4/09/2020

ბიძინა ივანიშვილმა ფონდში StopCoV 100 მლნ ლარი ჩარიცხა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში100 მილიონი ლარი ჩარიცხა, –იჯფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პარტიის ცნობით, სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხაიდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.