|
Dimitri Daniloff |
უდიდესი წილი მიუძღვით იმაში, რომ ინდუსტრიას, რომელსაც ისინი ემსახურებიან წარმატებული გახადონ. ვაგრძელებთ ფოტოკოლაჟს, სადაც მსოფლიოს სახელმოხვეჭილ ფოტოგრაფთა მიერ განხორციელებული, სარეკლამო ჟანრის საუკეთესო ფოტოებია წარმოდგენილი და შესაძლებლობას გიქმნით თვალი გადაავლოთ თემატიკის მეორე ნაწილს
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
ფოტოგრაფი – Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Dimitri Daniloff |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Vincent Dixon |
|
Nadav Kander |
|
ფოტოგრაფი – Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Nadav Kander |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
|
Vincent Dixon |
Vincent Dixon
წარმოშობით ირლანდიელი ფოტოგრაფი – Vincent Dixon–ი, ვინაც სარეკლამო ჟანრის ნიჭიერ ფოტოგრაფთა რიცხვში მოიხსენიება, მყარადაა ნიუიორკში დაფუძნებული, თუმცა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილმდებარეობას რა მნიშვნელობა აქვს, როცა იგი მსოფლიოს ჭეშმარიტი მოქალაქეა. Vincent Dixon–ის მომხმარებელთა რიცხვს განეკუთვნებიან ისეთი ბუმბერაზი კომპანიები, როგორებიცაა: Absolut–ი, Coca Cola, Microsoft–ი და Perrier–ი. Vincent Dixon–ის მიერ განხორციელებული ნამუშევრები შესაშური სიხშირით ჩნდება – Newsweek–ის, Vogue–ის, GQ–სა და სხვა პოპულარული ჟურნალების ფურცლებზე, ხოლო – ორიგინალი შემოქმედის ნიუიორკში არსებული აპარტამენტის კედლები და თაროები, კი ვეღარ იტევს ნიჭიერი ფოტოგრაფის, ფოტოხელოვნების საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებში მოპოვებულ ჯილდოებსა და სერთიფიკატებს.
Dimitri Daniloff
პარიზში დაფუძნებული, ამჟამად 41 წლის – Dimitri Daniloff–ი მათემატიკასა და მეცნიერებას შეისწავლიდა მანამ, სანამ 26 წლის ასაკში საჩუქრად ფოტოკამერა არ მიიღო, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. მას შემდგომ, რაც ფოტოკამერა მისი განუყრელი მეგობარი გახდა, ფოტოგრაფირებით გატაცებული ყმაწვილი წარმატებით განახორციელებდა ფოტოგადაღებებს, რასაც ბრწყინვალედ უთავსებდა საკუთარ ორიგინალურ ხედვასა და იდეებს, რამაც მას გეზი კომერციეული ფოტოგრაფიისაკენ ააღებინა. წარმტებისკენ მავალი გზა ფრიად შთამბეჭდავი გამოდგა, რამეთუ გამარჯვებას კვლავაც გამარჯვება მოყვებოდა და შედეგიც არ აყოვნებდა. მას მოპოვებული აქვს: 2003 წელს – Cannes Grand Prix–ის ჯილდო, ასევე 2 „ოქროს ლომი“, 1 „ვერცხლის ლომი“, „One Show First Prize“–ი, 2 Clio–ს ჯილდოები და 2007 წლის – Campaign Annual–ზე დასახელდა ტოპ–ათეულში შემავალ ფოტოგრაფად. ამავე წელს იგი პრესტიჟული – Eurobest–ის პირველი პრიზის მფლობელიც გახდა. Dimitri Daniloff–ის მომხმარებლის საკმაოდ გრძელ სიაში არიან: Absolut Vodka, Adidas–ი, Air France, Audi, Carlsberg–ი, Citroen–ი, Intel–ი, Land Rover–ი, Motorola, New Balance–ი, Nike–ი, Nissan–ი, Philips–ი და კიდევ უამრავი სხვა. როგორც თავად ავტორი განმარტავს: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნამუშევარი მართლაც იდეალური იყოს და ამავდროულად იმდენად რეალისტური, რომ მნახველს ფიქრიც კი არ გაექცეს მის ამა თუ იმ მეთოდიკით დამუშავებაზე. მე არ ვიყენებ – 3D–პროგრამას, ვიყენებ მხოლოდ – Photoshop–ს. ფოტოს, რომელსაც უცქერთ, მასზე არსებული, ცალკე აღებული თითოეული ელემენტი სინამდვილეში არსებული იყო, რომელიც ამა თუ იმ მეთოდიკით იქნა გადაღებული. ყველაზე ხშირად რეალურ მოდელებს ვიღებ, იქნება ეს ადამიანი, მწერი, თუ კიდევ სხვა რამ. ასე მაგალითად, სერიაში „საწოლში მწერებთან“ შექმნილი იქნა თოჯინა მორიელი. შემდგომ რეალური მწერი ცალკე გადავიღე და მისი დამახასიათებელი ნატურალური „ტექსტურა“ ხელოვნურ მოდელს დავადე. ჩემი რეტუშორი, უკვე 5 წელია – Christophe Huet–ი გახლავთ, რადგანაც სხვას ვერავის ვუცხადებ ნდობას. რაც შეეხება მომხმარებელს, იგი ხშირად საკუთარი იდეით მოდის ჩემამდე, თუმცა ჩემს მიერ შეთავაზებული თუნდაც სხვა კონცეფციის მქონე წინადადებისა და მიმართულების მინიშნების შემდგომ, ერთად ვმსჯელობთ და საერთო აზრზე ვჯერდებით. თუმცა სააგენტოსა და მასთან დამოკიდებულებაც უდიდეს როლს თამაშობს. ზოგი ჩემგან ელის კონცეფციას, ხოლო როცა ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს, იგი მთლიანად ჩემზეა მონდობილი“.
Nadav Kander–ი
თანამედროვეობის ყველაზე აღიარებულ ფოტოგრაფთა კატეგორიას განეკუთვნება. მას ცნობენ ყველა წრეში, რომელთაც ოდნავი შეხება მაინც აქვთ ფოტოგრაფირებასთან, იქნება ეს: პროფესიონალი ფოტოგრაფები, ფოტომოყვერულები, მუსიკოსები, მსოფლიოს მოდის სამყაროს წარმომადგენლები და რაღა თქმა უნდა კრეატორები. Nadav Kander–ი მრავალმხრივ გადაღებებს ანხორციელებს, იღებს ბევრს და ამავდროულად ყველაფერს, თუმცა ყველაფერი ერთნაირად ხარისხიანად ხელეწიფება, რაც ყველაზე დიდი იშვიათობაა ფოტოსამყაროში. იგი ფოტოგრაფიებზე წიგნებს წერს, აწყობს გამოფენებს. კიდევ ერთ იშვიათობაში – Nadav Kander–ს ის ეთვლება, რომ ძალზედ გულღიაა ხალხთან. სხვა ფოტოგრაფებისაგან განსხვავებით იგი სიამოვნებით ყვება მისა და მისი სამუშაოს შესახებ. როგორც თავად განმარტავს: „ავტორის ჩანაფიქრი და აუდიტორიისეული აღქმა, ეს 2 ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა. ჩემი ფოტოები მნიშვნელოვნება მაყურებელზეაა დამოკიდებული იქნებაეს, კრიტიკოსი, თუ უბრალო ადამიანი. ჩემი ფოტოები კითხვებს სვამენ, მე კი კითხვებზე არ ვპასუხობ, მე გარკვეულწილ გრძნობას ავსახავ. ამდენად, თუ ჩემგან გრძნობა მოდის, მათი მნიშვნელობა ჩემზე კი არა, უკვე სხვებზეა დამოკიდებული.“