანხებია და მათი გამომუშავებაც სავსებით რეალურია.

       როდესაც რაღაცას  გადაჭარბებით აქებენ, ადამიანებში იწვევს უარის თქმის სურვილს ან, როგორც    მინიმუმ,     ეჭვს,   ნუთუ   ეს   ყველაფერი  ასეთი კარგია, რასაც ამბობენ ან წერენ, ინტერნეტში   მუშაობის შესახებ. აქედან  გამომდინარე,  ჩვენ შევაგროვეთ 5 ყველაზე მეტად გავრცელებული მცდარი აზრი, რომლებიც გავრცელებულია ინტერნეტ მომხმარებლებში

1.ინტერნეტში  არაფერის კეთების ფასად შეგიძლიათ  იშოვოთ 1000-1500 დოლარი თვეში.

    რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის .აღნიშნული თანხა რომ მიიღოთ მოგიწევთ შრომა და ძალისხმევა. ახალი საგნების     შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება.თუმცა, თუ თქვენ მზად ხართ სერიოზულად და    პასუხისმგებლობით შეასრულოთ დაკისრებული ამოცანები, 1500 დოლარი  - რეალისტური თანხაა  თქვენთვის.   ამასთან   ერთად  გეძლევათ შესაძლებლობა მართოთ საკუთარი დრო თქვენთვის მოსახერხებელი განრიგის მიხედვით.

2. მუშაობა ინტერნეტში - ის ლატარეაა , სადაც თქვენ ყოველთვის რისკავთ.

        ეს ასე აღარაა!         თქვენი უფლებები     დაცულია       საქართველოს კანონმდებლობით. შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება და იმუშაოთ ოფიციალურად , მაშინაც კი, თუ თქვენ ხართ სხვ ა ქალაქში ან თუ     მუშაობთ    სახლში   ინტერნეტის     საშუალებით ,    თქვენი  უფლებები და ინტერესები დაცულია კანონმდებლობით.

3. ინტერნეტში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვინც ფლობს განსაკუთრებული ნიჭსა და უნარს.

           უამრავი   განსხვავებული   პროფესიებიდან   შეძლებთ  აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე თქვენთვის მოსაწონი და გამოსადეგი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ საჭირო თვისებები და სურვილი, რომ ისწავლოთ,    ხოლო    სპეციფიკურ    ცოდნას  და     უნარებს    შეძლებთ  მიიღოთ 1-2 თვეში სპეციალური კურსების     დახმარებით    და      დარწმუნდებით ,     რომ      შეგიძლიათ აითვისოთ ახალი, ერთი ან რამოდენიმე ინტერნეტ პროფესიები, სრულიად რეალურად.

4. ინტერნეტში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვინც ვერ იპოვა სამუშაო ოფისში.

           სინამდვილეში, ინტერნეტი დასაქმებულია ათასობით ადამიანი , რომლებსაც არ აქვთ საშუალება ისხდნენ  9 -18 საათი ოფისში  მაგიდასთან.    მათ შორის არიან ახალგაზრდა დედები, პენსიონერები და შეზღუდული      შესაძლებლობის    მქონე    პირები,  პატარა   ქალაქებში  მაცხოვრებლები, სადაც ძალიან ცოტა სამუშაო  ადგილია, აგრეთვე  ისინიც, ვისაც  უბრალოდ  სურს ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი, დღეში   2-3  საათის ხანგრძლივობით.

     თუმცა, ყოველდღე, უფრო და    უფრო  მეტი     საერთაშორისო      კომპანიები უარს ამბობენ ოფისების ქონაზე. ისინი თანამშრომლობენ სპეციალისტებთან მსოფლიოს    ნებისმიერ      კუთხეში და მუდმივად  ავსებენ  თანამშრომელთა შტატს ინტერნეტში  დასაქმებულებით.  ასე რომ თქვენთვის სულაც არ არის აუცილებელი  ქალაქის სხვა კუთხეში გადაადგილება ან   შესაფერისი  სამსახურის საშოვნელად ,  სხვა ქვეყანაში გადასვლა. აქვე უნდა ითქვას რომ, ინტერნეტში   მუშაობის   მსურველი აუცილებლად   უნდა ფლობდეს, მრავალი   ინტერნეტ პროფესიებიდან    ერთ-ერთს   მაინც. 

5. ყველა ვაკანსია ინტერნეტში უკვე დაკავებულია, და არ ღირს იქ შესვლა.

       იცით თუ არა რომ ყოველდღე ჩნდება ასობით ონლაინ სამუშაო ადგილები? იქმნება ახალი საიტები, ჯგუფები, თანამეგობრობები ,   ინტერნეტ-მაღაზიები. და მათ ესაჭიროებათ განვითარება,რეკლამირება და მომსახურება.

       აქედან   გამომდინარე,    ახალი     სპეციალობა   არ მოგცემთ საშუალებას დარჩეთ  სამუშაოს  გარეშე.

       ინტერნეტის განვითარებამ შექმნა უამრავი ინტერნეტ პროფესიები, რომელთა ათვისებაც მოკლე დროში შეიძლება, რაც რეალური და ღირსეული შემოსავლების ქონის საშუალებას  მოგცემთ.

უკვე მოგწონთ ინტერნეტში მუშაობის იდეა? ჯერ სად ხართ!
ფულის გამომუშავების რეალური მეთოდები ინტერნეტში

     ინტერნეტ მარკეტინგი  -  ეს არის ინტერნეტ მომხმარებლისათვის მიმართულების მიცემა გარკვეულ რესურსებზე (ინტერნეტ თამაშები, ინტერნეტ მაღაზიები,ახლად შექმნილი სოციალური ქსელები და ბევრი სხვა რამ.) ნებისმიერ საიტს ესაჭიროება მომხმარებელი (მნახველი). მათ მისაღებად პროექტი მზად არის გადაიხადოს ფული. ანუ გადაგიხადოთ თქვენ, რომლებიც დაეხმარებით საიტს მნახველების მოზიდვაში. ამისათვის უნდა გაავრცელოთ სარეკლამო განცხადებები საიტის შესახებ სხვადასხვა ვებ გვერდებზე, სადაც იქნება ჩასმული საიტის ლინკი. მომხმარებელი შევა ამ ლინკით მინიშნებულ საიტზე, თქვენ კი გაწეული დახმარებისათვის მიიღებთ  გარკვეული რაოდენობის ჰონორარს.
    მოცემული სამუშაოს შესასრულებლად, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ უფასო საპარტნიორო პროგრამებში. თქვენ მხოლოდ უნდა აკონტროლოთ პროცესი და დროდადრო შეიტანოთ კორექტივები.

     საპარტნიორო პროგრამები -ეს არის თანამშრომლობა რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მფლობელსა (ავტორი ან კომპანია) და პარტნიორს შორის, რომელსაც მფლობელი გაწეული სამსახურისათვის უხდის საკომისიოს გაყიდული პროდუქტის საფასურიდან.
  სამუშაო სქემა ასეთია:
1) დარეგისტრირდით საპარტნიორო პროგრამაში
2) აიღეთ გასაყიდი პროდუქტის სპეციალურ საპარტნიორო ლინკი (ვებ გვერდის მისამართი). 3)რეკომენდაცია გაუწიეთ ხალხს გასაყიდ პროდუქტზე და დაუტოვეთ ლინკი, 
4) კლიენტები თქვენი რეკომენდაციის და ლინკის დახმარებით შეიძენენ პროდუქტს. 
5)გაყიდული პროდუქტიდან აიღებთ საკომისიოს.

     ინფო ბიზნესი - ეს ნიშნავს შექმნათ და გაყიდოთ   სასარგებლო და საგანმანათლებლო ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ფლობთ და სთავაზობთ მომხმარებელს ადვილად აღსაქმელი ფორმით,   გარკვეული   თანხის   საფასურად.   (კურსები,  ტრენინგები,  სემინარები   და ა.შ.).
  სამუშაო სქემა ასეთია:
1) შექმენით   ფასიანი   და   უფასო   პროდუქტი.   
2)დაიწყეთ   უფასო პროდუქტის   დარიგება   ინტერნეტში   ხელმოწერების   სანაცვლოდ    (თქვენ  ასე გაზრდით თქვენი ხელმომწერების რაოდენობას). 
3)ამის  შემდეგ  ხელმომწერებს   სთავაზობთ   თქვენს ფასიან პროდუქტს. 
4)გაყიდული პროდუქტი გაძლევთ მოგებას.

   ფულის გამომუშავება საკუთარი საიტის ან ბლოგის მეშვეობით -
1) შექმენით თქვენი  საკუთარი საიტი  ან   ბლოგი.   საიტის შექმნა 
2) შეავსეთ ის საინტერესო მასალით (სტატიები, ვიდეო და აუდიო მასალები და სხვა).
3) გახადეთ  საიტი   პოპულარული.   ინტერნეტ     მეგობრების    და   ბევრი სხვა  მეთოდების გამოყენებით  ამრავლებთ   საიტის   მნახველთა რაოდენობას.  
4) ამის  შემდეგ იწყებთ  საიტის "მონეტიზაციას" შემდეგი საშუალებებით:
--.სარეკლამო  ბანერები.

      ფულის გამომუშავება  სოციალური ქსელების საშუალებით  - თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში მილიონობით ადამიანი გაწევრიანებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ("facebook","twitter","google+","Одноклассники","контакт" და ა.შ.), რაც  სარეკლამო   კომპანიებს საფუძველს  აძლევთ  რეკლამები განათავსონ ამ ქსელებში. ამიტომ  ინტერნეტში  გაჩნდა სერვისები, რომლებიც უხდიან ადამიანებს თანხებს, რათა რეკლამები განთავსდეს მათ ვებ გვერდებსა და ბლოგებზე.  

მახეები ინტერნეტში

      ფინანსური პირამიდები არსად არ გამქრალა, ურალოდ მათ იტერნეტ სივრცეში გადაინაცვლეს.ორგანიზატორები მოხერხებულად  ცვლიან საქმიანობის პირობებს და მათი ამოცნობა საკმაოდ ძნელი ხდება. მაგალითად, რეკლამა იუწყება რომ, თუ ჩადებთ 10 ან 100 ლარს, ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ ათასები და ათი ათასები.

 სხვა თაღლითები გპირდებიან, დასაფარი  თანხის 5%-ის სანაცვლოდ კრედიტიდან, დაფარონ ყველა ვალი. აზარტული ადამიანები თავიდან ფულს სესხულობენ მეგობრებისაგან, შემდეგ გირაოში დებენ ბინებს,. გარეგნულად ასეთი "საზოგადოებები"  გვანან სოციალური ქსელების ჩვეულებრივ ჯგუფებს. არანაირი იურიდიული სახის ხელშეკრულების დადების სანაცვლოდ, ადამიანები ნებაყოფლობით, რიცხავენ თანხებს, რაც გარეგნულად საქველმოქმედო შენატანებს ჰგავს.

    ერთერთი გავრცელებული ინტერნეტ თაღლითობა გახლავთ, შექმნილი ეგრეთ წოდებული ინტერნეტ მაღაზიები,
რომლებიც იყენებენ სხვა, ოფიციალური ინტერნეტ მაღაზიის  კონტენტს (სხვისი საიტის შინაარსს), რის შემდეგაც წარმოდგენილ გასაყიდ საქონელს, მომხმარებელს სთავაზობენ, გაცილებით იაფ ფასად. ადამიანი რომელიც გაებმება ონლაინ თაღლითის მახეში, ყიდულობს რომელიმე საქონელს და იხდის საქონლის ღირებულების, დაახლოებით 90%-ს,  რომელიმე ელექტრონული გადახდის სერვისის მეშვეობით.  რის შემდეგაც, ან საქონელი არ მიდის გადამხდელამდე ან , მისდის სხვა სახის ამანათი, რომელშიც არის არასაჭირო წიგნები, მაკულატურა,. საბოლოო ჯამში კი, კლიენტი რჩება მოტყუებული. ასეთი თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, როცა შეხვალთ ინტერნეტ მაღაზიაში საქონლის შესაძენად და ეჭვი გეპარებათ  აღნიშნული ინტერნეტ მაღაზიის კანონიერებაში, საკმარისია აკრიფოთ საიტზე მითითებული მაღაზიის ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდეთ ადამიანს და სთხოვოთ დაგალაპარაკოთ მაღაზიის მენეჯერს, რომელიც ყიდის ამა თუ იმ საქონელს. დაუშვათ თუ ყიდულობთ მობილურ ტელეფონს, გამოკითხეთ ინფორმაცია მაღაზიაში წარმოდგენილი მობილური ტელეფონების ასორტიმენტის შესახებ. თუ ყიდულობთ რაიმე ტექნიკას, გამოკითხეთ მისი ტექნიკური პარამეტრები. თუ ესთაღლითები არიან, ჩვეულებრივ ისინი არ ფლობენ ასეთ დაწვრილებით ინფორმაციას ყველა წარმოდგენილ ნივთზე. ასევე უმჯობესია გამოიყენოთ კურიერის მომსახურება. მას შემდეგ რაც კურიერი მოგიტანთ საქონელს, თანხა  გადაუხადოთ პირადად მას. ეს გზა გაცილებით საიმედოა ვიდრე , ელექტრონული საგადასახადო სისტემების გამოყენება. როდესაც რომელიმე ინტერნეტ მაღაზია გთავაზობთ რაიმე საქონელს, საკმაოდ იაფად, უდიდესი შანსია აღნიშნული საქონელი საერთოდ ვერ მიიღოთ.

   ფიშინგი - ინტერნეტ თაღლითობის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის ყალბი საიტი-მახე, რომელსაც აქვს დაკოპირებული რომელიმე ოფიციალური ბანკის საიტი, რის შემდეგაც თქვენ მოგდით მესიჯი ან ელექტრონული შეტყობინება ელ.  ფოსტის მეშვეობით, რომ მოხდა გადატვირთვა საბანკო სისტემის და გთხოვენ პირადი პლასტიკური ბარათის პინ-კოდის შეყვანას. თქვენ  შედიხართ აღნიშნულ საიტზე, ტოვებთ მონაცემებს, რის შედეგადაც ეს მონაცემები ხვდება თაღლითების ხელში. ისინი ამზადებენ ყალბ პლასტიკურ ბარათს და უპრობლემოდ ახდენენ  შესვლას   თქვენს საბანკო ანგარიშში. ამ შემთხვევაში მთავარია ვიცოდეთ რომ, არცერთი ბანკი არ ახდენს ასეთი თხოვნის წერილის გაგზავნას ელექტრონული ფოსტით. ბანკის მომსახურე პერსონალი დაგიკავშირდებათ თქვენს პირად ტელეფონზე, გთხოვთ მიბრძანდეთ ოფისში, რათა ადგილზე გადაიჭრას, ბანკთან წარმოქმნილი, ყველანაირი პრობლემა. 

  ასევე შესაძლებელია შეხვიდეთ ისეთ ხაკერულ საიტზე, სადაც გთავაზობენ ისეთი სახის პროგრამის ჩამოტვირთვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეხვიდეთ მეგობრებისა და ნაცნიბების პირად მონაცემებში. თქვენ ჩამოტვიტთავთ აღნიშნულ პროგრამას და განათავსებთ საკუთარ კომპიუტერზე. ეს კი საშუალებას აძლევს ხაკერებს მოიპოვონ ის ინფორმაცია, რომელსაც ინახავთ  კომპიუტერში. ეს იქნება პაროლები, საბანკო ანგარიშების მონაცემები და ა.შ.

     ბოლო ხანებში გავრცელდა თაღლითობის ისეთი სახე როგორიც არის პირადი საფოსტო მიმოწერის კონტროლი ხაკერების მხრიდან. ისინი აღწევენ თქვენს პირად საფოსტო სივრცეში და სპეციალური პროგრამის საშუალებით თქვენი მეგობრის თუ ნაცნობის სახელით გიკავშირდებიან ელ. ფოსტით, გთხოვენ ასესხოთ გარკვეული თანხა და გადაურიცხოთ ეს თანხა ბანკომატის ან რომელიმე სხვა ელექტრონული გადახდის სერვისის გამოყენებით. თაღლითობის შესახებ თქვენ მიხვდებით მაშინ, როცა გაიგებთ რომ არანაირი გადარიცხული თანხა თქვენს მეგობარს არც უთხოვია და არც მიუღია.


      ერთი სტატია რა თქმა უნდა ვერ დაიტევს იმ ინტერნეტ-თაღლითობების სრულ კასკადს, რომელიც ასე მრავლადაა ონლაინ სივრცეში და დიდი ალბათობით მათი რიცხვი, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მოიმატებს.  ამ პოსტის დანიშნულებაა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ იმ მავნე მოვლენის შესახებ, რომელსაც "ინტერნეტ-აფიორა" ჰქვია და მოგიწოდოთ არ ენდოთ ონლაინში საეჭვო შემოთავაზებებს.