6/17/2022

9 რამ, რაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება – რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

 


კითხვაზე, რომელზე პასუხიც ყოველთვის ყველას აინტერესებდა,ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ გასცა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატია არმათთვის, ვისაც აწუხებს კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები. თუ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მწყობრშია, მაშინ შეგიძლიათ ჩამოთვლილი რჩევები არ გაითვალისწინოთ.

1. ცხარე საკვები

თუ გაწუხებთ ნაწლავისა და კუჭის დაავადებები, გამორიცხეთ ცხარე საკვები. თუ თქვენ ცხარე საკვებს ისედაც იღებთ და არ გაქვთ დისკომფორტი, შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი მიღება, მშიერ კუჭზეც კი.

იწვევს თუ არა კუჭის წყლულს ცხარე საკვები? – არა, კუჭის წყლულს არ იწვევს ცხარე საკვები, მისი გამომწვევი არის ჰელიკობაქტერია.

2. ძალიან ტკბილი საკვები და სასმელი

როცა იღებთ ძალიან ტკბილ საკვებს, ან სასმელსმშიერ კუჭზე, ამდროს, პანკრეასი გამყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს, შედეგად გლუკოზის რაოდენობა კი არ იმატებს,პირიქით, ეცემა, ჰიპოგლიკემიის გამო. შედეგად, იწვევს თავის ტკივილსა და დისკომფორტს.

3. გამაგრილებელი სასმელები

გამაგრილებელი სასმელებიფოსფორმჟავას შეიცავენ, თუ გაწუხებთ გასტრიტი, კუჭში მარილმჟავა ისედაც პრობლემურია. შედეგად, ფორფორმჟავის გამო კიდევ უფრო იზრდება კუჭში მჟავიანობა.

4. ძალიან ცივი სასმელი

37.6 გრადუსი არისსაშუალო ტემპერატურა კუჭში. ამ დროს, ძალიან ძალიან ცივი სასმლისმიღებით, კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძრღვები სპაზმდება. თუ გაწუხებთ გასტრიტი, ამ შემთხვევაში,მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.

5. ციტრუსი

მათ შორის: ფორთოხალი, მანდარინი და სხვ. უმჯობესია წყალთან გააზავოთ, რადგან შეიცავენ ფოსფორმჟავას და უმჯობესია დააბალანსოთ, რადგან ფოსფორმჟავა აიძულებსკუჭს, გამოყოს ზედმეტი მარილმჟავა.

6. ყავა

კოფეინი ზრდის კუჭში მჟავიანობას. არსებოსმოსაზრება, რომ უზმოზე კოფეინის მიღება ხელს უწყობს კუჭის შიგთავსი ამოვიდეს საყლაპავში. ამიტომ, თუ გაწუხებთ გულძმარვა, მოერიდეთ უზმოზე კოფეინის მიღებას.

7. ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსინი, კეტოპროფენი, პიროქსიტამინი, სულინდაკი

ჩამოთვლილი მედიკამენტები ბლოკავენ ფერმენტ ციკლოკს, კუჭი ვეღარ წარმოქმნის ლორწოვან გარსს და მჟავა ადვილად აზიანებს კუჭს. შესაბამისად, გამოიწვევს კუჭის ტკივილს.

8. ალკოჰოლი

ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღება, სასტიკად აკრძალულია. მხოლოდ ნაჭამზე უნდა მიიღოთ, რომ ღვიძლმა სითხე ეტაპობრივად შეიწოვოს.

9. ბოლოს კი გირჩევთ – მშიერ კუჭზე არ წახვიდეთ მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად, რადგან შეიძლება ყველაფერი მოგინდეთ, რასაც ირგვლივ დაინახავთ, წადით მაღაზიაში მაშინ, როდესაც არც ისე ძალიან გშიათ.