11/04/2011

ადამიანები, რომლებმაც ადამიანების გამოცნობა იციან


ასეთებზე ყოველთვის ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა – ერთია ერკვეოდე ფსიქოლოგიაში და ახლადგაცნობილის ხასიათის მცირე დეტალს წინასწარ ხვდებოდე და მეორეა, მინიმალური (თანაც არა ერთი-ერთზე) კონტაქტის შემდეგ იმ ადამიანის არსს ჩაწვდე, ანუ გამოიცნო. პირველი შემთხვევის მაგალითები სხვებისგანაც მინახავს და თვითონაც მქონია, მეორის კი მგონი პირველად წინა კვირას ვნახე.

ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან ჩემი უკიდურესად (ზოგჯერ ალბათ ზედმეტად) მშვიდი ხასიათის ამბავი. მათაც კი, ვისთანაც შეიძლება პირდაპირი კონტაქტი წელიწადში მხოლოდ ერთხელ მქონდეს, არ უჭირთ ამის შემჩნევა და შემდეგ ჩემთვის თქმა, რომ მათთვის სიმშვიდის სიმბოლო ვარ. არ დავმალავ, რომ ამით კმაყოფილი ვარ, ისევე, როგორც ნებისმიერი იქნებოდა კმაყოფილი იმით, რომ ისეთს ხედავენ, როგორიც არის. თუმცა ორმაგად კმაყოფილი დავრჩი შაბათს, მაგისტრატურის ერთ-ერთ ლექციაზე, რომელზეც ლექტორს სულ რაღაც მეორედ შევხვდით. დაფასთან დახმარება დასჭირდა და ჩვენსკენ ზურგით მდგარმა გვითხრა, რომელიმე მივსულიყავით, შემდეგ კი შემობრუნების გარეშე გამოიცნო, რომ მე მივედი და დანარჩენების გაკვირვებულ კითხვაზე უპასუხა:

Комментариев нет: