11/05/2011

Webmoney-ს შესახებ



Webmoney წარმოადგენს ელექტრონულ ფულს...

ეს არის ონლაინ საგადასახადო სისტემა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4.5 მილიონი ადამიანი იყენებს...

რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეხვიდეთ ვებმანის ოფიციალურ საიტზე: WebMoney

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოგენიჭებათ თორმეტ-რიცხვიანი საიდენტიფიკაციო რიცხვი (WMID - ვებმანი იდენტიფიკატორი), რის შემდეგაც შეგიძლიათ შექმნათ საფულეები...

საფულეების შექმნა ფულადი აღნიშვნებისთვისაა აუცილებელი, ფულადი აღნიშვნები კი ასეთია:

WMR - ეკვივალენტურია რუსული რუბლის, R საფულეში.
WME - ეკვივალენტურია ევროსი, E საფულეში.
WMZ - ეკვივალენტურია აშშ დოლარის, Z საფულეში.
WMU - ეკვივალენტურია გრივნასი, U საფულეში.
WMY - ეკვივალენტურია სუმის, Y საფულეში.
WMB - ეკვივალენტურია ბელორუსიული რუბლის, B საფულეში.
WMG - ეკვივალენტურია ერთი გრამი ოქროსი, G საფულეში.
WMC და WMD ეკვივალენტურია WMZ-სი C და D საფულეებში საკრედიტო ოპერაციებისთვის.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ აქედან უნდა გადმოიწეროთ Webmoney Keeper Classic და დააინსტალიროთ იგი თქვენს კომპიუტერში.

არ დაგავიწყდეთ ე.წ. კლუჩის შენახვა და ამ კლუჩზე დადებული პაროლის დამახსოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უამრავ პრობლემას შექმნის. ვინდოუსის გადაყენების შემთხვევაში ან კიპერის სხვა კომპზე გამოყენების სურვილის შემთხვევაში თქვენ ამას ვერ მოახერხებთ და ამან შეიძლება ანგარიშზე არსებული თანხა დაგაკარგვინოთ...

ეს, რაც ახლა დავწერე, მხოლოდ მიზერული და ელემენტარული ინფორმაციაა ვებმანის შესახებ...

აქ განვიხილოთ ეს სისტემა და ასევე ხდკ-ს სახე მივცეთ ამ თემას...

Комментариев нет: