1/08/2017

რეპრუა-მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე

მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე
რეპრუა — ზოგი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე.[1][2] მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან, პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.


დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ) – 61 მეტრი,[3][4][5] თუმცა, მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში ასევე ითვლება მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ – 36 მეტრი.