iPhone 5 რომელიც ამ ზაფხულს გამოვა გაყიდვაში, არ იქნება მეოთხე, 4G თაობის, აცხადებს სემ გრინჰოლტზი, რომელიც ეფლთან დაახლოებული პირია.
-"შემდეგი iPhone, ანუ iPhone 6 კი უკვე მეოთხე თაობის იქნება და ის ჯერ კიდევ მუშავდება, რომ 2012 წლის ივნის-ივლისში გამოვიდეს გაყიდვაში" განაცხადა გრინჰოლტზმა. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან საიდუმლო წყაროები ინდუსტრიიდან, მაგრამ ოფიციალურად არც ეფლი და არც მისი პარტნიორი Verizon არაფერს არც უარყოფენ არც ადასტურებენ.
საინტერესო ის არის, რომ iPhone-ს მოუწევს დაეწიოს, უფრო მძლავრ ანდროიდის ტელეფონებს, რომლებიც უკვე ემზადებიან მეოთხე თაობისთვის ამ გაზაფხულზე. მათ უფრო დიდი ფუნქციონალი და რიგ შემთხვევებში უკეთესი ტექნოლოგიური მონაცემებიც აქვთ, ასე რომ ეფლი უკვე მდევარის პოზიციაში გადადის.
ახალ აიფონს ასევე უნდა ჰქონდეს, უფრო დიდი 4 ინჩიანი ეკრანი, ორ ბირთვიანი პროცესორი და 8 მეგაპიქსელიანი სონის კამერა.
მეოთხე თაობის აიფონის გამოსვლა, დიდი გამოწვევა იქნება ტიმ კუკისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სტივ ჯობსის გარეშე მოუწევს, რომელიც ვეღარ მუშაობს დაავადების გამო და გაურკვეველია როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ.
Комментариев нет:
Отправить комментарий