12/18/2011

ლეგენდარული მოდელი – 2012 Porsche 911

  საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა ლეგენდარული მოდელი – 2012 Porsche 911–ის ახალი ვერსიების ფოტოები. რაც შეეხება სიახლის პრემიერას, იგი ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოსალონზე 2011 წლის სექტემბერში გაიმართა.
  ახალი თაობის – 2012 Porsche 911 წინა მოდელთან შედარებით 56 მმ–ით გრძელი იქნება, რის შედეგადაც მისი სიგრძე 4.49 მეტრს მიაღწევს. მიუხედავად ავტომობილის სიგრძეში გაზრდისა, საბურავებს შორის მანძილი 10 მმ–ით შემცირდა, თუმცა მისი ზომები სიგანეში 60 მმ–ით გაიზარდა. ახალი ვერსიის დიზაინიც უფრო ელეგანტურია, რაშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს ავტომწარმოებლებმა. სარკეებმა ავტომობილის კარებზე გადმოინაცვლეს, აღიჭურვა უფრო მომხიბვლელი და ხარისხიანი მასალით შესრულებული სალონით და ხელსაწყოთა ახალი პანელით, რომელიც მოდელ – Panamera–ს ბოლო ვერსიის სტილშია შესრულებული.
  რაც შეეხება 2012 Porsche 911–ის 350 ცხ.ძ–ის, 6 ცილინდრისა და 3.4 ლიტრაჟის მქონე ძრავს, იგი მაქსიმალურ სიჩქარეს 289 კმ/სთ–ს განავითარებს, ხოლო გაქანების მომენტი, კი 0-100 კმ–ზე – 4.8 წამამდე განისაზღვრა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს Carrera S-ი, რომლის სახითაც კომპანია მომხმარებელს, კიდევ უფრო სპორტული ხასიათის ავტომობილს სთავაზობს, რომელიც 3.8 ლიტრაჟიანი, 400 ცხ.ძ–ის მქონე, 6 ცილინდრიანი ძრავითა და 7 კბილანიანი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის მანუალური ტრანსმისიით აღიჭურვება. შედეგად, იგი განავითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს – 302 კმ/სთ-ს, ხოლო გაქანების მომენტი, კი 0-100 კმ–ზე 4,5 წამით განისაზღვრება.
  ყოველგვარი მოდიფიკაციისა და ამავდროულად ძრავების გადახალისების მიუხედავად, გერმანელმა ინჟინრებმა მაინც შეძლეს, რომ ახალი ვერსიიის წონა, წინამორბედთან შედარებით 20 კგ–ით შეემსუბუქებინათ.