რეკომენდაციები შფოთიანებისთვის
- მთელი დღის განმავლობაში სიახლეებს ნუ ეძებთ, მათ შორის – სოციალურ ქსელში: შეარჩიეთ რომელიმე ერთი საიმედო საინფორმაციო წყარო (იქნება ეს ტელევიზია, თუ ავტორიტეტული ვებ–გვერდი) და დღეში ერთხელ (სჯობს საღამოს) გადახედოთ ინფორმაციას და რეკომენდაციებს;
- ყურადღების გადატანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, აკეთეთ ის საქმე, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ დრო არ გრჩებოდათ. ახლა ამისთვის საუკეთესო დროა;
- წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს;
- დაურეკეთ ოპტიმისტ, იუმორის გრძნობის მქონე ნაცნობებს;
- გახსოვდეთ, რომ მარადიული არაფერია და ესეც გადაივლის;
- თუ თავს მაინც ვერ ერევით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მსუბუქი, მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება დღეში ერთხელ ან ორჯერ და არა ქიმიური პრეპარატები.
რეკომენდაციები აქტიური, მოწყენილი ადამიანებისთვის
- თუ სახლში ბავშვები გყავთ, შექმენით მათთვის მიკროსამყარო: დადგით სპექტაკლები, მოიგონეთ ზღაპრები, გამოჭერით ფიგურები და ა.შ. ამ გზით დროს სასარგებლოდ ხარჯავთ – ართობთ ბავშვებს და კიდევ უფრო უახლოვდები მათ;
- თუ სახლში ასაკიანი ადამიანები გყავთ, გამოკითხეთ ძველი ამბები, თუნდაც თქვენი გენეალოგიის ხე გააკეთე;მათაც გაართობთ და ბევრ საინტერესო ამბავს აღმოაჩენთ;
- ბევრ ჩვენგანს აქტიური სამუშაო რეჟიმის გამო ახლობლების მოსაკითხად დრო არ რჩებოდა. დაუკავშირდით;
- დაკავდით საოჯახო საქმეებით: უამრავი წვრილმანია შესაკეთებელი, სცადეთ, იქნებ შეაკეთოთ: ინტერნეტით ყველაფრის შეკეთების სწავლა შესაძლებელია. კულინარიაში, ჭრა–კერვაში მოსინჯეთ ძალები, დაკავდით ფიზიკური აქტივობით – ინტერნეტით უამრავი რეკომენდაციის მიღება შეგიძლიათ;
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაგეწყოთ უძილობა, მუდმივად გაღიზიანებული ხართ – ყვირით, ტირით ან პირიქით, არაფრის კეთების სურვილი არ გაქვთ, საკუთარ თავს და მთელს სამყაროს ადანაშაულებთ, მუდმივად პესიმისტური ფიქრები გეძალებათ და ეს არა დღეში ორიოდ საათს, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სპეციალისტს დაუკავშირდით