2/27/2011

დრო აჩქარდა 24 საათი არაა საკმარისი


საინტერესო ამბები/მოვლენები გაცილებით მეტია, ვიდრე მათი გასაცნობი დრო
სამუშაო უფრო მეტ კონცენტრირებას მოითხოვს, ვიდრე მისთვის განკუთვნილი საათებია
დაგეგმვა-აწყობას იმდენივე დრო მიაქვს, რაც ერთი დიდი კარადის დალაგებას
სპექტაკლის ყურებისას ბოლომდე ვერ “გადაეშვები”, რადგან მერე მასზე უნდა დაწერო
ფილმის ყურება ფეისბუკის პარალელურად
წიგნის კითხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
რადიოს მოსმენა აბაზანის მიღებისას
ძილი – გემრიელი, სხვა შემთხვევაში, ზედა 6 პუნქტს ერხევა
სიზარმაცის დროს – პოსტების წერა
უფრო მეტად სიზარმაცის დროს – პოსტების კითხვა
კიდევ უფრო მეტად სიზარმაცის დროს – მეგობრების ნახვა
დანარჩენ დროს – ატანა, გაძლება და ფიქრი იმაზე, რომ 24 საათი საკმარისი აღარ არის.
მინდა ისეთი ორგანიზებული ვიყო, რომ ეს ყველაფერი 24 საათში ჩავატიო. 

Комментариев нет: