მას უბრალოდ გადაწყვეტილება უნდა მიეღო… ან დარჩენილიყო ან წასულიყო… თუ
დარჩებოდა უპირობოდ უნდა დარჩენილიყო… თუ წავიდოდა, უკან მოუხედავად უნდა
წასულიყო… თანაც სხვაგან სამუდამოდ!
თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანდა. თავს არწმუნებდა, რომ ყველანაირად
მოგებული რჩებოდა: თუ დარჩებოდა ბედნიერებას გაიხანგრძლივებდა… თუ წავიდოდა –
დაუსვამდა წერტილს იმას, რასაც სიყალბე და ტყუილში ცხოვრება ერქვა.
სიმარტივის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირდა… ეშინოდა.
პირველ რიგში, საკუთარი თავის ეშინოდა ამ სიყალბის გარეშე… მეორეს მხრივ,
სიმართლესთან მარტო დარჩენას შიშობდა.
იყურებოდა უკან, წარსულში და იქ ეძებდა პასუხებს თავის კითხვებზე… იმას კი
ვერ ხვდებოდა, რომ პასუხების ნაცვლად იქ, მხოლოდ მოგონებებს აწყობდა თაროდან
თაროზე, რომლებიც თავგზასს კვლავ და კვლავ უბნევდნენ…
არ იცოდა, რომელი უფრო აჯობებდა – მასთან – საკუთარი თავის გარეშე თუ საკუთარ
თავთან - მის გარეშე…
განიცდიდა… ეშინოდა… თვალებს ხუჭავდა და ისევ მოგონებებს ებღაუჭებოდა, როგორც
მომაკვდავი ეჭიდება ხავსს… ვერ ხვდებოდა, არ უნდოდა, რომ დაენახა: ყველაფერს
რასაც დასაწყისი აქვს, თავისი ლოგიკური დასასრულიც მოსდევს. ეს დასასრული კი
მხოლოდ დროის საკითხი იყო.
იხედებოდა კვლავაც წარსულში და თავს იიმედებდა, რომ წარსული შესცვლიდა
მომავალს… რაღა მომავალს, რომ წარსული შეცვლიდა ჯერ აწმყოს და მერე მომავალს…
…და იჯდა ისევ იმ ოთახში, სადაც ოდესღაც ჭიამაიები დახვდათ… და კვლავ
ფიქრობდა დარჩენილიყო თუ წასულიყო…
3/25/2011
დარჩენილიყო თუ წასულიყო
Tags
About www.giorgigigeo.com
თქვენ იმყოფებით allinterse.blogspot.com - ზე, აღნიშნულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სტატიები, ფოტოები, ვიდეორბი, რეკლამები და სხვა ნებისმიერი მასალა არ წარმოადგენს საიტის საკუთრებას და ვერ აიღებს მის შინაარსზე პასუხისმგებლობას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий