საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. "ჯვაროსნები" ზემოთხსენებული გათამაშების მე-3 ტურის შეხვედრაში ჩრდ.მაკედონიას ესტუმრნენ და ანგარიშით 0:3 გამარჯვება მოიპოვეს.
ერთ-ერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ულამაზესი შორეული გასროლით სხვაობა 2-მდე გაზარდა.
ხვიჩამ ამ გოლით ერთა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილას გადაინაცვლა.
ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილს 3 გოლითა და 1 ასისტით ანასტატოს ნაკასეტასი იკავებს. მესამე კი ერლინგ ჰოლანდი გახლავთ.
ქართველ ფეხბურთელს 3 ჩატარებულ შეხვედრაში ამავე რაოდენობის გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
ასე, რომ საქართველოს ნაკრებისთვის და ქართველი ფებხურთელებისთვის ივნისის სანაკრებო შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდის.