2/27/2011

ქოლგა, სადარბაზოს ისტორია


გუშინ ქუჩაში ქოლგა რომ გავხსენი, ჩემს წინ კიბეზე ამავალი გოგო დაფრთხა და უცებ მოტრიალდა. მისი შეხტომისთანავე ვიფიქრე, სულ მცირე, დამიბღვერდა და შეშინებისთვის ბოდიშის მოხდაც დავაპირე, მაგრამ შემომხედა თუ არა, ორივეს გაგვეცინა. არაფრით ველოდი ამ რეაქციას და გავხალისდი.. მერე მოვდიოდი და ვფიქრობდი: ისეთი იშვიათი გახდა ქუჩაში თუნდაც უბრალოდ ღიმილის მიღება, რომ გაკვირვებას და ოდნავ სიამოვნებასაც იწვევს.
შეგიმჩნევიათ როგორი მოღუშული დადის ხალხი? გაცივებული მზერით. თუ ვინმე იცინის – ან ბავშვები არიან, ან ჯგუფად მიმავალი თინეიჯერები. ცოტა უფროსებს უკვე ბარგი აქვთ სათრევი. ზოგიც თვითონ არის ბარგი.

Комментариев нет: