12/18/2011

უზარმაზარი თეთრი სივრცე დედამიწაზე-გრენლანდია

 გრენლანდიის უზარმაზარ თეთრ სივრცეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა ჯგუფები ცდილობენ კვლევა ჩაატარონ და შესაბამისი მტკიცებულებანი მოიპოვონ იმაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს გლობალური დათბობა გრენლანდიის ყინულებზე. ისინი ზომავენ გადაადგილებულ ყინულებს შორის მანძილს, იკვლევენ თოვლის საფარის სიმკვრივესა თუ ყინულთა სისქეს, ცდილობენ გაერკვიონ როდის და რა რაოდენობით დაიწყებს თოვლი დნობას და კიდევ უამრავი სხვა რამ.
 გრენლანდიაში მცხოვრები ესკიმოსები, კი მოწმენი არიან იქ არსებული პეიზაჟის სწრაფი და მკვეთრი ცვლილებისა. ფოტოგრაფმა ბრენან ლინსლიმ, ვინაც – “Associated Press”–ის ფოტოგრაფი გახლავთ, გარკვეული ხანი დაჰყო არქტიკურ კუნძულზე, სადაც იგი დაუღალავად იღებდა: იქ მცხოვრებთ, მკვლევარებს და ყინულებს.