8/29/2017

ონლაინ პროფესიები-ინტერნეტ პროფესიები

საქმიან სამყაროში არსებობს ადამიანების ორი კატეგორია: ბიზნესმენები-რომლებსაც  გააჩნიათ ბიზნესის მართვის ნიჭი და შემსრულებლები. ეს  ის ადამიანები არიან რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად, გარკვეული სპეციალობით. ორივე კატეგორიის ადამიანებს ინტერნეტი აძლევს, შესაფერისი სამუშაოს კეთების საშუალებას, დაიწყონ საკუთარი საქმე ან დასაქმდნენ დამოუკიდებლად.

     მათ ვისაც არ გსურთ  გქონდეთ საკუთარი ბიზნესი თუმცა გაქვთ სურვილი გამოიმუშაოთ ფული ინტერნეტში  რომელიმე სპეციალობით, გთავაზობთ ონლაინ-პროფესიების არასრულ ჩამონათვალს:

1-    თავისუფალი ფოტოგრაფი.
2-   რერაიტერი,კოპირაიტერი,მწერალი.
3.    ვიდეო რგოლების მემონტაჟე.
4.    დიზაინერი.
5-    ბუღალტერი.
6-   პროექტების მენეჯერი.
7.    გაყიდვების მენეჯერი.
8-    ინტერნეტ რეკლამის მენეჯერი.
9-    ტექნიკური დახმარების მენეჯერი.
10-  ვიდეო არხის  (youtube) მენეჯერი.
11-  მცირე ბიზნესის რეკლამირების მენეჯერი.
12-  მეწარმის პირადი დამხმარე.
13-  ონლაინ კონსულტანტი.
14-  სატელეფონო დისპეტჩერი.
15-  სოციალური ქსელების ადმინისტრატორი.
16-  კონტენტ-მენეჯერი.
17-  ქოუჩ-ტრენერი.
18-  ვებ ანალიტიკოსი.
19-  კონტექსტური რეკლამის სპეციალისტი.
20-  საპარტნიორო პროგრამების სპეციალისტი.
21-  მობილური ჩანართების სპეციალისტი.
22-  გაყიდვადი საიტის კონსულტანტი.
23-  კომპიუტერის ონლაინ სპეციალისტი.
24-  ვებმასტერი.
25-  ვებ გვერდის ამწყობი

   შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე სპეციალობა,  შეისწავლოთ ის  საფუძვლიანად და დაიწყოთ თანხების გამომუშავება სახლიდან გაუსვლელად.თვითონ გადაწყვეტთ როდის და რამდენი იმუშაოთ,თავად მოძებნით შეკვეთებს, შეუთანხმდებით დამკვეთს ანაზღაურებაზე, შეასრულებთ აღებულ სამუშაოს პირნათლად, ხარისხიანად და მიიღებთ გასამჯელოს ისე, როგორც ამას უამრავი ხალხი აკეთებს მსოფლიოში.